ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 მაისი, 2019


მცირე ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის „სად იყო ედემი /ანუ უძველესი ხმელეთი დედამიწაზე და სად დაირწა კაცობრიობის აკვანი/“

რამდენი ერი გამქრალა,
ბევრიც ცივილიზაცია,
ქართველები კი არ ვქრებით,
ვიყავით, ვართ და ვიქნებით!


მცირე ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის „სად იყო ედემი /ანუ უძველესი ხმელეთი დედამიწაზე/“


იმ ოთხი მდინარიდან, რომელიც ედემიდან გამოედინებოდა, დღემდე შემოგვრჩა მხოლოდ ევფრატი და იგი სათავეს იღებს სომხეთის /ტავრიის/ მთიანეთში (დღევანდელი თურქეთი), გაივლის თურქეთს და სირია–ერაყს ...., მაგრამ ჩვენ მხოლოდ ევფრატის სათავე გვაინტერესებს, რომელიც ედემში მდებარეობდა და ასევე გვაინტერესებს მისი მიმდებარე მიწები. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ საუბარია იმ დროზე, როდესაც არცერთი ერი და არცერთი სახელმწიფო ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული.

ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერიტორია, რომელზეც დღეს ჩვენ, ქართველები, ვსახლობთ უკვე არსებობდა. ასევე სავსებით სარწმუნოა, რომ ჩვენი ტერიტორია ედემის ნაწილი იყო.

წარღვნის შემდეგ ყველაფერი განადგურდა და კიდობანი ისევ ამ ტერიტორიაზე ჩერდება, არარატის მთებში (დღევანდელი თურქეთი), ჩვენს უშუალო სიახლოვეში. არც მაშინ არცერთი სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა.

შემდეგ ნოეს ერთ–ერთი ვაჟი, იაფეტი, სამეზობლოში სახლდება, დასაშვებია, ჩვენს კუთვნილ /დღევანდელ/ ტერიტორიაზე, მრავლდება და თეთრ რასას წარმოშობს. დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკელები, თეთრი რასის აღსანიშნავად დღესაც მხოლოდ ტერმინ „კავკასიელს“, „კავკასიურ რასას“ იყენებენ (მაგ: ამერიკულ საგამომძიებლო სერიალებში „ენსიაი“ „სიაიეი“ და ა.შ., თუ მსხვერპლი, ან ეჭვმიტანილი თეთრი რასის წარმომადგენელია, მისი აღწერისას ყოველთვის „კავკასიური რასა“ ითქმის).

Friedrich Blumenbach-ი, ანთროპოლოგიის ერთ-ერთი მამა, რომელსაც გადმოცემის თანახმად ქართველი (სავარაუდოდ ქალის) თავის ქალა ჰქონდა, მიიჩნევდა მას თეთრი რასის იდეალურ თავის ქალად. ტერმინიც (კავკასიური რასა) მისი დამკვიდრებულია, მას მიაჩნდა, რომ სწორედ საშუალო-სტატისტიკურად საქართველოში იყო გავრცელებული თეთრი რასისათვის დამახასიათებელი იდეალური ფორმების თავის ქალა...
დააკვირდით, საუბარია  იდეალურ თავის ქალაზე, ჩვენი წინაპრები, უფრო სრულყოფილები ყოფილან, ვიდრე ჩვენ ვართ. :)))

ბლუმენბახი ხაზს უსვამს რომ კავკასიის სამხრეთ ფერდობის მაცხოვრებლები, კონკრეტულად კი ქართველები, წარმოადგენენ კაცობრიობის უმშვენიერეს რასას და, ყველაზე დიდი ალბათობით, კაცობრიობის დაბადების ადგილი /საწყისიც/ აქ უნდა ყოფილიყო.

ბიბლიის ტექსტიც იმავეს მიგვანიშნებს. ყველაფერი ემთხვევა. სამხრეთ კავკასია – დღევანდელი საქართველო, ასევე დღევანდელი სომხეთის და თურქეთის ტერიტორიების/მათ შორის ჩვენი ყოფილი ტერიტორიების/ ეს შესაყარი ადგილი, უძველესი  ხმელეთია დედამიწაზე.

ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის „ედემს“, „სამოთხეს“ უწოდებდნენ /დღესაც ასე ამბობენ უცხოელი ტურისტები/. არაფერია შემთხვევითი.  არსებობს კაცობრიობის კოლექტიური მეხსიერება.

მაშ ასე! საქართველო, დიდი ალბათობით, კაცობრიობის მშობელი ერია. საქართველოში დაირწა თეთრი რასის, ევროპელების, აკვანი. ჩვენ ვართ პირველი ევროპელები, ამიტომაც ვისწრაფით ევროპისკენ და გვსურს ევროპულ ოჯახში ყოფნა.
                                       

                                                           

მზია თვალაბეიშვილი

განთავსდა 2019 წლის მაისის თვის თავფურცელზე.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები