ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2019


სურწყუნისა

თებერვალი დადგაო და
მერე,
მზემ თებერვლის აიწია ზემოთ,
მე იმდენი დღე და წელი გძებნე,
მომკალი და ვეღარაფრით ვერ გთმობ.
ხეში წყალი ჩადგაო და მერე
საძირკველი რომ გაიდგეს ჩიტთა,
ერთ დღეს ჩემთვის დავჯექი და გწერე,
რომ მომკალი, მაგრამ ვეღარ გიტან...
ჩიორების თვე დამდგარა თურმე,
აქა-იქაც მოფრენილა შაშვი,
გავიკეთე ჩემთვის მშვიდად ბუდე,
ხე ტიროდა, ხე ტიროდა -
გავშრი...
ხე ტიროდა,
თებერვლის მზე იდგა,
იწეოდა თებერვლის მზე ცერზე,
გავუღიმე ღამენათევ ცისკარს,
და ვარდისფერ ღრუბლებთანაც გძებნე...
დაგლანდე და გაიხარა გულმა,
ხან ვერ გთმობ და ხან ვერ გიტან, რა ვქნა,
ასე იცის თურმე გაზაფხულმა,
ასე ჯაბნის იმ ავყია ზამთარს...
ხე ტიროდა,
ხე ტიროდა,
გავშრი,
მზე ზეცაზე სულ ცერებზე იდგა...
იებს სტუმრად შემოვუშვებ სახლში
და ვერ დაგთმობ ვხვდები, კიდევ დიდხანს...
თებერვალი დადგაო და მერე
ჩიორებმა საძირკველი გადგეს...
ჯერ გელოდი,
მერე კიდევ გძებნე...
გიპოვე და ვეღარაფრით დაგთმე...
ხეში წყალი ჩადგაო და თურმე
ხე ატირდა,
ხე ატირდა მაშინ,
მე რომ ჩვენთვის გავიშენე ბუდე -
მე რომ ბუდე გავიშენე ქარში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები