ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2019


რეფრენი

სიკვდილი ახლა რეფრენივით გასდევს სიცოცხლეს,
ვიცი, მეტყვი, რომ დაიღალე პანაშვიდებით.
სანამ მზე მათბობს და სანამდე შენც გსურს მათბობდე,
სული რაღატომ დავიმძიმო დამშვიდობებით.
ზავს ვდებ სიკვდილთან,აღარ მინდა კიდევ ვახსენო,
დე მეპატიოს, სიცოცხლეზე წერა მომინდა.
თავს შევაფარებ შენს ვეება ხელების ჩეროს...
მერე ენასაც გამოვუყოფ სიკვდილს შორიდან.
შენი მხრებისქვეშ გაყურსული მე ვარ ბეღურა,
რად მინდა სხვა გზა, ყველა გზას თუ შენთან მოვყავარ,
მე ბედისწერამ შიშველ ტანზე შემომახურა
შენი სიტყვები -
პორფირშემოსილს დავემგვანე ახლა მონამახს.
დე მეპატიოს, სიყვარულზე წერა მომინდა,
საშვებელივით მომაშველე ხელების ჩერო...
დრო აპრილს ისევ გადარჩენად ვიცი, მოგვიტანს,
ყველა ტკივილზე უფრო მეტად ტკივილო ჩემო...
სიკვდილი ახლა რეფრენივით გასდევს სიცოცხლეს,
უმწეონი ვართ, რა გაუძლებს ამ პანაშვიდებს,
და სანამ სულშიც იანვარი გაგვითოვდება,
ჩვენ ერთმანეთის სიყვარული თუ დაგვამშვიდებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები