ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
15 თებერვალი, 2019


ს. ესენინი - * * *

ისმის ზამთრის სიმღერა
და ტყის ნანა სიღრმედან,
ფიჭვთა ექოდ - ასგვარა...
            ირგვლივ, სევდით მდუმარე,
            შორ ქვეყნისკენ ცურავენ
            ღრუბლები - მთლად ჭაღარა.

და ეზოსაც ავდარის
ფარავს რბილი საბანი,
თუმცა ცივი სუსხია.
            ბეღურები - ლხენმარჯვე,
            ფანჯარას რომ ეაჯნენ,
            სითბოს, ერთურთს უცვლიან.

ყინვამ სძლია ჩიტუნებს,
დაღლილ-გამოფიტულებს
და სულ მჭიდროვდებიან.
            არბევს მხეცურ ღრიალით,
            ბრაზით მზარდი გრიგალი,
            სარკმლებს - დარაბებიანს.

და ჩიტებიც ყუჩობენ,
ამ ავდრის ქვეშ ულმობელ;
სუსხ-შეკირულ სარკმელთან.
            სიზმრებში კი, ხიბლსავსე
            მზეს ხედავენ; კრიალ ცებს
            და გაზაფხულს სრა-მზეთა..

2014



Поет зима - аукает,
Мохнатый лес баюкает
Стозвоном сосняка.
            Кругом с тоской глубокою
            Плывут в страну далекую
            Седые облака.

А по двору метелица
Ковром шелковым стелется,
Но больно холодна.
            Воробышки игривые,
            Как детки сиротливые,
            Прижались у окна.

Озябли пташки малые,
Голодные, усталые,
И жмутся поплотней.
            А вьюга с ревом бешеным
            Стучит по ставням свешенным
            И злится все сильней.

И дремлют пташки нежные
Под эти вихри снежные
У мерзлого окна.
            И снится им прекрасная,
            В улыбках солнца ясная
            Красавица весна.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები