ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2019


მ ა გ ი ა (ექსპრომტი)

შეხედე გათენდა, სივრცეა ნათელი,
ცის პირი გახსნილა  მზის სითბოს აშუქებს,
მითხარი  რომ ყოველთვის მაჩუქებ
ღიმილს და დახატავ ალუბლებს
ალუბლეს რომლებზეც გიყვები
სიხარულს გული რომ აქუჩებს.
არა თქვა რას ითხომ ჩემგანო
არა თქხა სასწაულს არ ახდენ,
მოხვალ და თავადვე გაიგებ
მარტივით თავბრუს რომ დამახვევ.
რაღა ვქნა სულ ცოტა გვაშორებს
აპრილი აფეთქებს სამყაროს
გრძნობათა ვულკანებს აფეთქებს
წალეკავს ყოველგვარ  საწადელს
სიყვარულს ვარდებში გაახვევს
მერცხლები  მოვლენ და ბუდეებს
მამრები იმედით შელესავს.
იფრენენ ფიქრები ზეცაში
ვარსკვლავებს ღამღამე დათვლიან
დილით კი საწოლებს აჰკეცენ
წაწლები თბილ ცრემკებს დაღვრიან.
გაახელს გარემო თვალებს და
მოხატავს ტყე მინდვრებს ნაღვლიანს
გაზაფხულს კვირტებიც ელიან
ეს გული მაგ გრძნობის მცველია.
მოდი და ვარდების ბაღები
მაჩუქე ეს როგორც გჩვევია,
ვერააფერს ვიღებ და ვერც გავცემ
შენ იცი სიტყვები წრფეია.
სამყარო როგორაც ფართალი
ლამაზი და თანაც ჭრელია,
ბედი მაქვს  ამბობენ ხომ იცი
როდესაც ერთმანეთს ხვდებიან
მითხარი თუ გჯერა ნათქვამის
სიყვვარულს ლამაზი ფრთები აქვს.
კარგია რომ მიხვალ იქ სადაც
მისვლამდე  ყოველ წამს გელიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს