ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2019


ცა ც რ ე მ ლ ე ბ ი თ

ცა  ც რ ე მ ლ ე ბ ი თ

ცაო შენი ცრემლებია წვიმა?
მიპასუხე ჩქარა თორემ ცივა,
გაილუმპა დედამიწა  სულმთლად
უდარდელად შენ კი ცრემლი გცვივა.
გცივა?
მითხარ რამე  დაიქუხე მაინც
გრგვინვით მთები შეარყიე კიდე
თუ ის გინდა მომაბეზრო თავი
და ღმერივით მოგატეხო კიდე.
გტკივა?
გული არსად შემინიშნავს შენთვის
მითხარ როგორ დაგიჯერო მეც და
მაშინ როცა შენზე არცრა ითქვა,
ადამი და ევა როცა  შეცდა
არა?
თუ არც გცივა და არც გტკივა რამე
ვის უმწარებ რატომ ამ ტკბილ წამებს
შეგრძნებები თუ უცხოა შენთვის
არ იმეტებ რადარ ნეტავ დარებს.

მაშ მითხარი თუ გაწუხებს რამე
და რა გიღირს ამოდენა ცრემლად.
თუ ემდური თავად  დედამიწას
დიალოგი თქვენში რად არ შედგა.

რატომ ტირი, ცაო ამდენს რატომ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები