 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2019 |
#
რიტორიკაა ყველა კითხვა, რაზეც იცი პასუხი...
მაინც გეტყვი რომ ჩემი გრძნობა შენსას ისე შეეფარდება, როგორც ერთ მარცვალს ათი ცენტნერი, მაგრამ ჩემთვის, შენი მარცვლისოდენა სიყვარული არის უპირატესი, ვიდრე ჩემი სავსე ბეღელი. რა უნდა გითხრა ამაზე აღმატებული?
ვგრძნობ და ვნანობ რომ არ ვარ შენი, ვგრძნობ და ვწუხვარ რომ ყველაფერი არის გვიანი... ვგრძნობ და იმედი მესახება რომ სხვა ცხოვრებაში ისევ მიპოვი...
ვგრძნობ და მსურს, რომ აქ, ისევ იმ ფაზლის ნაწილად დარჩე სადაც იყავი და მეც დამტოვო იმავე ფაზლში სადაც ვარ და ვიქნები...
სხვანაირად ვერ მეყვარები.
იმაზე მეტად ვგრძობ და მსჭვალავს ყველა სიტყვა, ვიდრე გგონია, თითქოს ჭოგრიტით ვადიდებდე, ვამსხვილებდე, ყველა შენს ნათქვამს...
#
გინდა რომ მსურდე? და მე ეს ნდომაც მაბედნიერებს... ნიშნავს გიყვარვარ, ნიშნავს მენდობი. და ჰეეეე ! წამიღო სიხარულმა, ერთი სიტყვით რომ ჩამაწვეთე, თვალიდან გულში ჩაიწურა, გაივსო, გასკდა, ბროწეულად გადაიპენტა და მოედო ყველა უჯრედს და მოლეკულას ჩემი სხეულის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, ანა, რომ შემოიხედე ჩემთან.
უბრალო, ემოციური ექსპრომტებია. მადლობა, ანა, რომ შემოიხედე ჩემთან.
უბრალო, ემოციური ექსპრომტებია.
1. დევი, ეს ადგილი მომეწონა) "თითქოს ჭოგრიტით ვადიდებდე, ვამსხვილებდე, ყველა შენს ნათქვამს" დევი, ეს ადგილი მომეწონა) "თითქოს ჭოგრიტით ვადიდებდე, ვამსხვილებდე, ყველა შენს ნათქვამს"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|