ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2019


ამბობ რომ...

ამბობ რომ ფიქრმა ამიყოლია
და შენი აზრით
ვთხზავ უიმედო,
აბსურდულ ამბებს...
გჯერა,
არ გჯერა,
ამას მნიშვნელობა სულაც არა აქვს.
ჩვენ ხომ უბრალოდ
სამუშაო დღეებს ვაგორებთ,
ვიქმნით განწყობას.
განა ვგრძნობ,
ზუსტად ვიცი რომ
არ გაქვს ჩემი ნდობა და
არ გინდა მქონდეს შენი იმედი...
არც მაქვს!
დასანანი მხოლოდ ის არის
რომ  ვრჩები მხოლოდ იმის პირისპირ,
ვინც აღარ მიყვარს...
ზედმეტია აქ ეპითეტები,
ქოთნის ყვავილი,
გალიის ჩიტი,
მწერი ბადეში...
ეს ყველაფერი აბანალურებს
ყოფის სიმძაფრეს.
დღეს მე ცუდად ვარ,
მაგრამ
საწოლიდან გადმოკიდულ
ჩემს მტევანს
სულაც არ მინდა შენ ეხებოდე
მეგობრულად, 
ან გასამხნევებლად,
რადგან არასდროს შეეხები  მას სიყვარულით...
მე მხოლოდ მისი იმედი უნდა მქონდეს
ვინც თავადვე ამომგლიჯა  სიყვარული,
როგორც რვეულს შუა ფურცელი,
გადაფხრიწა,
დაანაკუწა,
ქარს გააყოლა...
და  რადგან არ მაქვს,
ვგდივარ ასე,
უიმედო და ცარიელი...
ის კი მივლის
რომ არ მოვუკვდე.
ვერ ვსაყვედურობ რომ არ ვუყვარვარ,
რომ აღარ მიყვარს
ვერ ვეუბნები.
რადგან არსად მაქვს გასაქცევი,
გარდა მიწისა.
შენ კი მიმტკიცებ,
რომ სიცოცხლე უნდა მიყვარდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები