ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
15 იანვარი, 2019


ემილი დიკინსონი - მნათევ, აქ სადღაც ჩემს მოძღვარს სძინავს (96)

მნათევ, აქ სადღაც ჩემს მოძღვარს სძინავს,
მომანახვინე, შეგთხოვ, სამარე!
მსურს საბუდარი ავუგო სკვინჩას,
იქვე ჩავთესავ თესლებს  ნაადრევს,

რადგან როდესაც დადნება ლილო,
ზეწარს მოიხსნის არე საკრძალის,
გზა მიმითითონ ნაზმა ზიზილომ
და ტრუბადურმა მისკენ მავალი.

15 იანვარი, წმ. სერაფიმ საროველობა, 2019 წ.

ორიგინალი მოიძიეთ ნომრის მიხედვით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები