ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2019


ჯარისკაცები

  სამარშრუტოდან ჩამოვსვი,
მხარზე მოქცეული მწვანე ჩანთა გავუსწორე,
მარცხენა ფეხსაცმლის თასმა მოშვებული მეჩვენა,
გავხსენი და თავიდან შევუკარი,
მერე ხელი ჩავკიდე და მანქანებს გავხედე,
მხოლოოდ ერთი ავტომობილი ჩანდა, _
ჩქარა, მოვასწრებთ, _ხელჩაკიდებულებმა გადავირბინეთ გზა და ტროტუარს მარცხნივ გავყევით.
გაზაფხული იყო, ნამდვილი, თბილისური გაზაფხული_მზე მხრებს რომ აგიწვავს.
  სახლში დაგვხდა დედაჩემი.

  _მეც არ მჯერა რომ ამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ უნდა წავიდე, რამდენიმე წლით , ხომ გესმის, ისევ ამისთვის. _ვიგრძენი რომ ცოტაც და გული ამერეოდა საკუთარ სიტყვებზე.
გავჩუმდი..
დედა ჩუმად იყო,  ხოლმე ბავშვს ეტყოდა რამეს.
ბავშვიც ჩუმად იყო.
მე მიყურებდა, ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა და ისე მიყურებდა.

მერე წამოვედით.
კიბეები დავთვალეთ ჩამოსვლის დროს_ერთი,ორი, სამი, ერთი, ორი სამი... _ერთი, ორი, სამი _ჩვენ ჯარისკაცები ვართ, პატარა ჯარისკაცები, ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი.

_დე, შენ თუ წახვალ... _ყელში ბურთი გაეჩხირა, სიტყვა ვეღარ თქვა...
_ მე არსად წავალ, უშენოდ, პატარა ჯარისკაცო,
მხოლოდ სულ ბოლოს..._  მის ფეხებთან ჩავიმუხლე, მარცხენა ფეხსაცმლის თასმა ისევ მოშვებულიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები