ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2019


* * *

ჩემს ღმერთს ქრისტე ჰქვია,
მხრებამდე წაბლისფერი თმა აქვს,
ოდნავ კეხიანი ცხვირი,
თეთრი ხელები.
სულ მგონია რომ თვითმფრინავი ღრუბლებს მაღლა რომ მოექცევა,
აი იქ, ზემოდან,
რომელიმე თეთრ ქულაზე იჯდება ღმერთი,
მაღლა ახედავს ,
ხელს მოიჩრდილავს და თავს გააქნევს...
რკინის ჩიტები დაფრინავენო_
იტყვის თავისთვის.

პირჯვარი გადამწერა დედაჩემმა ძილის წინ,
მე ვიცნობ ქრისტეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები