ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2019


sancta simplicitas

კარს ვინც აღებდა,
ის ხურავდა მუდმივად
კარებს...
მზით სავსე პეშვით ჩაიპურე სულიც ხანდახან,
არც ისე შორი მანძილია, ღმერთო,
შენამდე...
სულ გულუბრყვილო მეოცნებე თუნდაც დამარქვან.
Simplicitas,
Oi,
sancta simplicitas,
გულუბრყვილობა საკუთარი თავადაც მაბნევს...
ვაგროვებ სიტყვებს,
გავიყოლო უნდა იქითაც...
ქარმა განა რა მომიტანა, უკან ვატანდე...
თვალებში ღამე ჩამეღვარა,
დავხუჭე ღამე...
ზამთარი კარზე მიკაკუნებს,
სისასტიკეა...
ვერ მოვუძებნე გამართლება თითებს და თვალებს,
და ბალახებთან ვლაპარაკობ მდედრი მინდია...
Simplicitas,
Oi,
sancta simplicitas...
ავიტან ტკივილს,
თუ შენ მოხვალ, როგორც შენდობა,
და მე დაგხვდები გულუბრყვილო,
როგორც მატილდა,
რადგან შენ ჩემი შენად ყოფნა ვეღარ გეთმობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები