ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 თებერვალი, 2019


ზვიადისტების საყვარელი ლოზუნგის ანალიზი: „ძირს სოციალიზმი! გაუმარჯოს კაპიტალიზმს!“

ზვიადისტების საყვარელი ლოზუნგის ანალიზი: „ძირს სოციალიზმი! გაუმარჯოს კაპიტალიზმს!“

ბრძენო ქართველო ხალხო,

1) გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ვაშა.
2) 1991-92 წლებში ზვიადისტები იძახოდნენ, ზვიად გამსახურდიამ დაანგრიაო სსრკ და სოციალიზმიო. მათთვის სსრკ და სოციალიზმი ერთი და იგივე იყო, ისე ჩააგონეს, ტვინი ჰქონდათ ისე მოწყობილი, რომ ვერ წარმოედგინათ, რომ დამოუკიდებელი საქართველო სოციალისტურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ვინ ჩააგონა? რა მიზნით ჩააგონა? დასავლეთმა ჩაააგონა, იმ მიზნით, რომ საქართველოს კოლონიზირება მოეხდინა და სოციალიზმის დამხობის შედეგად საქართველოს ქონება მიესაკუთრებინა, ვითომდა საქართველოს  რუსეთისგან „დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლის ნიღაბქვეშ. აფერისტებმა საქართველოს დამოუკიდებლობა და სოციალიზმის დანგრევა ერთმანეთთან გააიგივეს და სოციალიზმის დამხობა, ქართველი ხალხის ქონების მითვისების მიზნით, თვალთმაქცურად გამოაცხადეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლად,
2) დღეს ზვიადისტები იძახიან, არაო, ზვიად გამსახურდიას არ დაუნგრევია სოციალიზმიო, არადა, ზვიად გამსახურდია თვითონ სიტყვა „სოციალიზმს“ ვერ იტანდა, სიტყვის გაგონებას ვერ იტანდა, სულ მის გინებაში იყო.
3) დაინგრა სოციალიზმი, და დაიწყო კაპიტალიზმი, ჰოდა, ძალიან სასაცილოა, როცა კაპიტალიზმის მგოსანი ზვიადისტები თვალთმაქცურად კითხულობენ, რატომ ძველებურად, სოციალისტურადო, კაპიტალისტური რუსეთი არ ჩუქნისო ფულებსო საქართველოსო, თუმცა მანამდე, 1989-92-93 წლებში, და შემდეგაც, დიდხანს,  ზვიადისტები იძახოდნენ, რუსეთი ძარცვავსო საქართველოსო, იქით მიაქვსო.
4) სად არის ის ქონება, რომელიც, ზვიადისტების აზრით,  1980-90-იან წლებში, რუსეთს თითქოს მიჰქონდა, და ახლა, 2019 წელს, წესით, საქართველოში  უნდა რჩებოდეს, რახან რუსეთს უკვე ვეღარ მიაქვს.
5) ხომ გამოჩნდა ახლა, ვინ ვის ძარცვავდა და ვის მიჰქონდა მეტი. ხომ გამოჩნდა, ვინ იყო აფერისტი მატყუარა.
6) გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ვაშა. საკუთარი ჭკუით ცხოვრება არის საჭირო. დაივიწყეთ სხვები. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი, ამერიკაც, და სხვებიც, ოკეანეში ჩაიძირა.

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
7.02.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები