ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 თებერვალი, 2019


==დაგნი - ცისკრის ვარსკვლავი == (დოკუმენტური მოთხრობა) ნაწილი 1

== ვეფხვი ==
როდესაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მიწებზე საიდანღაც მოსული ვეფხვი მოკლეს - ხალხში ამბობდნენ დაგნის*
სული ოცდაათი წლის შემდეგ დაბრუნდა შურის საძიებლადო (ზურაბ ქარუმაძე -„ დაგნი და სიყვარულის ნადიმი“). სული ნორვეგიელი
ქალისა, რომელიც 1901 წელს ტრაგიკულად ასრულებს სიცოცხლეს ტიფლისში.
  ეს რომ მართალი ყოფილიყო,  ვეფხვზე უკეთეს ცხოველს ვერც აირჩევდა დაგნის ბობოქარი, მეამბოხე, ცეცხლივით გიზგიზა სული
ჩასასახლებლად.
  ვეფხვის ბეწვივით ელვარე და სხვადასხვა გზებით ტანდაზოლილი იყო დაგნი იუელის ცხოვრება.
  ერთი შეხედვით, ეს არის ისტორია სასიყვარულო სამკუთხედისა.
სინამდვილეში, კი ეს არის ისტორია უამრავი ბედისა, უამრავი ადამიანის გულიდან გავლებული
სასიყვარულო სიმებისა, რომლებიც, საბოლოოდ, დაგნი იუელის ცხოვრებასთან იკვეთებოდა, იკვანძებოდა და ხან, აბედნიერებდა
ქალს, ხან, კი ისე ეხვეოდა ამ სიმების ქსელებში, რომ სუნთქვაც აღარ შეეძლო, ახრჩობდა.
ასე რომ, ეს არის ისტორია მრავალკუთხედებისა ... ისტორია სასიყვარულო მრავალწახნაგებისა.

== ბავშვობა და განათლება ==  (დაიბადა1867 წ 8 ივნისს)

მამა, ჰანს ლემიჰ იუელი ექიმი იყო და იშვიათად უწევდა სახლში ყოფნა.
დედა - მინდი ნიე ბლერი, ნორვეგიის მომავალი პრემიერ-მინისტრის ნათესავი, იმდენად შეეშინებინა ერთადერთი
ვაჟის, ჰანს ლემიხის ერთი წლის ასაკში გარდაცვალებას, რომ ჯანმრთელობით სუსტ ქალიშვილს - ასტრიდს უფრო მეტ ყურადღებას
უთმობდა, ვიდრე დანარჩენებს : გუდრუნს, დაგნის და რაგნჰილდას.
გუდრუნი, ყველაზე უფროსი იყო, ზედმეტად ჭკვიანი და დამოუკიდებელი, უმცროსი დებისთვის თავისი ცხოვრების წესით,
ჭკუით და სიბრძნით მაგალითი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დაგნის და რაგნჰილდას უჭირდათ ზედმეტად პრაგმატულ
დასთან მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ სამივეს საერთო გატაცება მუსიკა იყო.
  იზრდებოდნენ როლიგჰედის ცამეტოთახიან ვილლაში (რამოდენიმე ხნის უკან დედოფალმა ამ შენობაში გახსნა
ქალთა მუზეუმი).
  მომავალში ექსტრავაგანტულობით განთქმული და ბოჰემის დედოფლად წოდებული დაგნი - მშობლიური ქალაქ კონსვინგერის
ქალთა კერძო პანსიონში იწყებს  განათლების მიღებას და მისი აღმზრდელი ხდება ნორვეგიის პირველი ფემინისტი და ქალთა
უფლებებისთვის მებრძოლი  - ანა სტანგი. ამ ქალბატონის ცხოვრებისეული შეხედულებები და თავისუფლებისმოყვერეობა
მთლიანად მოიცავს დაგნის და მისი ამაყი და მტკიცე ხასიათის  ჩამოყალიბებაც ადრეული წლებიდან იწყება. ბიოლოგია, მათემატიკა,
გეოგრაფია, ინგლისური, გერმანული და ნორვეგიული ენები - მისი შედეგებით ჩანს, რომ ძალიან გულმოდგინე მოსწავლე ყოფილა.
1882 წელს დაგნი მიემგზვრება გერმანიის ქალაქ ერფრუტში მუსიკის შესასწავლად, სადაც მოგვიანებით რანგჰილდაც შეუერთდება
(მომავალში, ნორვეგიის ოპერის გამოჩენილი მომღერალი).
1890-ში კი, ისევ ოსლოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად. (კონსერვატორიაში)
დაგნი თავით გადაეშვა ოსლოს ბოჰემურ ცხოვრებაში. აქვს რომანი აწ უკვე ცნობილ მწერალ კრისტერსენთან, რომელსაც
დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ხვდება, მანამ სანამ გაიცნობს ედუარდ მუნკის. ედუარდი აღარასდროს დახატავს სხვა ქალს,
გარდა თავისი ჟღალთმიანი ნამდვილი სიყვარულისა. (როგორც თავად უწოდებდა განშორების შემდეგ)

==  შავი გოჭი ==

ედუარდ მუნკი ბერლინში მიემგზავრება. დაგნი ოსლოში რჩება და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გუვერნანტად
ბიძის ოჯახში, ბიძის, რომელიც ძალიან მალე ნორვეგიის პრემიერ მინისტრი ხდება.
1892 წელს, იმ მიზეზით, რომ ბერლინში მუნკის ნახატების გამოფენა ეწყობა, ედუარდი დაგნის ბერლინში ჩასვლას სთავაზობს.
დაგნიც მიემგზავრება საყვარელ ადამიანთან.
ბერლინის ბოჰემური ნაწილი ამ დროისთვის იკრიბებოდა დუქან „შავ გოჭში“, მუნკიც არ აკლდებოდა შეკრებებს, თუმცა, თვეების
განმავლობაში ცდილობდა დაგნი არ გამოეჩინა ხელოვანების, მწერლებისა და მხატვრების წრეში. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ...
დაგნიც მთელი სიბეჯითით მეცადინეობდა ფორტეპიანოზე, დროს არ ჰკარგავდა.
მაინც გამოჩნდა „შავ გოჭში“ ნიჭიერი პიანისტი და მწერალი ქალი - დაგნი . გამოჩნდა და დახვეწილი და უზომოდ განათლებული
ქალბატონის მამაკაცთა წრეში შეჭრამ უზარმაზარი ვნებათაღელვა გამოიწვია. მკრთალი კანი, ნახევრად მილულული თვალები
და ცეცხლივით თმა - განსხვავებული გემოვნების მქონე მხატვრებს ერთნაირად აღელვებდა. პოლონელი დემონური მწერალი
(ასე უწოდებდნენ სტანისლავ პშიბიშევსკის) იმთავითვე მოხიბლული დარჩა ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი
ქალით: „ ჩემი სული, ჩემი დაგნი“- პირველივე წუთებიდან დაარქვა მეტსახელი; „ მე ის მიყვარს, როგორც ჩემი სულის
დიდებული ნაწარმოები, რომელიც მანვე შექმნა“ - ასე გამოუტყდა მის მიმართ სიყვარულში სტანისლავი ყველას.
  დაგნი კი, თავიდან გაიტაცა გრძნობებმა  სტრინდბერგის მიმართ  (შვედი მწერალი, პოეტი, რომანების ავტორი,
ესეისტი და მხატვარი), თუმცა, მოკლე და მღელვარე რომანის შემდეგ ქალმა შვედი მიატოვა. უარყოფილი დრამატურგი კი,
ხელიდან არ უშვებდა არც ერთ მომენტს, რომ არ დაემცირებინა, სიძულვილით არ ელაპარაკა და არ გაელანძღა ხალხის თანდასწრებით.
დაგნის ერთხელაც არ უპასუხნია შეურაცხყოფებზე. მძიმედ გადაიტანა თავის უპირველეს მუზასთან განშორება ედუარდ მუნკიმაც,
ცნობილია, რომ დაგნის ოთახის კართან, იატაკზე მწოლიარე ათევდა ღამეებს, იმედით, რომ დაიბრუნებდა მის სიყვარულს.
მაგრამ, დაგნის უკვე სტანისლავ პშიბიშევსკი უყვარდა უგონოდ.


* DAGNY - ნორვ: ცისკრის ვარსკვლავი

(გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები