როგორც გარეული ღორების კოლტმა ხმელ მუხნარში, ისე ჩაიარა მონატრებამ და მზემაც წვერი მოუშვა, თითქოს -და გამოიგლოვა დაკარგული პლანეტები. შენ უშედეგოდ ცდილობ ვინმეს შეყვარებას და აზარტული თამაშების მონა ხდები. ყოველ დღე სტრიტის, ფლეშის, როიალის ლოდინი და სულ ერთია, დანებდები თუ ამას არ იზამ. არავინაა ისეთი, დასაკარგი რომ არაფერი ჰქონდეს. არის აზარტი იმის ძებნაში, რისი დაკარგვაც არ გინდა და არის მის პოვნაში და დაკარგვაში რომანტიზმი. არავინაა ისეთი, თავს რომ საერთოდ არ იტყუებდეს. და არის ეს ყველაფერი საშინლად ბანალური და ყველაფრის ბანალურობაც საშინლად ბანალურია. თუმცა რა დროს აზარტია, როცა მოხუც ქუჩის მხვეტავს ფილტვების ანთება აქვს და იმის შიშით, რომ სამსახური არ დაკარგოს, ყოველ დილით ჩვენს დაყრილ ბიჩოკებს ხვეტს. რა დროს მოხუცი მხვეტავია, როცა ახალგაზრდა ქალს, თებერვალში როცა ხეში წყალი დგება, რძე უშრება და მარტში ბოზდება. მშიერი შვილის თვალებით ამართლებს ბოზობას. რა დროს გაბოზებული ქალებია, როცა კიბოიანი ბავშვები მორჩილად ელოდებიან ლარიანი ზარებით დაგროვებულ ათი ათასებს და საბოლოოდ ფული, რომელიც ანგარიშზე უგროვდებათ, იხარჯება თევზში, ფლავში, ლობიოში, ტარხუნის ლიმონათში და ა.შ. რა დროს სხვისი ტკივილია, როცა კონდიციონერიან ჯიპებში გრილად ზიან პერანგგაღეღილი ღიპიანი ბიძები და თითო განხორციელებულ ზარზე გონიათ მადლი ერიცხებათ პირად ანგარიშებზე. რა დროს მადლია, როცა გრძელწვერიანმა კაცმა მეათეჯერ მოგიგო ფულჰაუსით. როგორც ეტყობა, ღმერთი ერევა აზარტულ თამაშებში. რა დროს რამეა, როცა სტრიტში წააგე, ფლეშში წააგე, როიალი არ მოდის. რა დროს რამეა, როცა აღარავინ გენატრება. წარსულზე ფიქრი მაშინ ამართლებს, როცა მომავლის გწამს. მომავლისთვის კი სულ ერთია, გწამს თუ არა,- ის მაინც პოტენციური წარსულია. და საერთოდაც მზისთვისაც სულ ერთია, რამდენ პლანეტას დაკარგავს, დედამიწისთვისაც სულ ერთია, რამდენით მეტი ან ნაკლები ბავშვი იცოცხლებს, მოხუცი მხვეტავისთვისაც სულ ერთია, ვინ გაბოზდება და ჩვენთვისაც სულ ერთია, ვინ დახვეტს ჩვენ დაყრილ ნაგავს. ღმერთვისთვისაც ყველაფერი სულ ერთია,- მის ღმერთობას საფრთხე მაინც არ ემუქრება. პარადოქსია, ,,რა დროს ღმერთია”- ფიქრობ ღამის ოთხ საათზე და ქალაქში ღია ეკლესიას ეძებ. პოულობ, მაგრამ არ შედიხარ. ღამის ოთხ საათზე ღმერთი ისვენებს. გამოსავალს ბაბუაშენის ბლაგვ სამართებელში ხედავ. სამართებელი, როგორც ჩანს, ღია ეკლესია არაა, ადვილად რომ იპოვო. ნამძინარევი ხმით დედა გეკითხება, თუ რას ეძებ. რა დროს წვერის გაპარსვააო ამ დილა უთენია. დედა ალალი ქალია,- ჰგონია წვერი მოგბეზრდა. მთვარე ღრუბლებთან ფლირტაობს, სამართებელი ლაპლაპებს მის შუქზე, მთვარე წაგებულებისაა, იგი იმათია, ვინც მზე დაკარგა. რა დროს წვერის გაპარსვააო, დედამ, რომელმაც ძილსაც ვერ წაართვა თავი და მშვიდად ფშვინავს გვერდით ოთახში. და მართლაც, რა დროს სენტიმენტებია, როცა შეიძლება ხვალ ნაგავი არავინ მოხვეტოს, როცა ხვალ შეიძლება ბავშვი შიმშილით მოკვდეს, როცა ხვალ შეიძლება ისევ მოგენატროს და ბოლოს და ბოლოს ხვალ შეიძლება ყველაფერი თავისით მორჩეს. დგები და ბაბუაშენის ბლაგვი სამართებლით წვერს იპარსავ, სახეს იჩეხავ, მაგრამ კმაყოფილებით ივსები. ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის. დღეს გეზარება, ხვალ ილოცებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ყოველთვის არის მინიმუმ ორი გზა. მთავარია მეორე გზას ისევ ჩიხში არ შევყავდეთ. მძიმე და მტკივნეულია. ყოველთვის არის მინიმუმ ორი გზა. მთავარია მეორე გზას ისევ ჩიხში არ შევყავდეთ. მძიმე და მტკივნეულია.
17. სპეციალურად შემოვედი ამის წასაკითხად . თავიდან ძებნაში ალექსანდრე უგლავა ჩავწერე და რომ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე წაშალა ყველაფერი -მეთქი. მაინც ვიპოვე. შენი ხელწერა გაქვს. ყველასგან განსხვავებული და დაუვიწყარი . წერე ! :) სპეციალურად შემოვედი ამის წასაკითხად . თავიდან ძებნაში ალექსანდრე უგლავა ჩავწერე და რომ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე წაშალა ყველაფერი -მეთქი. მაინც ვიპოვე. შენი ხელწერა გაქვს. ყველასგან განსხვავებული და დაუვიწყარი . წერე ! :)
15. უძლიერესია და უსულიერესი, როგორც ,ყველა დანარჩენი. უძლიერესია და უსულიერესი, როგორც ,ყველა დანარჩენი.
14. ყველაფერი ჩვენს აღქმაზეა დამოკიდებული.. "ის"-სათადარიგოა,- როცა ძალიან გაგვიჭირდება, და როცა ძალიან გვიჭირს აღარც "ის "გვშველის- სამწუხაროდ!:) :( :( ყველაფერი ჩვენს აღქმაზეა დამოკიდებული.. "ის"-სათადარიგოა,- როცა ძალიან გაგვიჭირდება, და როცა ძალიან გვიჭირს აღარც "ის "გვშველის- სამწუხაროდ!:) :( :(
13. უბრალოდ მინდა იცოდე: ,,ყველაფერს აქვს დასასრული მათ შორის ჩვენს მიმოწერასაც. მე ვიცი რომ არც მეგობრობაა მარადიული და მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა იყო სიკვდილამდე... და ...ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის..." გამოდი რა, სანდრიკ, ჩიხის კიდეში გელოდებით, ძალიან ახლოს ვართ, უბრალოდ ეს შენი გზაა და მარტო უნდა გამოხვიდე რა. გამოდი, აქ ვართ. მილიონ ადამიანს უყვარხართ! <3 უბრალოდ მინდა იცოდე: ,,ყველაფერს აქვს დასასრული მათ შორის ჩვენს მიმოწერასაც. მე ვიცი რომ არც მეგობრობაა მარადიული და მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა იყო სიკვდილამდე... და ...ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის..." გამოდი რა, სანდრიკ, ჩიხის კიდეში გელოდებით, ძალიან ახლოს ვართ, უბრალოდ ეს შენი გზაა და მარტო უნდა გამოხვიდე რა. გამოდი, აქ ვართ. მილიონ ადამიანს უყვარხართ! <3
12. ძალიან კარგია... <3 მაგრამ გააზრებით ვამბობ, გულთან ვერ მოვიდა ვინაიდან დღეს მარტო ჩემი მტკივა, საერთOD Mტელი ცხოვრებაა მართO ცემი მტკივა, მე ვიყო კარგად და მერე წყალსაც წაუღია მთელი დუნია <3 :)) ძალიან კარგია... <3 მაგრამ გააზრებით ვამბობ, გულთან ვერ მოვიდა ვინაიდან დღეს მარტო ჩემი მტკივა, საერთOD Mტელი ცხოვრებაა მართO ცემი მტკივა, მე ვიყო კარგად და მერე წყალსაც წაუღია მთელი დუნია <3 :))
11. ძალიან კარგია, მიყვარს პოეტური პროზა და პროზაული პოეზია. ძალიან კარგია, მიყვარს პოეტური პროზა და პროზაული პოეზია.
10. "გამოსავალს ბაბუაშენის ბლაგვ სამართებელში ხედავ ..." მოიგე "გამოსავალს ბაბუაშენის ბლაგვ სამართებელში ხედავ ..." მოიგე
9. 5 იშვიათი ნაწერია თუნდაც მხოლოდ ლოგიკითა და თავისთავადობით, ხოლო ამათ გარდა კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ვაშა... აქვე, მხოლოდ ერთს შევნიშნავ: ღმერთი უსასრულობაა - ენითაღუწერელი და გონებითაღუქმელი, ამიტომ მისი ხსენება რაიმე არაუსასრულოსა და არაუზენაესობის გაგებით - არასწორად მიმაჩნია პირადად მე, ჩემი შეხედულების ჩარჩოში... წინსვლა.
5 იშვიათი ნაწერია თუნდაც მხოლოდ ლოგიკითა და თავისთავადობით, ხოლო ამათ გარდა კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ვაშა... აქვე, მხოლოდ ერთს შევნიშნავ: ღმერთი უსასრულობაა - ენითაღუწერელი და გონებითაღუქმელი, ამიტომ მისი ხსენება რაიმე არაუსასრულოსა და არაუზენაესობის გაგებით - არასწორად მიმაჩნია პირადად მე, ჩემი შეხედულების ჩარჩოში... წინსვლა.
8. კარგი იყო... დედამიწისხელა ტკივილი გახდა, არადა ერთი ადამიანის ტკივილიდან დაიწყო... მოკითხვა ავტორს..:-*
კარგი იყო... დედამიწისხელა ტკივილი გახდა, არადა ერთი ადამიანის ტკივილიდან დაიწყო... მოკითხვა ავტორს..:-*
7. ჯანდაბაც გზაა,- ხანდახან რომ უნდა მოძებნო. - ეს დამიწერია 2014 წლის აგვისტოს 25-ში და შენც თუ ახლა იმ განწობაზე ხარ, მე რომ ვიყავი მაშინ, სასწრაფოდ შემოუძახე შენს ჭკვიან და ნიჭიერ თავს და უთხარი, რომ ჩიხში შესასვლელი გზით უკან გამოსვლა, უკანდახევას არ ნიშნავს, სწორ წერტილთან დაბრუნებას ნიშნავს და მერე ახალ ჰორიზონტებს. თუ არ ხარ კიდე ეგეთ განწყობაზე, რაღას მალაპარაკებ :)))) :* ჯანდაბაც გზაა,- ხანდახან რომ უნდა მოძებნო. - ეს დამიწერია 2014 წლის აგვისტოს 25-ში და შენც თუ ახლა იმ განწობაზე ხარ, მე რომ ვიყავი მაშინ, სასწრაფოდ შემოუძახე შენს ჭკვიან და ნიჭიერ თავს და უთხარი, რომ ჩიხში შესასვლელი გზით უკან გამოსვლა, უკანდახევას არ ნიშნავს, სწორ წერტილთან დაბრუნებას ნიშნავს და მერე ახალ ჰორიზონტებს. თუ არ ხარ კიდე ეგეთ განწყობაზე, რაღას მალაპარაკებ :)))) :*
6. "სანამ შეხვალ, გამოსვლაზე იფიქრეო"-თქვა ბრძენმა. "სანამ შეხვალ, გამოსვლაზე იფიქრეო"-თქვა ბრძენმა.
5. ჩემი მწერალი ხარ შენ აქ. მაგრამ რა დროს მწერლობა და თუნდაც ექიმობაა, გასკდა გული:( ყველა შენს მოთხრობას ვინახავ:* ჩემი მწერალი ხარ შენ აქ. მაგრამ რა დროს მწერლობა და თუნდაც ექიმობაა, გასკდა გული:( ყველა შენს მოთხრობას ვინახავ:*
3. თითქმის ჩემი განწყობაა, გარდა იმისა რომ არ ვთამაშობ. ანუ, დროა ისეთი, როცა "ყველაფერი სულერთია". ჩიხი იმიტომ არის ჩიხი, ალექსანდრე, რომ უკან დასახევი გზაც ისეთივე ძნელი მოსაძებნია, როგორც "წინ გზაა კაცისაგან ხელშეუხები". ამიტომ უნდა დააჭირო თითი ღილაკს "стоп". მიყვარხარ, იცი შენ. :) ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი ხარ აქ. :)
განსაკუთრებით მომეწონა: "რა დროს მოხუცი მხვეტავია, როცა ახალგაზრდა ქალს, თებერვალში როცა ხეში წყალი დგება, რძე უშრება და მარტში ბოზდება. მშიერი შვილის თვალებით ამართლებს ბოზობას.".
"ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის.":)
მოგიკითხე. :)
5.
თითქმის ჩემი განწყობაა, გარდა იმისა რომ არ ვთამაშობ. ანუ, დროა ისეთი, როცა "ყველაფერი სულერთია". ჩიხი იმიტომ არის ჩიხი, ალექსანდრე, რომ უკან დასახევი გზაც ისეთივე ძნელი მოსაძებნია, როგორც "წინ გზაა კაცისაგან ხელშეუხები". ამიტომ უნდა დააჭირო თითი ღილაკს "стоп". მიყვარხარ, იცი შენ. :) ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი ხარ აქ. :)
განსაკუთრებით მომეწონა: "რა დროს მოხუცი მხვეტავია, როცა ახალგაზრდა ქალს, თებერვალში როცა ხეში წყალი დგება, რძე უშრება და მარტში ბოზდება. მშიერი შვილის თვალებით ამართლებს ბოზობას.".
"ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის.":)
მოგიკითხე. :)
5.
2. ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის. + ჩიხში ყოველთვის არსებობს გზა, - რომლითაც შეხვედი, ის. +
1. როცა ყველაფერი სულერთია და როცა განწყობები მეორდება.
უკან მიმავალი გზაც გზაა.
დღემდე არ მიღიარებია არავინ შენზე უკეთესად, ინტერნეტსამყაროში გაცნობილი ადამიანებიდან :)
როცა ყველაფერი სულერთია და როცა განწყობები მეორდება.
უკან მიმავალი გზაც გზაა.
დღემდე არ მიღიარებია არავინ შენზე უკეთესად, ინტერნეტსამყაროში გაცნობილი ადამიანებიდან :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|