ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
7 თებერვალი, 2019


სიზმარი

გასულ სამშაბათს  საშინელი სიზმარი მეზმანა...ვითომ მეტროში ვიყავი, უცებ მატარებელი შექანდა ,გადაიხარა, შუა გვირაბში გაჩერდა და ვიღაცამ წრიპინა ხმით გამოაცხადა:.....""ხაზზე შეფერხებაა!!! მგზავრებს ვთხოვთ შეინარჩუნონ სიმშვიდე! მიმდინარეობს საბაჟო კონტროლი! არასერთიფიცირებული არსება ცდილობდა დედამიწაზე , კერძოდ კი სადგურ "ვაგზლის მოედანზე გადასვლას ! მცდელობა აღკვეთილია! მიმდინარეობს სპეც ოპერაცია! ყურადღება! ხაზზე შეფერხებაა!!!.....
და დაიწყო !!!!
........
მგზავრები აღფშოთდნენ.
--მე უთო დამრჩა ჩართული, მთვარეზე ვცხოვრობ... საცვლები  დავაუთავე და......---დაიწყო ერთმა დაკონკრეტება...
--მე რეაქტორი მაქვს ჩართული!! დილით ჩავრთე, ციოდა, ბავშვი ოთახიდან რომ გამოვიდეს.....ვაიმე რა მეშველებაა????
-- მე გამრავლების პერიოდი მეწყება 8 წუთის შემდეგ !!!! ვაგვიანებ!!! ჩემი პარტნიორი იეჭვიანებს!!!....
--მე არჩევნებზე მაგვიანდება , 41 ზომა ფულის ტომარა უნდა ავირჩიო, ჩვენს პლანეტაზე ეგაა ყველაზე მდიდარი......
---როგორ გეკადრებათ! ---აღშფოთდა ვიღაც...--41 ზომას ყოველთვის რატომ ირჩევთ? დაგავიწყდათ ხო? 1000 ქარხანა რომ ააშენა და სულ კვამლით რომ იყო სავსე მთელი პლანეტა??????..აღარ ახველებთ?...5 ნომერი ტომარა ჯობს, თანხა ცოტაა, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა მომავალია.....

მე კი ამ დროს ჩუმად ვიჯექი, მინდოდა მეთქვა რომ მეც მაქვს პრობლემა არანაკლები, სამსახურში მაგვიანდება მაგრამ უცებ გამახსენდა რომ ეს სიზმარია და გამეცინა ......ჩემს სიცილზე ყველა გაჩუმდა და ბოროტად დამაშტერდა....
შიშისაგან მოვიკუნტე .....ისეთი სახეები ქონდათ ....უუჰ.... ისევ გადამავიწყდა რომ ეს სიზმარია!
ერთ-ერთი არსება მომიახლოვდა და დამაკვირდა......მერე თავი გადააქნია და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-----ამას რა უჭირს.....გაიღვიძებს ახლა , დაწერს რაღაცას  და ჩვენ რა გვეშველება??????.....
მე უფრო მოვიკუნტე, ამ დროს ისევ შექანდა მატარებელი, აფეთქების ხმაც გაისმა, მერე კი ვიღაცამ იყვირა, აშკარად დედამიწის დიალექტზე :
--ჯართს ვიბარებ, რადიატორებს ვიბარებ, სარეცხის მანქანებს ვიბარებ, აკუმლიატორებს ვიბარებ, ვიბარებ ჯართს!!!!!!!!
უუუჰ.........
რა კარგია როცა გაგეღვიძება, ყველაფერი გარშემო ნაცნობია და მშობლიური დედამიწა ამის გამო უფრო გიყვარდება ...


ს.ნ.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები