ნაწარმოებები



ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2021


ახალი ლექსი

თეძოები თრთიან,
როგორც მიწისძვრისას
შენობები, მთლიანს
შენ სუნთქავ ღამისას
ჰაერს უზარმაზარს,
ყოველივეს ამვსებს,
და გიჟურად ნაზად
მე შენს ეგოს ვავსებ,
ალაგებ და კოსმოსს,
აღარ უჩანს ბოლო,
შენსა და ჩემს ოსმოსს,
ჩვენ შევიგრძნობთ მხოლოდ,
ძუძუებიც თრთიან,
შეხებაზე ყოველ,
და ოფლით ნამიანს
ყოველ მხრიდან მოვალ,
შენი ცხელი ხელი,
ჩემა ტუჩმა ჰპოვა,
მე დაუდგენელი,
მუდამ შენი დრო ვარ,
გეჭიმება მკერდი,
მუცელს ხელით ისრეს,
და მე როგორც ღმერთი,
ყველა სურვილს გივსებ,
შენი ყველა კორდი,
ორი ნაზი კერტის,
იდუმალ აკორდით,
როგორც მორტის ლორდი,
მე წერილებს გწერ და,
ვით რუმის და ვერდის,
უნაზესი ვარდი,
ეფერება ორ თითს..
იჭიმება ტერფი,
წნევა მაღლა იწევს,
რომ ცნობის სიხარბით,
მეფემ ნება მისცეს,
და გავდივართ ბაღში,
თითქმის მთელი წუთით,
და უცნობ ოთახში
ყვავილების ქუდი,
იფურჩქნება როგორც ფანტაზიის მსხვრევა,
და მხოლოდ ჩვენს სახლში,
შენ მე ხარ და მე ვარ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები