ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2019


* * *

ღმერთო, რა ახლოს მყოლიხარ,
მეგონა შორზე შორ იყავ,
ის იმედები მეგონე,
ჭოროხმა რომ გამორიყა,
ზეცის ის ფენა მეგონე,
წვიმისას რომ ჩამოიხა...
თურმე, რა ახლოს ყოფილხარ,
თურმე, რა ჩემთან ყოფილხარ,
თურმე, რა ჩემში ყოფილხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები