ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2019


ფიქრი წყვდიადებს გამოექცა

ფიქრი წყვდიადებს გამოექცა,
ყვავის სიმშვიდე.
მინდა შენს გვერდით ჩუმად ვიჯდე
და თმებს გიშლიდე.
თბილი ჰაერი, მშვიდი ღამე.
ღიმილს უხდები.
მოვალ მშვიდად და მაგ თბილ მკერდზე
მოგეხუტები.
მოწყენა შორს და დარდი შორს და
მუდამ იღიმე.
(გულში სიცოცხლის, სიყვარულის
ჰანგებს ვღიღინებ)
არ გაბედო და არ დაუთმო თავი
წყვდიადებს.
ეგ თბილი გული, თბილი რწმენა
უფალს მიანდე.
შორს გადააგდე შიში, ცრემლი,
კარგთან ომები.
მე კი შენთან ვარ ფიქრით დარდით,
რწმენით, გონებით.
...
მიგასეირნებ ლამაზ ფერთა დიდ,
უღრან ტყეში
და გეუბნები, ჩაგჩურჩულებ:
მიყვარხარ მე შენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები