ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 თებერვალი, 2019


Emily Dickinson - Nature rarer uses yellow (1045)

ემილი დიკინსონი - ოდეს იყენებს ფერთა პალიტრებს (1045)

ოდეს იყენებს ფერთა პალიტრებს,
ბუნება ყვითელს იმეტებს ძნელად,
გადაუნახავს მზის დასალიერს,
ცისფერს მოიხმარს დაუნანებლად.

წითლის ფლანგვაში წააგავს დიაცს,
ყვითელს შეურევს მისი მარჯვენა
ისეთ სიძუნწით, შერჩევით, ვითარც
მიჯნურს სიტყვები დაეხარჯება.

25 თებერვალი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხს. დღე, 2019 წ.



ორიგინალი იხილეთ აქ:  https://en.wikisource.org/wiki/Nature_rarer_uses_Yellow

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები