ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2019


მშენებარე მინიმა



ქალაქი გაუვალი -
მცოცავი ჯუნგლები:
წრიულად, კუბურად, კვადრატულად.
ცინცხალი ჩონჩხები,
იქიდან გამოჩრილი:
ბეტონი - კუნთი.
ძვალი - არმატურა...
...........
და ყრიან  ქუჩებში
წინათ  -"გამვლელების" -
ქალების, კაცების,
ბავშვების -
ნანგრევები.

5 მარტი. 2019.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები