ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: მუშვან მურყვამ
ჟანრი: თარგმანი
10 მარტი, 2019


შვან (თარგმანი)

ოდეს მთის კალთებს ცელით ვთიბავდი
და ვიფარებდი საბნად თეთრ ღრუბლებს,
საღამოს პირზე საყდარში ლოცვას
მამაოს "ამინ"-ს ვიფენდი გულზე.
ჩემი უშგულის ტაძრები მიჯობს,
შავი კლდეები მიჯობს ყველაფერს.
ცივ ყინულებში ვეძიებ სითბოს
სიცოცხლის ბოლო ამოქშედამდე.
დალის ცრემლები დამიტირებენ,
ნაკურთხ მიწაზე უფრო ტკბილია,
გარდაცვალება სვანეთის პირმშოს,
თავი რომ უხმოდ გაუწირია.
იქ, სადაც წმინდა გიორგის სახელს,
თავდახრილები სანთელს უნთებდნენ,
ლამარიაში "ამინ"-ს ამბობდნენ,
კალას საყდარში ღამეს უთევდნენ.
უშგულის შვიდ სალოცავზე წმინდა
არ გამაჩნია მე სხვა სიწმინდე
და ამ სვანური სისხლის წყურვილით
ვუახლოვდები ღრუბლებს დღითიდღე.
სამსხვერპლოზე ვდებ მე ჩემს სიცოცხლეს,
სვანურ კოშკები მოწმედ მიდგანან,
გულანთებული სვანი ვაჟკაცი
ჭრილობებს მთების ჩრდილით ვიფარავ.



შვან  ( ორიგინალი )

შვანია ლახვარს მიჭვა მიფცხა,
თანღიშ მეერე საბანდ მიქვა
ბაპიშ ლიმზრდ ამენ მიქვა
მიშგვი უშგვლა საყდრალ მიცხა.
მიცა მიშგვი მცხი ნიცარ,
მეშხე კოჯარ მცხი კვარმალ,
იშგნა გიმჟი მეფურდ ლირდეს
ლჯგირ გიმჟი დაგრა მიცხა.
მუგმი დაალი ოქრე ქიმრაალ
მიად მიღვნა აჯახ ხვიღვნე,
ხვიღვნე მიშგვი ლუშნუ ლიმაარდ,
ფარდ ოსგენი მიშგვი გიმარს.
ლჯიგ გიმჟი მურყვმალ ხოგახ,
ჯგრააგიშდ თაყვან ხოგახ,
კალას ლამზრს მუტვრალ ხოტვრახ
ლამარიას ამენ ხოოქვახ.
ხოშა ღეერბეთს თაარიგზელს,
უშგვლა იშგვიდ საყდარს ხვიღვნე,
შვანია ღვაჟარს ტაბაგდ ხოგახ
ლჯგირ გიმეშდ მინე ლირდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები