ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2019


ქიმიოთერაპია

მოდი ვნახოთ,
რამ შეჭამა ეს ქალი,
ათასი თოკიდან თავდახსნილი...
რა ჯავრი იყო ამისთანა?

ან ის ჯავრი ვიღამ ჭამა?

ჯავრი მის ქმარს უჭამია,
ქმარი მიწას უჭამია!
ახლა მიწას
თვითონ ჭამს.

ქალი ჯავრმა,
ჯავრი ქმარმა,
ქმარი მიწამ,
მიწა ქალმა
სულ მუჭებით
შე -ჭა -მა!

ჭირი იქა,
ჭირი აქა,
ჭირიმე...

2019. თებერვალი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები