ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2019


გაუცხოება



დარეკეს - "მოკვდა".
შენთან საერთო - წლებია არაფერი მქონია.
აი, ხომ არის ხანდახან, ძველი ნაცნობი გაგახსენდება
სულ უმიზეზოდ, 
და გაიფიქრებ:
სად არის ნეტავ? ან  როგორია?
მარტოობისას ეგრეც კი არ  მომგონებიხარ...
და თუ შენს სახელს ახსენებდა ვინმე ჩემს ირგვლივ,
მე ორი ბგერა დამცდებოდა:
აააა....ხოოო....კი (ან არა).
ბოლოს, შემთხვევით -
"უბედური შემთხვევით"  შევხვდით.
შენ - ვერ მიცანი.
ახლა - როცა მითხრეს რომ მოკვდი,
გაოგნებული ვეკითხები საკუთარ თავს:
ორი შვილისა და ექვსი საერთო შვილიშვილის ხელში,
როგორ მოვახერხეთ
რომ ასე - არაფერი -
გვქონოდა საერთო!
და შენ კი არა,
ადამიანურ გაუცხოებათა,
ჩვენს მიერ ერთად დაპყრობილი ევერესტი -
გამოვიტირე.

29 აგვისტო 2018.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები