ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2019


ცხოვრება - ჭრელი წუთისოფელი

მეექვსეს გარდა, გრძნობის არ მმართებს,
ვცხოვრობ სულ მკვეთრი მოსახვევებით.
და უკვირს ყოფას, მორიგ დაღმართზეც
ხელჩაუქნევი ჩემი ხელები...
ზამთარს მოწყენით შევაჩვევ ფიქრებს,
თათს გავილოკავ მურა დათვივით.
ბაქანზე ხსოვნა დგას და ხელს მიქნევს,
გახუნებული და წლებდათვლილი...
უსათაურო დღეების კოლაჟს
წლები საცავში არ ინახავენ.
ხომ გაიარა ცხოვრების სკოლამ
ჩემს გულზე, მხრებზე, ბოლოს ქაღალდზეც.
და მაინც მიყვარს, ჰო, ეს ოხერი,
ლხენა- ტკივილის მკვეთრი ვნებები,
ცხოვრება- ჭრელი წუთისოფელი,
თმენით, არ თმობით და ცდუნებებით...
ვერ მოვუდრიკე მუხლი წუხილებს,
სინანულისთვის სულ არ მეცალა...
თვითგადარჩენის ჭექაქუხილმა
კი არ დამთრგუნა, ცოტა შემცვალა...
ისევ მივდივართ მე და იღბალი,
და ეს ბორბალიც სადღაც მიგორავს...
თუ რამე იცი, ერთი მითხარი,
როგორ მთავრდება „არა იყო რა“?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები