ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2019


მამა

მეგონა ,
ყველაზე მეტად,  ბავშვებს უბრწყინავდათ  თვალები-
გაოცებისგან,
სიხარულისგან,
აღტაცებისგან...
ხშირად გადამიღია შვილებისთვის  ფოტო-
ხან პირველი თოვლის  ,ხანაც- ზღვის პირველად ხილვისას.
მაგრამ ყველაზე  დაუვიწყარი მამაჩემის თვალებია,
როცა საამქროში,  ხერხის  ღრიალში დგას,
ჩაფიქრებული,დამცავი სათვალით.
ძაღლი რომ აყეფდება
და მე  შვილებთან ერთად  ავივლი  ტალახიან აღმართს,
გამოვა ის და
მისი  თვალები
ყველაზე ბრწყინვალეა,იმ  თვალებს  შორის,
რაც კი ოდესმე მინახავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები