ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2019


***

ნაწნავს შლიდა მაღალწვივა
ქალი მდინარის პირას.
მოდიოდა წვიმა წვრილად,
ირიბი და ცისპირა...
რიბირაბომ ცას უამბო
მთელი ღამის ნათევი.
არცა თქვა და არც უარყო
რას მოჰფინა ნათელი...
ნისლების რძე დასდიოდათ
მთებსაცა და ფერდობებს.
კაცი ცნობდა დარს იოლად
თავის სახლის ერდოდან.
ალიონი, მამლისყელა
იჯდა საკვამურებზე.
ბალახს თიბდა სათიბელა,
ზურგს ივსებდა ურემი.
იჯდა ქალი მდინარესთან
და ხვაშიადს უმხელდა...
წყალზე ფიქრის მინაზება
ქალს რა რიგად უხდება...
24.01.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები