ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2019


თეთრო ლ ა ნ დ ი შ ო

ჩემო  თ ე თ რ ო ლ ა ნ დ ი შ ო

სურნელს შენიდან რომ ვიღებ ხოლმე,
სურნელი რაიც  მოაქვს ქარს ჩემთან
შენ წარმოიშვი და სიყვარულიც
მთელი სისავსით ჩვენ შორის შედგა.
ჰო სურნელება ეგ საამური
ჩემო ქათქათა თეთრო ლანდიშო
ისე მეამა ტყეში სალბუნით
ვფიცავ, რომ  სული სულმთლად ამივსო.
ნეტავი შენთან მამყოფა მუდამ,
რომ ტკბობა შენით არ სრულდებოდეს,
ნიავიც  იყოს ჩვენთან სულ ახლოს
ცას ჩვენსკენ წვიმა გადმოცდებოდეს,
შემოგვხაროდეს ტყე და ბუნება
მზეც სიყვარულით ზედ გვადნებოდეს.
მივატოვებდი ქალაქს ახლავე
ეს რომ ნამდვილად ამიხდებოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები