ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: საბავშვო
19 ოქტომბერი, 2019


მარიამი /თითქმის ზღაპარი/

  ეძღვნება ლიკა ყიფშიძის ქალიშვილს მარიამს
                                                           
                                              მარიამი
                                                                                   

რომელიღაც სამეფოში, რომელიღაც სახელმწიფოში ცხოვრობდა პატარა, ლამაზი გოგონა, რომელსაც მარიამი ერქვა და ბუნების ფერებს შორის ყველაზე მეტად ზღვისფერი უყვარდა.
წარმოგიდგენიათ, ზღვისფერზე შეყვარებული გოგონა ზღვაზე არასოდეს ყოფილა და ზღვა არ უნახავს, მხოლოდ სურათებით და კინოფილმებით იცნობდა. ამიტომ, თუნდაც, ზღვისფერ კაბაში გამოწყობილი, თავისი დიდი და ფიქრიანი თვალებით მუდამ სევდიანად შესცქეროდა სამყაროს..
– გავიზრდები და  აუცილებლად ზღვასთან ახლოს ვიცხოვრებ, – ოცნებობდა მარიამი.
ერთ დღეს თავის პატარა ოთახში იჯდა და ზღვას ხატავდა. თოლიებიც დახატა. შეხედა დახატულ ზღვას და წამოიძახა;
– ნამდვილი ზღვაა, ზღვის ფერია, ჰო, ზუსტად ზღვის ფერია,
ამის თქმა ვერ მოასწრო, რომ ოთახში ზღვისფერი სიფრიფანა არსება გაჩნდა.
– მიხმობდი? – ჰკითხა მარიამს.
– მე ... მე ... არა? – დაიბნა მარიამი.
– როგორ არა?!  „ზღვის ფერია, ზღვის ფერიაო“, – მეძახდი. ჰოდა, მოვედი.
– ზღვის ფერია ხარ?! – გაუხარდა მარიამს.
– ჰო, ზღვის ფერია ვარ. რა გინდა შეგისრულო?
– ყველაფერი, ყველაფერი შეგიძლია შემისრულო, – ჰკითხა მარიამმა
– ზღვასთან დაკავშირებული ყველაფერი. – უპასუხა ფერიამ.
– მართლა? ჰოდა, ზღვასთან მინდა გავჩნდე, შევხედო, შევეხო, ზღვაში შევიდე და მერე ისევ სახლში დავბრუნდე.
როგორც კი ეს ინატრა, ჰაერივით შემსუბუქდა და ფერიასთან ერთად გაფრინდა. ზევიდან დაინახა მოლივლივე ზღვა და სიხარულით შესძახა.
– ზღვა! ზღვააააააააა  რა ლამაზია, რა ლამაზი ფერია!
– ფერია მე ვარ, – გაიცინა ფერიამ და ორივე ზღვასთან დაეშვა.
მარიამმა გული იჯერა ზღვასთან თამაშით, ლამაზი ნიჟარები და კენჭებიც შეაგროვა და სახლში დაბრუნების დროც მოვიდა.
– აწი, როცა ზღვა მოგენატრება, მიხმე, მოვალ და გავფრინდებით. ახლა კი უნდა წავიდე.
– დიდი მადლობა! – შესძახა მარიამმა და ფერია გაქრა.
– მარი, რას აკეთებ, ვის ელაპარაკები? – და დედამ ოთახის კარი შემოაღო.
– ზღვის ფერიას, – უპასუხა მარიამმა.
– კარგი, გეყოფა ფანტაზიორობა, – უთხრა დედამ – მოდი ვისადილოთ.

ამ დღის შემდეგ მარიამი და ზღვის ფერია დამეგობრდნენ და ერთად სტუმრობდნენ ზღვას.


მზია თვალაბეიშვილი
2018 წლის 20 ოქტომბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები