ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2019


დ ე დ ა გ ი ლ ო ც ა ვ

იცი დ ე დ ა ?
ახლა სულში იწრიტება სევდა
სწორედ ამ დროს გამახსენდი დედა,
იცი ახლა ცუდადავარ , მტკივა
სული და ისევ შენ მახსენდები დედა,
დღეს სიცხე მაქვე აღარ ვიცი რა ვქნა,
ნეტავ  ჩემთან იქნებოდი დედა,
დღეს ფიქრებმა ჩამაწვეთეს დარდი,
მშველელად შენ გამახსენდი დედავ,
დღეს უჟმური ამინდია ჩვენთან
ხასიათი წამიხდინა დედა
ნეტავ ახლ იქნებოდი ჩემთან
ნეტავ, ნეტავ საყვარელო დედა.
ჩემო ტკბილო საყვარელო დედა,
მიჭირს სუნთქვა ამ ქალაქში ახლა
ჟანგბადივით შენ მჭირდები დედა,
ნეტავ ახლა გაჩნდებოდი აქ და
ნეტავ ჩემთან იქნებოდი დედა,
ღამე არის ვერ ვიძინებ ფიქრი
მტანჯავს და შენ  მიშველიდი დედა,
ნეტავ ახლა ჩემთან იყო დედა,
ნეტავ, ნეტავ საყვარელო დედავ.
ყველა ტკივილს რომ მავიწყებ რატომ?
ყველა ტკივილს რომ მიამებ რისთვის?
იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ მუდამ
იმიტომ რომ ვერ გივიწყებ წამით
ვერც დღისით და ვეღარც ღამით დედა,
რადგან უკვე მომიხუცდი ისე,
რომ შიშები ამ დროს მოაქვს მყისე,
შენთან შორს მყოფს
დარდი ამ გულს მივსებს,
ნეტავ სულ აქ მყვანდე ჩემო დედა,
სულ ჩემს გვერდში საყვარელო დედა,
მაგრამ მარტო ჩემს თავზე არ ვფიქრობ
დღე არის თუ ღამე არის თვალლწინ
მყევხარ ჩემო საოცარო დედა
სწორედ რადგან მომიხუცდი შენ და
უძლურდები ამას შიშით ვხედავ
რომ მიყვარხარ სხვანაირად დედა,
მედარდება, სული მეწვის უფრო
დედა სახე შენ რომ მოგიბერდა
მაგ თბილ  ხელებს დატყობია ძარღვი
ლამაზ  სხეულს სადღა ძველი რხევა,
თვალებს უჭირს უკვე  შორად ხედვა
მომიბერი ჩემო ტკბილო დედა
არის კარგიც სიბერეში რაღაც
მაგრამ მაგრამ, აღარ ვიცი რა მჭირს
მაგრამ მაინც სულ საშველად გიხმობ
იმედი ხარ შეუცვლელი შენ და
ვფიქრობ შენზედ ახლა უფრო მეტს და
გვაიმედე ას წელზე მეტს დედავ.
დაგვიდექი ამ ცხოვრების მხედრად.
ძალა ჩვენთვის მოიკრიფე დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები