ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2019


ბაზარი

ცეცხლივით ფასი აუდის ბაზარს,
ისმის ყიყინი, ხორხოცი, ხვნეშა,
გამყიდველები ყიდიან ბაწარს,
გამყიდველები ყიდიან შეშას.
მგზავრი კი დადის მდგარ დახლებს შორის,
თვალს ვერ აშორებს ბაწარს, ვერც შეშას,
მას შეშის ყიდვა უნდა უფრორე,-
ბაწრის ვაჭარი თავისკენ გეშავს.
არ ჰყოფნის მყიდველს თანხა ორისთვის,
არ იცის რა ქნას, თვის ფიქრებს ჩეჩავს,
აქეთ - იქედან ექაჩებიან,
ერთ მყიდველს ორნივ თავისკენ, ბეჩავს.
მიუხვდა, ფასი დაუკლო ერთმა,
მსწრაფლ, მეორემაც დაუწყო ღრეჯა,
დღემდე ამგვარი მიდის ვაჭრობა,
დღემდე ამგვარად გრძელდება ხლეჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები