ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2019


* * *

სავსე საფერფლე,ბჟუტავს შუქი და სლავურად,
(შპალერი არა, კედლებს  ნაძვი აქვს  მიკრული)
მას არ მოსწონდა ჩემი ველური აურა,
მას არ მოსწონდა  ჩემი ობოლი ფიცრული.

იქ, ასე, ორნი, დიდხანს ვისხედით მდუმარედ.
პირამდე სავსე ლუდის რუსული "ბოკალით"
და შვილი ჩვენი და ამა სოფლის სტუმარი,
ერთად ორივემ,ორივემ ერთად მოვკალით.

ვზივართ. ვეწევით. ის მხრებზე იფენს ლაბადას,
ვდგები და ბოლთა ოთახში წრეზე მიმათრევს,
ბავშვი რომელიც მან ხუთი კვირის "დაბადა"
ითხოვდა ჩვენგან თავის მკვლელობის სიმართლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები