ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2019


გაგრძელება შაირ-კაფიის (ლიკა ოხანაშვილი - ვაჟა ხორნაული)

როგორც დიაცი,კარგი ხარ,
ლექსს კი ვერ ამბობ მაგარსა.
ჩემს რითმებს ისე იპარავ,
ვითარცა თაგვი კაკალსა...
თუ ავიწყვიტე,კაფიით
დაგმართებ ფიქრის კანკალსა.
ვერა სჩნდებოდე იქნება
ბარისახოს და ჩარგალსა. (ვაჟა ხორნაული)

განა თვითონ არ მითხარი,
შენი ამეღო რითმები?
მეც ავდექი და დავწერე,
არ დამეღალა თითები,
პლაგიატობას ნუ მწამებ,
ბრაზის მომადგა ზვირთები,
იცოდე, მაინც ქალი ვარ,
ზოგჯერ წყენითაც ვირთვები. (ლიკა ოხანაშვილი)

რითმებ კი არ უნდ აგეღო,
არამედ_ წყობა მათიო...
ხმოვანთა შეხამებანი
და სხვანაირი კვართიო,
მაგ.:"დარდიო" და "ლანდიო",
კიდევ?:"ვარდიო","წალდიო",
თუ მაინც ვერა გაიგე,
ადე, ჰაერზე გადიო. (ვაჟა ხორნაული)

ეგეთი წერა არ მინდა,
შეგრცხვეს დადება ბრალისო,
რად მოინდომე დაჩაგვრა,
პატარა, სუსტი ქალისო?
ამ უსაფუძვლო ბრალდებით,
რამდენი გვერდი გაივსო...
იცოდე, ეგ საქციელი,
უსამართლობა არისო,
შენსას, ასეთ თუნდ მოგებას,
ვფიცავ, ფასი აქვს ჩალისო. (ლიკა ოხანაშვილი)

მიფრინავს ვაჟი მახარე,
(ომი არა აქვ იოლი)...
მისდევს ქვებით და ფიწლებით
ქალების ბატალიონი. (ვაჟა ხორნაული)

სასაცილოა მახარე,
რას ჰქვია ბატალიონი?
სულ ჯარად მოგჩვენებივართ
ქალები თუმც ვარ კი ორი...
გაშინებთ ზუსტად ისე ვით,
ეშმაკს აშინებს ნიორი,
დამარცხებულო აქვეა:
მტკვარი, არაგვი, რიონი...  (ლიკა ოხანაშვილი)

საფერ მეტოქე შამამხვდი,
არა გაქვ შიშის ფიორიც,
ჩვენს ორთაბრძოლას უმზერენ
ვაჟა და გალაკტიონი...
ლიკაც,მონიკაც ჩემია_
ტკბილი და სანატრიონი,
მათ შორის ტირე რომ არი_
მსუბუქი,პაწაწიონი,
სხვას ჰქონდას_არა მჭირდება,
დამიმოწმებენ სიონი.
ორივეს შორს გავიტაცებ,
სადაც ჩანს კავკასიონი...
ვინ მაგარია,იტყვიან
ბლოელი და როშკიონი. (ვაჟა ხორნაული)

რას მემუქრები ნეტავი,
მძევლად მიგყავარ იქნება,
მერე კი გაგიჭირდება,
მზის შუქის გზისკენ მიგნება,
ჩემზე არა ჭრის იცოდე,
არც ფერება, არც გინება,
განა მაგრობას ისა წყვეტს,
როშკაში ვინ რა ინება?
არ გამაბრაზო, იცოდე,
სწრაფ ას არღუნის დინება,
და გაბრაზებულს ხანდახან
შენი დახრჩობა მინდება... (ლიკა ოხანაშვილი)

ლიკა-მონიკავ,ვიჟიკამ
ახლა კი მართლა გაჯობა:
სიყვარული და მუქარა?!
სიყვარული და დახრჩობა?!
შორს იყოს მიკიბვ-მოკიბვა,
სიტყვებით მიმოკლანჭობა,
იქნება ისე მოგხიბლოს
ჩვენებურ დამბალ ხაჭომა,
კაფიაც გადაგავიწყდეს
და ლექსის გულში გარჭობაც!  (ვაჟა ხორნაული)

ნუ გაიხადე აქ ყოფნა,
საკითხავი და სადაო,
ეგ სულელური აზრები,
ნეტავ აკრიფე სადაო?
მოდერს ნუ მეკამათები,
ტყუილად გაგეხსნა მადაო.
ძმები მყავს, მათ დავიხმარებ,
დაგაჩაგვრინონ მა დაო?
ლექსით თუ ვერას დაგაკლებ,
ხელში ხმლისა მაქვს ვადაო,
პასუხი სწრაფად გამეცი,
ორი წუთი გაქვს ვადაო.  (ლიკა ოხანაშვილი)

მგონი, წართმევას მიპირებ
სიცოცხლის მიწა-ცისასა,
კაფიის ლამაზ ხუმრობას
ხმას ნუ ამსგავსებ მტრისასა,
ძმების მუშტებს რო მამუქრებ,
რას ეტყვი მადლსა ღვთისასა,
ან ვადას რატო მოსინჯავ
გაფხავებული ხმლისასა,_
აქ ლექსობაა,ძვირფასო,
იმედს ნუ ელი სხვისასა.
ახლა ქალაქში გავდივარ_
შამოვალ მზის ჩასვლისასა.  (ვაჟა ხორნაული)

ჩვენ მუშტით ჩხუბი არც გვინდა,
ლექსით დიდ ბრძოლას ნახავდი,
მაგრამ შენ თქვი რომ აწ წასულს,
მზის ჩასვლის მერე გნახავდი,
მზეს რად გაურბი, ნეტავი,
ხომ არ ხარ მზეთუნახავი? (ლიკა ოხანაშვილი)

ისეთი რამე მითხარი,
ლამის ამიტყდა ხარხარი.
მზეს გაურბიო,მეძახი,
ეს ხომ შარია ახალი...
კაცი რო გარეთ გამოდის,
მზიდველი ბარგი-ბარხანის,_
ეს თუა მზისგან გაქცევა,
ასეთ სამართალს გავკარი.
შენ თუ სულ კომპის უზიხარ,
მახარეს "სამტროდ" ამდგარი,_
ვინ უნდა დააწკრიალოს
ჯამ_ჭურჭელი და სახლ_კარი?! (ვაჟა ხორნაული)

კომპთან რად მინდა სულ ჯდომა,
დიდ დრო არა ას საჭირო,
ერთი კაფიის საწერად,
ტვინს წიხლ არ უნდა ვაჭირო...
ვისთვის ეს გასართობია,
ვისთვის - საცრემლო, საჭირო,
მე ჭურჭელს ვრეცხავ იმ დროში,
რასაც პასუხზე ჯახირობ  (ლიკა ოხანაშვილი)

და რა თმები და რა ლექსი,
რა შაირ-და-კაფიაო...
გაიხარე, კოხტა ტანზე
კოხტა თავი გაბიაო.  (ვაჟა ხორნაული)

მოკლედ, ეს ჩვენი ვაჟიკო,
მოხიბლულაო ძალიან,
ნეტავ, ეს ტკბილი სიტყვები,
ლექსის თუ თმების ბრალია?
აღარ ვკამათობთ შაირით,
ვგრძნობ, შერიგება გვეღირსა,
ჩემი სურათის გულისთვის,
მოყვარედ მექცა მტერიცა...  (ლიკა ოხანაშვილი)

უპირველესად-თმებისა
და მერე კიდევ-ლექსისა.
ისე: რომ გითხრა, რითმების
ბევრი არც ახლა გესმისა (ვაჟა ხორნაული)

ვატყობ, ვერც ფოტომ გიშველა,
ისევ შარსა მდებ მგონია,
მოშარე შენთან სუყველა,
ვფიცავარ, მონაგონია.
ხან - რითმზე წამეკიდები,
ხან - მიზეზი გაქვს სხვა რამე,
სჯობს ტყუილად არ ამეშარო,
თორემ, კაფიით განანებ,
შენი კრიტიკა, ნეტავი,
უნდა ვითმინო სადამდე?  (ლიკა ოხანაშვილი)

ყარაჩოხელის დგომითა
და კაფიებში ომითა...  (ვაჟა ხორნაული)

აჰ, მიწვევ? კარგი ძალიან,
აღარ ინანო ოღონდაც,
შაირს თუნდ, წუთში ათს დავწერ,
თანაც - წაღმისკენ ბოლოდან.
დიახაც, წერა უკუღმა,
ხომ იცი, ჩემი სტილია,
ვისაც კი ვჩაგრავ კაფიით,
დგანან მერე და ტირიან!  (ლიკა ოხანაშვილი)

ნეტავ უკუღმართ რადა ხარ
ჭკვიან მშობლების შვილია?
შენი კაფია მწარეა,
შენი ღიმილი ტკბილია...
ვაჟიკას ერთმა კაფიამ
ცამეტჯერ გაგკრა კბილია  (ვაჟა ხორნაული)

კბილი კი გამკრა, მაგრამა,
ყველა დასცვივდა მაშინვე,
ვიცი არ იმჩნევ, ამხელა
კაცს, რომ შაირით გაშინებ. (ლიკა ოხანაშვილი)

მაშინებ-თანაც როგორა,
მართლა ვეღარ ვარ კაჟივით,
გადავიკარგე და ახლა
ვარ მოქალაქე ალჟირის.  (ვაჟა ხორნაული)

თან მეცინება იცი, რად?
რომ ვერ მელევი მაინცა,
მე დარტყმა აღარ მჩვევია,
თუ ვხედავ კაცი წაიქცა.
გადაკარგვისა რა გითხრა,
მეხმიანები ხშირადა,
ჩემნაირს სხვას რომ ვერ ნახავ,
იცი და სწორედ იმადა...  (ლიკა ოხანაშვილი)

შენ მართლა, სხვარიგაი ხარ,
უბეში დასამალავი...
კაწალხეველი ვინაა-
არაფერი და არავინ,
მაგრამ შენი გულითვინ
ღრუბელზე დავდგი კარავი,
იქ მყავდე,როგორც წიწილა-
ამქვეყნად მეტი არა მინდ.  (ვაჟა ხორნაული)

ბავშვი ხარ...არახალია,
დიდი ხანია,ვიციო.
ძმისწულად მიმიჩნევიხარ,
ამას არ უნდა ფიციო.
ღრუბელთან ბიჭი დაგხვდება-
ვარსკვლავეთელი ბიჭიო.  (ვაჟა ხორნაული)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ლექსზე "ჟანა დ'არკი" ვაჟა მიკეთებს კომენტარს: "მაგარია"


ხედავ? თვითონაც დარწმუნდი,
ჩემი სიტყვების ძალაში,
იმ დღეს რომ დაგემშვიდობე,
ახლა განვაგრძოთ თამაში...
კვლავ ვწეროთ შაირები და
თუნდ, ვიკამათოთ ზოგჯერო,
იცოდე გავალ, პასუხი
ორ წუთში რომ არ მომწერო... (ლიკა ოხანაშვილი)

ეგეთას გეტყვი ორ წუთში,
აგაცრემლო და მოგცელო,
ხან ჭკვიანო და ბრძენუკავ,
ხან შტერო გასაოცელო  (ვაჟა ხორნაული)

ორის მაგივრად, ჯერ ერთი,
ოცი წუთია გასული,
თანაც, სად ნახე ცრემლები,
ამაყი მთების ასულის?
შენი ნათქვამის გულისთვის,
ცრემლი დავღვარო კი არა,
პასუხს დაგიწერ ისეთს რომ,
გულზე გაგიჩნდეს იარა.  (ლიკა ოხანაშვილი)

რა გახდი ამისთანაო,
წუთებს რად მითვლი,ქალაო,
სხვებთანაც მივდი-მოვდივარ,
მარტო შენთან ვარ განაო?
ახლოს მოიწი,გასწავლო
კაფიის ანა-ბანაო! (ვაჟა ხორნაული)

ხოდა, რომ მიდი-მოდიხარ,
მაგაში არის საქმეცა,
ამ სიარულში ხომ ხედავ,
რამდენი წუთი გაგექცა?
მე რომ სწრაფ-სწრაფად გპასუხობ,
გგონივარ უსაქმურია?
ათ საქმეს ისე ვაკეთებ,
სულ არ მგონია რთულია.
ახლა კი წავალ, დაგტოვებ,
კვლავ შემოგივლი ხვალეო,
შენ კი იქამდე, შაირებს
რა დროში მიწერ, თვალეო!  (ლიკა ოხანაშვილი)

ერთი კაფიის სათქმელად
რაცხა წამები მჭირდება,
განა შენსავით ვჯახირობ,
თავისით მომიფრინდება,
შენი ნათქვამი,ლიკუ-სან,
შუა გზაშია ცივდება,
ჩემთან მოაღწევს,ან-ვერა,
"კაროჩე" დაიბრიდება!  (ვაჟა ხორნაული)

აი, ამ ბოლო პასუხმა,
მართლაც რომ გამახალისა,
ეს სიტყვა დღევანდელია
თუ წინასწარ თქვი ხვალისა?
სიტყვით მაინც ვერ მაჯობებ,
არ ვარ მსგავსი სხვა ქალისა,
ვერც მომხიბლავ და ბრაზითაც
არ ვარ მომკვლელი თავისა  (ლიკა ოხანაშვილი)

არწივს რად შეეშინდება
წიწილ-ვარიის შარისა?
კარგს არაფერსა გპირდება
შემონათება ხვალისა  (ვაჟა ხორნაული)

რაც დღეს იყო და რაც გუშინ,
კვლავ ის იქნება ხვალაცა,
ჩემი სიტყვის თუ არ გჯერა,
სეირს ხვალ ნახავ, დამაცა!..  (ლიკა ოხანაშვილი)

ვერ გიშველიან,იცოდე
ტუზ-კაროლი და "დამაცა!" (ვაჟა ხორნაული)

სულ არ ვაპირებ, ვაჟიკო,
შენთან ჩხუბსა და კამათსა,
თუკი გავბრაზდი, გაჩვენებ
ყვითელ და წითელ ბარათსა,
წადი და ჩემიც ახსენე,
იტყვი შენებსა სადაცა...  (ლიკა ოხანაშვილი)

მამშორდი,ნუ გამაბრუე,
თორემ წაგივალ ცადაცა,
უჩემოდ დაგიბლაგვდება
შაირ-კაფიის დანაცა!  (ვაჟა ხორნაული)

თურმე რა აზრი ჰქონია,
ერთი უყურეთ ამასა,
უნდა რომ შემაშინოს და
თავის სიკვდილით თანაცა,
ჯერ ზეცად წასვლა ადრეა,
თუმც ეგ არავის არ აცდა,
შენ ცოდვით დაიწვებოდა
ახლა თვით დ’არკი, ჟანაცა...  (ლიკა ოხანაშვილი)

დამვიწყებია შენგანა
ვენახიცა და ყანაცა,
ძილი სულ დამაკარგვინე,
ლამის დავკარგო ძალაცა,
მაგრამ შენ მაინც "გაგლახავ",
სხვასაც ბევრს,შენისთანასა.
არავინა ხართ? მიშველეთ,
უნდა შემწიროთ ქალასა?!  (ვაჟა ხორნაული)

დღეს გიწერ, ვაჟავ, გუშინდელ
შაირის გაგრძელებასა,
მე შენ არც ლანძღვას გიპირებ
და არც დაგიწყებ ქებასა,
თანაც, ხომ იცი არ მომწონს,
ქალს გრძელი ენა ებასა,
შაირში მოკლედ ჩაგიტევ,
რაც რომ ჩემს აზრებს ნებავსა,
პასუხს თუ მალე ვერ გაგცემ,
ნუ მიწყენ (კომპი ჭედავსა!)  (ლიკა ოხანაშვილი)

ასე იციან ქალებმა_
ვინ გაცლის დასვენებასა,
ან კიდე-დაღამებასა,
ან კიდევ-გათენებასა!  (ვაჟა ხორნაული)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვდგავარ მოღუშულ ამინდში
და კაფიებით ვხალისობ,
ვაჟა გამქრალა სადღაც და
ვეღარ მოვკარი თვალიცო,
მოსწავლეები ჰყავს ალბათ,
სურს მისცეს ცოდნა თავისო,
იმ ბავშვებთანაც თუ არის
ნეტავ, მომდები შარისო?  (ლიკა ოხანაშვილი)

ჩემს მოსწავლეებს,ძვირფასო,
თავი არა აქვთ დავისო,
წიგნი არ ეპიტნავებათ,
კომპი კერპადა ჰყავისო,
ქვეყანა არეულია-
ხმა ისმის მღვრიე ქარისო.
მუდამ ესაა რეცეპტი
ვაჟიკა ამირბარისო:
თუ ისწავლიან,კარგია-
საიმედოა ხვალისო,
არადა,"ერთგან" დაცალონ
ჯიბე დედის და მამისო!  (ვაჟა ხორნაული)

ეგრეა, მარა რას იზამ,
გამოიცვალა ქვეყანა,
ზოგი უმაღლესს კი არა,
სკოლას ამთავრებს ვეღარა,
აბა, ”მარტო წვრთნა რას უზამს”
კისერს წაიმტვრევს ბევრგანა,
შენ ასწავლე და არ უნდათ?
ნუ ისწავლიან, ჩვენა რა?  (ლიკა ოხანაშვილი)

სევდიანი ხმა რომ გესმის-
წინაპრის პაპა ქვითინებს.
დაუნდობელი ჟამია -
ანგრევს
ძველისძველ ქვითკირებს.
უნიჭოების სიმრავლე
და ნიჭიერთა სიმცირე
ტანჯავს პატარა ქვეყანას,
შენც უყურე და ითმინე...
არადა: ხელი ხმალს იკარ
და არაგვივით იდინე,
მაგრამ ესაც თუ არ გინდა,
საიტის პარკში ირბინე!  (ვაჟა ხორნაული)

ასეა, გადაგვარებას,
აღარ გვიკლია ბევრიო,
ძნელია, მშვიდად უყურო,
როგორ ფუჭდება ერიო,
აცალე ცოტა ხანი და
ეს ცოდნაც...ჰერი, ჰერიო...
მშობლებს უთხარი, ”მაგათგან,
ნურაფერს ნუღარ ელიო,
სწავლაში ფულს რად ახარჯავთ,
ხომ ხედავთ, არის შტერიო,
ტვინის ნაგლეჯი თავებში,
გამიხდა საძებნელიო...”  (ლიკა ოხანაშვილი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს