ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2019


ურაკი_ჩემი მწვანე ფანჯარა

ამდენ სიყვარულს ნაკადრები -
არსიყვარულის  ჩემი ლექსებით,
სხვათა შესაძლებლობებს ვერმისადაგებული
ჩემი ვერშეძლებებით,
ვეყრდნობი და ისიც
დღენიადაგ
მიყრდნობს უსიტყვოდ,
იმასაც იტანს,
რომ ვერ ვასრულებ
მე_ს გარშემო  მუდმივ ხეტიალს,
მაგრამ
ერთი ნაბიჯის ვერგადამდგმელს
რა მომეთხოვება?!...
და თუმცა მიმძიმს თავის თრევა,
მაინც  ვცდილობ რომ
ამ მწვანე ფანჯრის მიღმა ჩავატარო ჩემი გაზაფხულები,
ამ ფანჯარასთან ჩამოვკრიფო  მწიფე ცრემლები,
ხან უშედეგოდ მოვეჭიდო ხავსს თუ ბალახებს,
დროგამოშვებით გამოვუშვა ზედმეტი  სისხლიც,
სისხლი, რომელიც
არასოდეს მოედება  ქუჩას და ქალაქს.
მივაჩუმათო ვერშემდგარი
სიყვარულები,
და გავეტირო ამბიონზე
გულწრფელად ნათქვამს.
რომ როგორც ერთ დროს ,
გასაფრენად გამოღებულ სახლის ფანჯარას
დახვდეს მეორე,
ხედით -სიმშვიდე
და შემაჩეროს.
წლების წინ, ერთ დღეს 
შემთხვევით რომ აღმოვაჩინე და დავარქვი მწვანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები