ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2019


გასვლა

მე მინდა სახლში ენთოს ბუხარი.
თბილოდეს.
გარეთ გადაბმულად თოვდეს.
იყინებოდეს ბორანი
გაღმა  ნაპირზე მდინარის.
მე ჩავიხედო სარკეში
და შემომხედოს ქალმა,
რომელიც
არ მინდა
ვიცოდე -
ვინ არის...

2019.  იანვარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები