ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2019


შ ე ხ ვ ე დ რ ა (მინი ბაღიდან)

მეგობარს შევხვდი, დიდიხნის.
დიდი ხნის მეგობარს.
ვუთხარი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.
ის კი, გაოცებული თვალებით მეუბნება: მომიყევი, ძალიან გამეხარდება.
შენი პოვნით მეგობარო, ვპასუხობ.
შენი ნახვით ვარ ბდნიერი.
ჩერდება.
იცი?– ვაგრძელებ საუბარს, მეორე ბედნიერებაც მაქვს.
ისევ გაოცებული ხმა წყდება და დრო ჩერდება ჩვენს შორის.
გთხოვ ამაზეც მომიყევი, მაფხიზლებს მისი ხმა.
არ დაგიმალავ, ახლავე და ვამბობ:
–შენ ჩვენი ბავშვობა დააბრუნე.
ვხედავ მის სევდაშერეულ ღიმილიან სახეს, ისე რომ არ ვუყურებ პირისპირ.
ჩვენ შორის, ისევ სიჩუმე ნებივრობს.
იციი, მე.. მე.. მეე..ვარღვევ ისევ სიჩუმეს.
მითხარი, მითხარი, ჩემო ბავშვობის უცნაურობავ, მეუბნება ხალისშეპარული ხმით.
კარგი, კარგი, გიამბობ, ვთანხმდები მეც.
მე მესამე ბედნიერებაც მაქვს ვეუბნები და ღიმილს სიცილი ცვლის ჩემსავ ხმაში.
უცნაურია, ამბობს ფიქრიანი ხმით,
რა?– ახლა იქით ჩავეკითხე.
რა გულღია გამხდარხარ, ბავშვობაში უფრო ფიქრი და სიჩუმე გიყვარდა.
ასეა, ისევ შეეხე ჩემი სულიერი სამყაროს სიმებს, ვამბობ შეფერხებულად და თან ბავშვობამდე გზას გავდივარ წინადადების დასრულებამდე.
ის კი, ისევ მეუბნება:– აბა, მეგობარო, ეგ მესამე ბედნიერებაც გამანდე, თუ სურვილი გაქვს.
აუცილებლად, ვპასუხობ და ვიწყებ განდობას:
ჩემი პირველი და მეორე ბედნიერების აღქმისა და შეგრძნების უნარი მაბედნიერებს., ეს არის ჩემი მესამე ბედნიერება ვგულწრფელობ მასთან.
იცინის ხმამაღლადა, სწრაფად ჩუმდება.
მე კი ვეუბნები, რომ მაქვს კარგი სიახლეც, ჩემში..
როგორ?
ვერ გავიგე, მთელი ინტერესით მეკითხება ახლა.
შენში?
ახლა?
სიახლეები?
დიახ. მე აღმოვაჩინე ისინი. ჩემში.
ოი, მითხარი, რა აღმოაჩინე.
ახლავე. ვპასუხობ მას, რომ ჩემში არის ოთხი სიცოცხლე.
კარგი რაა, რას ამბობ ,
ახლა კი, უნდა მითხრა ეგ ყველაფერი აუცილებლად.
კი ბატონო, ვეუბნები და ვიწყებ:
ჩემში ოთხი სიცოცხლეა.
შენ გადამრევ, მერედა ეგ როგორ?–სვამს კითხვას, რომლებია, თუ საიდუმლო არ არის?
არა პირიქით, მინდა კიდეც, რომ იცოდე.
ჩემში მეგობარო არის:
სხეულის სიცოცხლე, გულის სიცოცხლე, სულიერი სიცოცხლე და სიყვარულის სიცოცხლე და ამითაც ვარ ბედნიერი.
მაგრამ მედარდება ერთი რამ.
რა?
– მოუთმენლად სვამს კითხვას ჩემი მეგობარი.
იციი, დარწმუნებული ვარ, რომ, მანამ ისინი ჩემში არიან ერთ დროსა და სივრცეში ცოცხლობენ და ერთად გარდაიცვლებიან, მაგრამ, თუ ისინი გავიდნენ ჩემიდან, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ჭეშმარიტად სხვადასხვა იქნება .
სიჩუმე დაწვა ახლა ჩვენს შორის ისე, როგორც ხევებში იცის წვიმამდე ხოლმე თეთრმა ნისლმა ჩაწოლა და მერე სადღაც გაქრობა.
ჩვენი სიჩუმეც, ვიცი ნამდვილად სევდაში შეიმალა ამ დროს, ჩვენს ფიქრიან სევდაში.
ცხოვრება მშვენიერია, სიცოცხლე ლამაზია, ეს უბრალოდ ასე უნდა აღიქვა და ის ასეთიც გახდება შენთვის.ვამბობ სრული დაჯერებულობით.
მოიწონე ყველაფერი თავად. ნურაფერს გააკეთებ სხვათა მოსაწონებლად და სიამოვნებისათვის თავდავიწყებით. სწორედ ასე, მართლაც შეიგრძნობ სიცოცხლის სილამაზესა და ფასს.დავასრულე ხმამაღლა საუბარი.
მესმოდა მეგობრის დუმილის ხმა ჩუმი და მისსავე სუნთქვასთან შერწყმული, თბილი და შორი ჩემგან, მაგრამ ბავშვური და ძალიან მახლობელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები