ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2019


MON AMOURE

მონმარტრი...
ფეხებში ვედები ხეივანს...
ცა ჩემი სახლია,
მე ციდან მოვედი...
და ვგავარ ვარდისფერ პელიკანს -
ხუჭუჭა ვარხვების კორტეჟით...
მხატავენ MON AMOURE...
ხან ვტირი,
ხანაც კი - ვიცინი...
და ვიცვლი მიმიკებს...
ფეხებთან მიყრიან მიმოზებს...
არ მიყვარს მიმოზის სიყვითლე...
BEBE ჩახლეჩილი ხმით მღერის:
MALO-ო,
NOTRE DAME-თან
კი AVE MARIA-ს გალობენ...
თეძოების რხევით მივყვები
MONMARTRE-ს და
ვიცი,
რომ გნახავ,
თვალებზე გაკოცებ...
თვალებზე,
ტუჩებზე მრუში რომ ყოფილა,
გიჟდება მონმარტრი,
ფეხებით ვედები ხეივანს...
ჩვენ ვცეკვავთ „სულის გზას“ –
რუმბაა -
მე ვგავარ ვარდისფერ პელიკანს...
ეს მე ვარ -
მისტრალი -
პოეტი სიკვდილის...
BEBE კი ცხოვრების სიმცირეს მისტირის...
MONMARTRE …
მჩუქნიან მიმოზებს...
მიყვარხარ...
ვერ გიტან...
გიზოგებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები