ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2019


ამგაზაფხულისა

ჩემი შენამდე ამოსასვლელი კიბე,
შენი ჩემამდე ჩამოსასვლელი საფეხურები...
ყველა უშენო დღე მე ჩემი თვალებით ვზიდე...
შენ სიშორიდან სიყვარულზე მებუტბუტები...
ჩემიდან შენით დაწყებული დილა,
შენ კი საღამოს მხოლოდ ჩემზე ფიქრებით იწყებ,
აბა, მითხარი, ამ გულიდან როგორ გაგიშვა,
შენი სახელი ქვია ახლა ჩემს ირგვლივ - სივრცეს.
ჩემი შენ გამო მოფორიაქე ფიქრი,
შენი ჩემ გამო დარღვეული მშვიდი დღეები,
ერთი წამითაც არ გაიკარო იჭვი,
შენ რომ დაგჭირდეს, უყოყმანოდ შემოგევლები.
გაზაფხულია,
ჩემი,
შენი,
ჩვენი,
ჩვენ გამო...
აპრილი მალე შემოაღებს სულის დარაბებს,
შენ მაღლა ხარ და გევედრები, ჩემამდე ჩამო,
მე დაგახვედრებ ჩემი სულის იასამანებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები