ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2019


გაუცხოება

                                       
უცხოა მხარე,
ჰაერი უცხო,
მზე არის უცხო,
უცხოა მთვარე ...
უცხოა წლები,
თვეეები უცხო,
დღეები უცხო
უცხოდ დავთვალე ...

თუმცაღა ვცდილობ,
უცხოც მიყვარდეს,
უცხოც მხიბლავდეს
მე სილამაზე,
მაგრამ რამ უნდა
გადამავიწყოს 
ვარდი სილაში
და სილაჟვარდე...




მზია თვალაბეიშვილი


ეს ლექსი დაიბეჭდა ლიტერატურულ კონკურს „მოდინახეს“ ფარგლებში გამოცემულ 2014–2015 წლების ფინალისტთა ნაწარმოებების კრებულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები