ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2019


არალი

მოვიხედე და, არ არის...
არალი,
ზის ყველა გემი მეჩეჩზე.
დუმს ქვიშით ნაპარტახალი
მეჩეთი...

ამბობენ, გულიც ზღვას ჰგავსო...
დაღლილი
მივდივარ ასგზის ნაკემსი
ხელბადით...
ჰო, სავსე იყო თევზით და
მარილით,
ვიდრე იმ ვრცელი მდინარით
კვებავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები