ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2019


სარდაფის ცოლები "სკამები"

სკამები მიწიდან ... ბევრი სკამია.
მკვდარი ხეების ძვლების ფეხებით.
ძვლების მკლავებზე მძიმედ ასხიათ
ლურსმნები, რკინით  ანაცრელები.

***
კორიკაობენ...
ფუტურო ტანებს ქარისკაცები
დილიდან ხრავენ...

ცაა შემდგარი
სერზე და სამი ან ათი მგლისთვის
კითხულობს თავებს,,,

***
სკამები დგანან, ფეხებმა ხომ დგომა იციან?!
(სხვა ცების სუნი ჩიტებს მოაქვთ ფრთების ბუმბულით)
მათი მკერდები - სოკოებმა გამოიშხამა,
მათი მკერდები - ობის თოკზე ჩამოკიდული.

***
სკამებს გასცვივდათ თმაც და კაბებიც.
ჭიანჭველები იწყებენ ოხვრას.
ზურგზე მოგდებულ თმით და კაბებით
შემოუვლიან უკედლო ოთახს.

***
და ულამაზო სკამებს პირი - ხის ნაპრალები
ღიები დარჩათ, შორს შეკრებილან თავი ქალები.
იქ, მოგორავე ფსალმუნების ჩურჩულს ჩაყვება
დაშლილ სკამებში არეული ჩიტის ნაფრენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები