ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2019


***

ათას პრობლემას გადააწყდა ფიქრის ყალიბი,
ვეღარც ძლიერი მარტოობა გავითავისე.
მგზავრად, გრძელ გზაზე, (თუ მივატან) დარდი ავიბი
და უთავობით,
მტერი მე ვარ ჩემი თავისვე.

ფეხის ბაკუნით გადაკრასკულ ფიცრებს ვაღვიძებ,
მათზე ვაჭედებ სიფხიზლეს და მელანქოლიას.
მკაცრმა დღეებმა ტკივილების ძეწკვი აკინძეს.
შვება?
ნუ გჯერათ,
არსებობდეს არამგონია.

ზოგჯერ მაკვირვებს ტკივილების მე ახოვნება
და
რა ვუშველო გაცივებულ სხივებს იმედის?
გამინახევრა მისი თავი ისეც ცხოვრებამ,
გზები გავლიე
და ვეღარსად ჯერ ვერ მივედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები