ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2019


გამიხსენებენ სიცოცხლის შემდეგ

წელგამართული დავდივარ ისევ,
ვამაყობ ჩემი რწმენით, მამულით.
სალოცავ ხატად მეგულვის ქრისტე
და მლოცავს მიწა ცრემლებნამული.

წელგამართული დავდივარ დღემდე,
თუმც ისევ მათრობს ღვინო ყვარული.
გამიხსენებენ სიცოცხლის შემდეგ
ისინი, - ვისაც სწამს სიყვარულის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები