ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2019


Culpa Levis

ხოტბას ასხამენ პეიტარს,
რომელიც გულმართალს ვერ იტანს,
მეძავის ხელივით მეხება სინგურის ფერი ტანს,
ღვინოში ვახრჩობ იუდას, რადგან "ინ ვინო ვერიტას"!
ვარდივით ჭკნება სიყვარული, სანამ სულს ვიტევ
მტოვებს სიყვარული და ფიქრები ხდება "ტედიუმ ვიტე".
როცა არღავნის რტოს ფითრად ამძიმებს "კულპა ლევის",
მოკვდავი ვაშლით ედემის ბაღში კვლავ უფალს ელის,
სულდამწვარ სხეულში ბელზებელია უტყვად განაბული,
დუმს... აჰასფერმა ურცხვად მომიტაცა "აბ ინკუნაბულის".
სანამ სიკვდილის ბაღში ადამის ლეში მეტყოდეს უარს,
რომ განვესვენო, მაინც დავკაწრავ გრანიტის ქვაზე: "ო რევუარ".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები