ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2019


ნიტა

                                                      ნიტა
- ნიტა? ძალიან ამბიციურია,  უყვარს ემორციების გამოხატვა.  ამბობენ რო მამამისიც ეგეთი იყო, გენებში ჰქონდათ. არასოდეს არ თმობს, თუმცა რეალურად ძალიან სუსტია. შეუძლია საათობით დაჯდეს და იფიქროს. იფიქროს იქამე სანამ სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
- რა არის ნიტას განსაკუთრებული თვისება?
- აუ მღერის (იცინის) და საშინელი ხმა აქვს. თუმცა მგონია რო უკრავს. როდესაც ბარი იხურება, ნიტა საათობით ზის ფორტეიანინოზე და რაღაცას გამუდმებით იმეორებს.
- რა გამოსდის ყველაზე მეტად?
- რადგან ნიტა ბარმენია, საუკეთესო ამზადებს მოხიტოს.
- კარგით რა, საკმარისიაა ისევ ჩემზე წერთ ინტერვიუს?
- აი მთავარი პერსონაჟიც მოვიდა... ისეთი იდუმალია, ყოველთვის მგონია, რომ თავის თავზე უფრო კარგი ინტერვიუ გამოუვიდოდა.
- კარგით საკმარისიაა! გაიწიეთ საღამომდე ბარია დასალაგებელი, თქვენ  კიდე რითი ერთობით?
- კარგი რა ნიტა, ძლივს ერთი საათი გვაქვს თავისუფალი დრო ეხლა მაინც დაგვასვენე.
- შენ საერთოდ იღლები რამით?
- გაწიე კამერა! ნიტა ერთი წუთი, მოიცადე დამელოდე.
- მიდი სწრაფად მითხარი  საქმე მაქვს.
- ამ საღამოს ერთი კაცი მოვა და მინდა რო გაგაცნო.
- ვინ ადვოკატი?
- არაა მოიცადე, ის კაცია გახსოვს? რო გითხარი ბარის გაფართოვებაში დაგვეხმარება.
- კარგი მოვიდეს და ვნახოთ.
- სად მიდიხარ?
- ესაც აუცილებელია გითხრა? ეხლა ცოტახნით გავდივარ და რო დავბრუნდები, ბარი დალაგებული დამხვდეს.
    დავიბადე პარიზში, 1990 წელს. მამაჩემი ძალიან მგძნობიარე ყოველთვის დიდი ნიჭით გამოირჩეოდა ოჯახში. მაღალი იყო  მხალბეჭიანი, მისი სახლში შესვლა ყოველთვის ხმურიანი იყო. პროფესიით არქეოლოგი იყო, თუმცა ლექსების წერა უყვარდა. სახლის კუთხეში ფანჯარასთან უყვარდა განმარტოება, ეხლაც როცა უახლოვდები იმ ადგილს, ისევ მახსენდება ბავშური ემორციები.  ჩემი ბავშვობის უმეტესი ნაწილი უკავშირდება მამას, და ლექსებს რომელსაც გამუდმებით გვიძღვნიდა მე და დედას. კვლავ და კვლავ გადავეშვები მოგონებებში და მახსენდება თუ როგორ მინდოდა გავმხდარიყავი კარგი ჯურნალისტი. დედაჩემი მუსიკოსი იყო, მას არ მოსწონდა ჩემი პროფესია და სულ იმეორებდა, ,,დაიღლები ბევრი უბედური ადამიანების ისტორიებით.'' მამაჩემი დედას გამუმებით აჩერებდა. ,,საკმარისია დაანებე თავი, შენთვის არავის უთქვამს შეწყვიტე მუსიკა. '' დედა ისევ ბრაზდებოდა და თავის ოთახში ჩაიკეტებოდა. ჩვენი უბანი ქალაქისგან მოშორებით იყო, პატარა იყო და ყველა ერთიმეორეს იცნობდა. არასდროს არაფერი არ დაემალებოდათ ერთმანეთის. ჩვენი სახლიდან მართალია საფრანგეთის გული არ ჩანდა, თუმცა საოცარი ბაღები ჰქონდათ გაშენებული. მთელი ჩემი ბავშობა, ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი უბნის შემდეგ არ იყო სამყარო. მამას ხშირად უწევდა მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც მივლინებიდან ბრუნდობოდა, მამა მის წინ დამსვავდა და მიყვებოდა მათ ტრაციციებზე მათ წესჩვეულებებზე. მამაჩემის თხობის შემდეგ, ყოველთვის მჯეროდა, რომ მეც მასთან ერთად ვიმოგზაურე. 
- ნიტა რა კარგია, რო მოხვედი. როგორ ფიქრობ, ეს მაგიდა ესე უკეთესია? დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვეყოლება.
- გიორგი ერთი წუთი გამომყევი.
- გისმენ რა გინდა?
- რას აკეთებ?
- რას ქვია რას ვაკეთებ, შენ მითხარი და ვამზადებ მაგიდას.
- არ მომწონ იმ ბიზმესმენის იდეა.
- ნიტა ეს შეიძლება შენ არ მოგწეონდეს, მაგრამ ბარისთვის ესე უკეთესი.
- გიო რას გვეტყვი ნიტას ამბიციებზე?
- გაწიე კამერა და მიხედე საქმეებს.
- არა გვიპასუხეთ, ეს სიკვდილს სიცოცხლის საკითხია.
- ეხლა ხო მეტყობა, რო თვალებით გმარხავ?
- კარგი ნიტა შეეშვი, მოდი მე გიპასუხებ მაგ შეკითხვაზე. ნიტას ყველაზე მეტად უნდა, შექმნას მუსიკა დედის მსგავსად მუსიკა, მაგრამ ვეღარ იმეორებს.
  მამამ დედა საფრანგეთში,  ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნო.  ,,პირველად დედაშენი რო დავინახე მახსოვს ფეხის კოჭებამდე, ყვითელი კოპლებიანი კაბა ეცვა და არ ვიცი რატო, მაგრამ ყველას უღიმოდა. მიკვირდა რატო, ყველას რატო უღიმოდა? იმ საღამოს მარიეტა, ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა. პირველად სწორედ მის მუსიკამ მომხიბლა, ძალიან უხდებოდა მუსიკას. საოცრად ირგებდა და ცდილობდა, მთელი თავისი ემორციები, მუსიკაში ჩაექსოვა და ეს გამოსდიოდა. ეს ჩანდა, მის ყველა დაკრულ ნოტებში,  ის ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მგზნობიარე, სწორედ მაშინ მივხვდი რო ფრანგი ქალები საოცარი ხიბლით იყვნენ დაჯილდოებულნი.'' მამა ყოველთვის აღტაცებით ყვებოდა დედას პიველ შეხვედას.
- ნიტა გამომყევი შენი გაცნობა უნდათ.
- ჰო იცი მეზარება, შემეშვი ძალიან გთხოვ.
- გეუბნები წამოდი!
- გაიცანით ბარის მეპატრონე ნიტა!
- ოო რა ქალია...
- ეე ბიჭოო!
- გიორგი საკმარისია. გისმენთ რა შემოთავაზება გაქვთ?
- ამ ბარის გვერდით ფართია, შეგვიძლია დავამატოთ ბარი უფრო გაფართოვდება და მაგიდების რაოდენებასაც გავზრდით. ძალიან მყურდო ბარია თუმცა ვფიქრობ, რომ ესე უკეთესი იქნება, კიდევ ბევრი ახალი იდიის მოფიქრება შეიძლება.
- ეს მამაჩემის ბარია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
- ნიტა კარგი რა, მის მერე რამდენი დრო გავიდა, მგონი მართლა კარგი იქნება ბარის გაფართოვება.
- შეგვიძლია ის ფორტეპიანინო ავიღოთ და მის მაგივრად სცენით ჩავანაცვლოთ. კარგი მუსიკოსები გვყავს, ახალგაზრდები არიან და თან ძალიან ნიჭიერები, საღამო უფრო მრავალფეროანი იქნება.
- ფორტეპიანინო ისევ იქ დარჩება სადაც დგას...
- ანუ პანტნიორებას გვთავაზობთ?
- სწორედ გამიგეთ, ბარი ქალაქის შუაგულსაა თან ძალიან ლამაზი ადგილია.  დღეს ხალხს უყვარს, ესეთი მყუდრო ადგილები და ვფიქრობ, რომ უკვე დროა საქმეს შეუდგეთ და დრო არ დავკარგოთ.
- დავფიქრდებით...
- ნიტა მოიცადე სად მიდიხარ? დამელოდეთ მე დაველაპარაკები.
- სულ ტყუილად დამიწყებ ლაპარაკს, არა არ მინდა, მათი პანტნიორობა.
- ნიტა ეს ბარი, როგორც შენია ისე ჩემიცაა. ჰო არ დაგავიწყდა, ერთად ვმართავთ ამ ბარს უკვე რამდენი წელია. მარტო შენ არ გაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.
- გიორგი რას მეუბნები, მამაჩები ბარი ავიღო და სხვა მაღაზიას შევაერთო და დედაჩემის ფორტეპიანინო, რომელიც 30 წელიაა იქ დგას უბრალოდ გავაქრო?
- არავინ გეუბნება რო უნდა გააქრო, სწორედ რო 30 წლის წინ იყო, გაიგე ეს წარსულია! გამაგებინე როდემდე აპირებ წარსულით ცხოვრებას? უკვე გაიზარდე ნიტა, დროა შენს ცხოვებას მიხედო. ძალიან გთხოვ თავნ ნუღა იტანჯავ. სანამ აქაურობა არ შეიცვლება, შენ ისევ წარსულში იქნები.
- იქამდე სანამ ცოცხალი ვიქნები. აქაურობა ისე დარჩება, როგორც არის. მე ტყუილად არ დამიტოვებია საფრანგეთი შვიდი წლის წინ და სულ ტყუილად არ ვარ აქ. მე მათ დავპირდი, რომ ამ ადგილს ყურადღებას მივაქცევდი და ეს შენც ძალიან კარგად იცი.
- კი ვიცი, ისიც კარგად მახსოვს, შვიდი წლის წინ, სწორედ მე ვიყავი მარტო შენს ცხოვრებაში. სწორედ შენ შემომთავაზე დახმარება, ამ ბარის გახსნაზე.  შენი წინაღმდეგობების მიუხედავად, იმ დღიდან დღემდე, აქ ვარ. ეხლა კი მომეცი საშუალება ბარის საკეთილდღეოდ, მეც მივიღო გადაწყვეტილება.
- გიორგი არა!
- ვიღებ თქვენს შემოთავაზებას.
                                                *  *  *
                                      შვიდი წლის წინ
- დედა ძალიან გთხოვ ბლოკნოტი მომაწოდე.
- შვილო სად გარბიხარ? დაჯექი ჯერ ისაუზმე.
- დეე ჰო იცი მეჩქარება, გკოცნით საღამომდე.
- სად გაიქცა?
- დღეს ბოლო გამოცდა აქვს.
- ძვირფასო საღამოს ვახშამზე არ დამელოდოთ დამაგვიანდება.
- დღეს ნაშუადრევს, ექიმთან ვიზიტი მაქვს, შენც შეძლებ მოსვლას ხო?
- მაგ დროს თათბირი გვაქვს ახალ პანტნიორთან, გამოვიოქცევი კარგი.
- წნევები ძალიან მაწუხებს.
- მმმ მოდი გაკოცო... გიშველა?
- შენ ხარ ჩემი წამალი. კარგი იქნებოდა ცოტა დრო ჩვენთვისაც დაგეთმო.
    ყოველთვის მეგონა, რომ მათი სიყვარული აღარ განმეორდებოდა. წლები გადიოდა მაგრამ მათი გრძნობა კი, კვლავ ძლიერდებოდა. მარიეტას ისე ექცეოდა, როგორც თავადის ასულს. ყველაფერს აკეთებდა, რაც შეიძლება ფილმებსა და რომანებში არ განმეორებულიყო. ,, ქალს ყოველდღე უნდა უთხრა კომპლიმეტი, ქალებს ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების ეშინიათ. ქალი? არასოდეს არ უნდა ჩავარდეს დეპრესიაში, ქალმა არასდროს არ უნდა იგრძნოს თავი ზედმეტად. ქალი? ძლიერი სიყვარული იცის, ქალი სუსტი, ფაქიზი არსებაა.  ეჰჰ ქალები... სწორედ მათ შეუძლიათ საკუთარ წყვდიადში მიგვიმწყვდიონ. ''
- კარგადაა?
- ძალიან მოძრავი ბავშვია, სქესის გაგება უკვე გინდათ?
- ცოტახანიც დაველოდოთ, მალე ჩემი მეუღლე მოვა.
- აი მეც მოვედი, რამე გამოვტოვეე?
- ძვირფასო შეხედე, რა პატარა ხელები აქვს.
- როგორ სწრაფად მოძრაობს...
- გილოცავთ მალე ბიჭი გეყოლებათ!
- ვიცოდი, ვიცოდი ვიცოდი...
- ძვირფასო შენც სწორედ გაიგე, ბიჭია?
- კი ძვირფასო სწორედ გავიგე, მალე პატარა ბიჭი გვეყოლება. მოდი ნიტას ახლავე ვუთხრათ.
      ,, რა ბედნიერი იყო იმ წუთებში, როცა ყველა მის წინაშე იდგა და ქედს იხდიდა. ყველა აღტაცებით შეყურებდა მარიეტას და კვლლავ მოუთმენლად ელოდა მის შესრულლებას..." მამა მარიეტამ, როგორ მოხიბლე? არ ვიცი, ეს მე ვიყავი მისით აღტაცებული, იმ საღამოს ისე ჩაირა მასთან მიახლოებაც ვერ ვცადე. შემეშინა... ის ძალიან ლამაზი იყო, დიახ ლამაზი და ვერ შევძელი. მეორე დღესვე ქალაქის დატოვება მომიწია. გაფრენიდან ორ კვირაში, შობის ღამე დგებოდა. მეგობარმა დამირეკა და მითხრა. აქ ჩამოდი საფრანგეთში....რატომაც არა, მე მოვდივარ! ბილეთი ვიყიდე და პირველივე რეისით გავფინდი... მივდიოდი და ვფიქრობდი, იმ ქალზე ვფიქრობდი. ნეტავ რა მოხდება? კვლავ თუ შევხვდები, ნეტა ისევ მოვისმენ მის მუსიკას? საკუთარ თავს ვამხნევებდი, კი კი რათქმაუნდა და ვაი უბედურო, ისევ რო ვერ შეძლო მასთან მიახლოება."
- შვილო დაჯექი რაღაც უნდა გითხრათ?
- მნიშვნელოვანია? მეგობარი მელოდება.
- ძალიან მნიშვნელვანია...
- ნიტაა! იჩქარე გვაგვიანდება...
- მაპატიე დედა მამა უნდა გავიქცე, მოგვიანებით მოვალ და ვისაუბროთ.
- დედა ძალიან გთხოვ ბლოკნოტი მომაწდე.
      ყველგან მარიეტას ვეძებდი, მის მუსიკას ვეძებდი ,,Burning love" სიმღერა რომელიც გამოფენაზე შეასრულა, კიდევ ვისურვებდნი მომესმინა... მისი შესრულებული თითოეული ბგერა და საოცარი ხმის ტემბრი, ისეთი განსაკუთრებული, უჩვეულო იყო, არც კი ვიცი შეძლებს ვინმე, მის მსგავსად გაიმეოროს? მეგობარი მომიახლოვდა და მეუბნება: გაიცანი ჩვენი ახალი მენეჯერი მარიეტა. გავშრი... არ ვიცოდი სწორედ იმ მომენტში რა უნდა გამეკეთები... დიდხანს ვფიქრფობდი იქნებ ხელი ჩამომერთვა და მეთქვა სასიამოვნოა, ან იქნებ მეამობორა მის ხელზე და მეთქვა: სწორედ ორი კვირის წინ, თქვენმა მუსიკამ ძალიან მომიბლა... დიდი ხნის ფიქრის  შემდეგ, ჩემი მეგობარი ისევ მიბრუნდება და მეუბნება... კარგად ხარ? იცით რა ვქენი? თავი დავხარე და ვთქვი ,,მადლობა" მეგობრებარმა ამაზე, დიდ ხანს იხალისა  ჩემზე.
- შვილო დაბრუნდი?
- კი დედა შენ აქამდე რატო არ გძნინავს?
- შენ გელოდებოდი.
- უი მართლა, დღეს რის თქმა აპირებდით?
- არაფრის შვილო, წადი გვიანია დაისვენე.
- დედა კარგად ხარ? მამაა!
- ძალიან გთხოვ ნუ ყვირი. კარგად ვარ, უბრალოდ თავბრუ დამეხვა..
- ფერი სულ დაკარგე, მამა დედას რა სჭირს?
- შვილო დაწყნარდი, ჰო იცი დედაშენი არ მოისვენებდა დღესაც. გადაიღალა ალბათ, დაისვენებს და კარგად გახდება.
- დედა ესე არ შეიძლება თავს უნდა გაუფთხილდე.
                        ეხლანდელი დრო
- ეს რატო გააკეთე?
- აქ უნდა ვილაპარაკოთ? სახლში შევიდეთ.
- რა არის, რას გავს აქაურობა?
- ჰო იცი, როცა შენ მოდიხარ მხოლოდ მაშინ არის ყველაფერი თავის ადგილზეც. შენ კი...
- შენ კი... დაასრულე რისი თქმა გინდოდა?
- არ ვიცი, ყოველდღე საიდუმლო შეხვედრებზე მიდიხარ, მე კი არაფერი ვიცი.
- სერიოზული ჯერ არაფერია.
- ანუ რაღაც არის?
- არ არის.
- აი მეც მოვედი! ვაა ჩემი პრინცესაც აქ ყოფილა.
- გეგა როგორ ხარ?
- კარგად ძვირფასო შენ?
- წესიერააად! გიორგი ჯობია მე წავიდე. ხვალ დილით ამოვალ და ბარის გახსნამდე, სახლის დალაგებაში მოგეხმარები.
- დღეს ძალიან ლამაზი იყავი!
- მოკეტე გიორგიმ არ გაიგოს.
- ცოტახანს დარჩენილიყავი, ისედაც დიდი ხანია არ გვისაუბრია.
- ჯობია ეხლა შენ ძმაკაცს მიხედო, ხვალ გნახავ.
- ისე რა ლამაზია ჰო?
- ვინ ნიტა?
- კი ძმა, აბა სხვას ვის ხედავ აქ?
- კი ლამაზია, მაგრამ ჰო იცი შანსი არ გაქვს.
- კარგი ჰო, ვიცი.
- დაიწყო ფეხბურთი?
- კი უკვე ემზადებიან.
- ლუდი მომაწოდე.
- დაიჭირე!
    გიორგი ძალიან რთულ ვითარებაში გავიცანი, მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ქალაქში. ამ ქალაქში მხოლოდ მამაჩემის საცხობი ვიცოდი, რომელიც წლების წინ, ძალიან გემრიელი პური ამოდიოდა თონედან. ჯერ კიდევ, კარგად არ ვიცნობდი აქაურობას. უცხო ქალაქში, საცხოვრების მოძებნაც ძალიან რთულია. ვეძებდი მყუდრო უბანს, სადაც იქნებოდა სიმშვიდე და არ იქნებოდა, ბევრი მანქანა. მისი გაცნობას სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. დაღლილი საცხობში ჩამოვჯექი, ვფიქრობდი ეხლა სად წავიდე? საცხობის სახურავი,  კარგად არ იყო გამაგრებული და და ძლიერი წვიმის მერე წყალი ჩამოდიოდა. საცხოვრების არ ქონის გამო, რამოდენიმე დღე იქ მომიწია დარჩენა. გიორგი კი, სწორედ ის ადამიანი იყო პირველად, ვინ შემომთავაზა დამარება. თავიდან კი უარი ვუთხარი, რადგან პირველი  იყო ვინც ამ ქალაქში გავიცანი. არ ვენდე. თუმცა არ დანებდა, მეორე დღესაც მოვიდა საცხობში და სახურავის გამაგრება დაიწყო. ვეკითხებოდი ამას რატო აკეთებ? საპასუხოდ კი ვიღებდი იმას, რომ უბრალოდ ჩემი დახმარება უნდოდა. არც კი ვიცი, როგორ მაგრამ მალე შეძლო და მოიპოვა ჩემი ნდობა. საცხოვრებელი მისი კორპუსის ბოლო სართულზე ვიპოვეთ. სახურავიც კი, ისე კარგად მოვაწყეთ ზაფხულში ძირითად დროს თითქმის იქ ვატარებდით. გიორგი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც სულცდილობდა ჩემს გაღიმებას.
- დილამშვიდობის ჭამე ახლახანს მოვამზადე.
- ნიტა რა გინდა ესე ადრე რატო მაღვიძებ?
- მიდი შხაპი მიიღე დღეს ბევრი საქმე გვაქვს.
- ღმერთო არასდროს დასრულდება ჩემი ტანჯვა? წადი ძალიან გთხოვ მეძინება?
- ეეე გაგიჯდი! რას აკეთებ? წყალი რატო მომასხი?
- არაუშავს ცოტა აზრზე მოხვალ.
- ნიტა შენი არ მესმის, ჩემზე ზრუნავ თავს იკლავ მე კი უკვე 7 წელია შენზე ისიც კი არ ვიცი რატო დატოვე შენი ქალაქი.
- მოვა დრო და მაგასაც გაიგებ. აიღე დღეს ეს ჩაიცვი.
- არა ეს პერანგი არ მინდა, მეორე მომეცი.
- არა ეს აიღე, ეს უფრო გიხდება.
- მოუშორებელი პრობლემა ხარ.
      ერთხელ მითხრა, რომ ჩაიცვი პაემანზე მივდივართ. გამეცინა თუმცა დავთანხმდი, რადგან ვიცოდი გიორგის ძალიან უყვარს ჩემი გაოცება. სახლის კარი ჩავკეტე თუ არა ვიცოდი, რომ წინ ძალიან ლამაზი საღამო მელოდებოდა. საბოლოოდ კი, მივედით სადღაც ბარში, სადაც მისი მეგობარი გეგა მღეროდა. პაემანის სტატუსიც კი მხოლოდ მას უკავშირდებოდა. შესაძლოა ჩემი გაბრაზება გამართლებულიყო და იაქაურობა დამეტოვებინა, მაგრამ გიორგიმ არ მომცა ამის საშუალება.
- ესეც ესე, სახლი დალაგებულია, ეხლა კი დროა სამსახურში წავიდეთ.
- ნიტა როდემდე აპირებ ამის გამეორებას? არ დაიღალე?
- ცოლს რო მოიყვან, მეგობარი აღარ დაგჭირდება სახლის დალაგებისთვის.
- ღმერთო ნიტა, რა სისულელებს ამბობ.
- კარგი დროზე იარე გვეჩქარება.
- დამელოდე ყავას ვიყიდი და მოვალ.
- ღვეზელი წამომიღე.
- ვიცი ღვეზელი ჯემით ჰო?
- როგორც ყოველთვის...
                                                        *  *  * 
                                                შვიდი წლის წინ
- მამა რა ხდება,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, გარეთ რატო დგას?
- დედა ცოტა შეუძლოდ გახდა....
- დედააა!
- მოიცადე ნუ ყვირი, ეხლა ჩაეძინა.
- მამა დედას რა სჭირას?ეს ბოლო დროა, უკვე ხშირად ხდება ცუდად.
- დედა უკვე კარგადაა, საშიში არაფერია.
- ეს რა არის, დანიშნულება? წავალ მე ვიყიდი წამლებს.
- არ გინდა, მე ისედაც უკვე ვაპირებდი გასვლას. შენ დედასთან დარჩი და მეც მალე დავბრუნდები.
    საფრანგეთში იმ შობას პირველად მოთოვა, ძალიან დიდი ზეიმი იყო. უხაროდა ყველას დიდს თუ პატარას. განათებული პარიზი კიდევ უფრო გაფერადდა დაემატა ერთი ძალიან ლამაზი ფერი. ფანტელი რომელიც მარიეტად მხარს დაეცა, ყველაზე განსაკუთრებული იყო. სწორედ იმ წუთებში, შემიყვარდა შობის ღამე თავიდან. როცა პატარა ვიყავი ბებიაჩემი მახარებდა გამთენიისას პირველ თოვლს. ეხლა კი ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვან ქალს შევხვდი კიდევ მეორედ. ხანგძლივი ჟრიამულის შემგედ, დაიწყო ათვლა 10...9...8...7...6...5...4...3...2...1 შობას გილოცავთ! ქუჩაში გამოსულნი სამ წლამდე  ბავშვები, დედის კალთას არ შორდებოდნენ, ხოლო ვისაც კი კარგად შეეძლო სირბილი, მშობლები ეძებდნენ. ჯრიამულში გართულნი დიდი თუ პატარა გაოცებით შეჰყურებდნე ფეირვერკების სანახაობას და ვაი რო პირველი თოვლი იყო უფრო ლამაზი.
- შეიძლება?
- კი რათქმაუნდა, დალევთ?
- გმადლობთ მე არკოჰოლს არ ვსვავ.
- ყოველთვის ეს გამოიყურებით?
- უკაცრავად ვერ მიგიხვდით.
- მაპატიეთ უბრალოდ მინდოა მეთქვა,  ყოველთვის ესეთი ლამაზი ხართ?
- არ ვიცი, ალბათ ეს თქვენ უნდა შეაფასოთ.
      ისეთი გაოცებული მიყურებდა, ალბათ კიდევ ელოდა ჩემგან კომპლიმენტს. ჩემი მეგობარი მიახლოვდება და მეუბნება ,,ეს კომპლიმენტი არ არის'' ცხოვრებაში პირველად თავი ვიგრძენი უხერხულად, დარჩენილი საღამო ვცდილობდი მარიეტასთვის თავი ამერიდებინა.
- ძალიან ლამაზი საღამო იყო, იმედია კიდევ  შევხვდებით ერთმანეთს.
- იმედია....
- Bonne nuit!... შეიძლება ერთი წუთით.
- დიახ რათქმაუნდა გისმენთ.
- მართალია საფრანგეთს ხშირად ვსტუმრობ, თუმცა არც ისე  კარგად  ვიცი თქვენი ტრადიციები. ორ დღეში მივფრინავ შეგიძლიათ დამეხლაროთ?
- რათქმაუნდა შემიძლია, ხვალ შევხვდეთ საუზმის შემდეგ.
- Bonne nuit!...
                                ახლანდელო დრო
- აქ რატო მთხოვე შეხვედრა? ბართან ახლოა, შეიძლება გიორგიმ დაგვინახოს.
- ნიტა უკვე რამოდენიმე თვეა რაც ვხვდებით, მემგონი უკვე დროა გიორგის უთხრათ.
- გეგა ეხლა არა, როცა დრო მოვა მე ვეტყვი.
- როდის მოვა ეგ დრო? მესმის რო ჩემი ძმაკაცია და შენი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერები.
- წამოდი წავიდეთ უკვე გვიანია.
- მოიცა და კოცნა?
- ადექი..
- გასაგებია ისევ ლოყაზე...
                              რამოდენიმე წლის წინ
    სიბნელის ძალიან მეშინია,  ერთ საღამოს კი შუქები ჩაქვრა. ჩემს ქალაში ამას მიჩვეული არ ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ბევრი არ მიფიქრია და გიორგისთან ჩავედი დახმარების სათხოვნელად. დამცინა მითხრა: ,,ამხელა გოგოს სიბნელის როგორ გეშინია?'' როცა პირველად შევედი გიორგის სახლში ძალიან ვინერვიულე, თან მეშინოდა.
- სიბნელეში რატო ხარ? სანთელიც კი არ გაქვს ანთებული, ესეთი უშიშარი ხარ?
- წამოდი  ცას შეხედე, რა ლამაზია არაა? ვასკვლავები რა ლამაზია... მიხარია როცა შუქი ქვრება, როდესაც ქალაქი განათებულია, ვასკვლავებს ესე კარგად ვერ დაინახავ.
- რატო მარტო ვასკვლავები? შეხედე ჩემს სახეს ესე უფრო კარგად ჩანს რომ მეშინია ხო?
- აბა დამანახე...
- ხოო... აქ ესე ხშირად ქვრება შუქი?
- არც ისე ხშირად, ცოტაც მოვიცადოთ და მალე მოვა.
- მაშინ მე წავალ.
- მოიცადე ცოტახანიც დაველოდოთ.
- მოვიდააა შუქი მოვიდა!
- ისე გიხარია თითქოს... თქვენათ შუქი არასდროს ქვრებოდა?
- არასდროს, თუმცა ესეთი რამოდენიმე შემთხვევა მახსოვს როცა ბებიასთან ვისვენებდი.
    როდესაც ვცდილობ გავიხსენო, როდის გავხდით საუკეთესო მეგობრები, ამ მომენტის გახსენება ძალიან მიჭირს. გიორგი დამეხმარა საცხობის დალაგებაში და სწორედ ერთად მოვიფიქრეთ ბარის გახსნის იდიაც. სწორედ გიორგი იყო ადამიანი ვისაც სჯეროდა, რომ ოდესრაც ძალიან წარმატებული იქნებოდა ჩემი ბარი. მე ყოველთვის ვეუბნებორი, რომ ეს მარტო ჩემი არა ჩვენიც იყო. არც კი ვიცი საიდან დავიწყო  თხრობა რა გიამბოთ. უკანასკნელი ჩემი ცხოვრების, განვლილი შვიდი წელი, სწორედ გიორგის უკავშირდება.
                        ახლანდელი დრო
- აქამდე სად იყავი?
- საქმე მქონდა. რას ჭამ?
- დაჯექი ახლახანს მოვამზადე,
- უცებ მითხარი, სამზარეულოს მე ვალაგებ?
- არა მშვიდად ჭამე, არაფრის დალაგება არ გიწევს.
- გიორგი ესე რატო მელაპარაკები მოხდა რამე?
- რაღაც მინდა გითხრა?
- რა გემრიელი სპაგეტია, მიდი გისმენ.
- დღეს დამირეკეს საფრანგეთიდან, შემოთავაზება მივიღე დიდი პროექტია...
- უნდა წახვიდე?
- შენც კარგად იცი, როგორ მიყვარს ჩემი საქმე.
- რამდენი ხნით მიდიხარ?
- ორი წლით.
- უკვე დათანხმდი? შემოთავაზებას...
- ნიტა ერთი წუთით მოიცადე... არა ჯერ კონტრაქტისთვის  ხელი არ მომიწერია, მაგრამ მოვაწერ.
- ესე ადგები და წახვალ?
-  ნიტა უკვე შვიდი წელია შენს გვერდით ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, უკვე ძალიან ბევრი მეგობარი შეიძინე. ამ ქალაქში, თავს მარტოსულად აღარ იგრძნობ.
- მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი...
- მიდი მითხარი...
- გავიგე გიორგი საფრანგეთში მიფრინავს, სად მიდიხარ ძმა ჩემს გარეშე? იმედია ბილეთი ორ კაცზეა ხო?
- გეგა ესეთ დროს აქ რას აკეთებ?
- ვაა გივახშმიათ კიდეც, სპაგეტი ჩემთვისაც არის?
- მე წავალ.
- ხვალ გავაგრძელოთ კარგი?
  ყოველ ღამე თითქმის ვერ ვახერხებდი ძილს, თვალს მოვხუწავდი თუ არა, ყოველთვის მახსენდებოდა ის ღამე, უკანასკნეი ღამე საფრანგეთში. სახლი ჩემთვის ყველაფერი იყო, არასდროს არ წარმომედგინა თუ ოდესმე მომიწევდა ცხოვრება სხვა ქვეყანაში.  ვიფიქრებდი? დავტოვებდი ჩემს გქალაქს, არასდროს მიფიქრია მიზეზბზე,  თუ რატო შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. როდესაც ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი, მივხვდი, რომ თავიდან დავიბადე. ცხოვრებაც ახლიდან ვსწავლობდი, მეშინოდა ყველა და ყველაფრის, ადამიანების გაცნობის მეშინოდა. მე ხო ყოველთვის მჯეროდა ჩემი ქალაქის შემდეგ, ცხოვრება არ არსებობდა. ბინა ვიცვალე და საცხოვრებლად ეს ქალაქი ავირჩიე... სწორედ აქ მივხვდი, რომ ჩემი ქალაქისგან განსხვავებით, კიდევ ბევრი სხვა სამყაროა, კიდევ ბევრი განსხვავებული საზოგადოება და  კიდევ ბევრი წესჩვეულებები რაც ჩვენ არ გვაქვს. აქ ტრადიციების მოყვარული ხალხია. აქ უყვართ ერთმანეთის დაჩაგვრადა, თუ ეს ტრადიცებს ეწინააღმდეგება... აქ შეუძლით ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად ფეხზე მყარად წამოდგომა.
- გძინავს?
- არა შემოდი ღიაა!
- რით ვერ ისწავლე ესეთ დროს კარი ღია არ უნდა დატოვო.
- როცა შენ აქ აღარ იქნები, კარს დავკეტავ.
- რატო არ გძინავს?
- არ ვიცი ძველ ნივთებს ვალაგებდი.
- მახსოვს ეს ყუთი, შვიდი წლის წინ არ მომეცი უფლება გამეხსნა.
- ეხლა შეგიძლია გახსნა.
- თუ ეხლაც არ გინდა...
- არა შეგიძლია გახსნა.
- ეს რა არის ამით, თამაშობდეი ბავშობაში?
- კი მამამ მაჩუქა რვა წლის რო გავხდი, ელემენტი დაუჯდა თორე კიდევ მუშაობს.
- მოიცადე აი ელემენდი მომაწოდე.
- ეს შობის ღამეს იყიდაა, როდესაც დედა ნახა მეორედ.
- ძალიან ლამაზია, ეს რა არის?
- მომეცი არ გახსნა დედას სკივრია, ჯერ მეც არ გამიხსნია, სულ თავის საძინებელში თაროზე ინახავდა.
- ჯანდაბა ეს რა არის?
- გიორგი ეს შენ არ უნდა გენახა.
- სისხლიან პერანგს რატო ინახავ?
- მამასისია...
- ნიტა რა მოხდა შვიდი წლის წინ?

გაგრძელება იქნება!

Bonne nuit! ( ღამემშვიდობის! ფრანგულად)
                                                          *  *  *
                                                შვიდი წლის წინ
  ცხოვრება იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ვიდრე ეს მე მეგონა, თითქმის ყოველდღე ვცდილობდი მშობლებისგან თავის დაღწევას. დედაჩემი რომელიც ყოველთვის ჩემს კვებაზე და ჩაცმაზე ზრუნავდა, ვაკრიტიკებდი და გავრბოდი მისგან. არ ვაძლევდი საშვალებას, ბოლომდე ეთქვა ის რისი თქმაც ჩემთვის უნდოდა. როცა უკვე გადაღლილი სახლში ვბრუნდებოდი, დედას აღარ სურდა ჩემთან საუბარი. იმ დღეს დედის დღე იყო, მეგობრებთან ერთად დავგეგმეთ ღონისძიება, თუ როგორ უნდა გამეხარებინა დედა... ვიყიდე ძვირადღირებულიი სუნამო, საუკეთესო თაიგული ავარჩიე და სახლში გავიქეცი. სახლის კარი რო შევაღე სახლში არავინ დამხვდა, ყველა ოთახი სათითაოდ შემოვირბინე გამალებით ვყვიროდი დედაა!!! მეზობელი მიახლოვდება და მეუბნება შვიდო დედა მალე კარგად იქნება... სისწრაფით მივისწრაფოდი საავადმყოფოს გზაზე, ყელში დაგუბებული ცრემლს, მტკიცედ ვიჭერდი და არ ვაძლევდი თავს უფლბას რაიმე ცუდზე მეფიქრა. საავადმყოფოს შესასვლელში, თავჩახრილი მამა დამხვდა. გაოცებული მამას ვეკითხებოდი... დედა სად არის? ნიტა დამშვიდდი დედა კარგად არის მაგრაამ...სიტყვაც არ დავასრულეინე და მის ოთახში შევედი...დედაჩემი ზედაც არ მიყურებდა თავი გვერზე ჰქონდა შეტრიალებული.  ძალიან გთხოვ შემომხედე ჩემთვის. ,,ეს მე ვარ შენი შვილი, მე მოვედი აქ ვარ. '' ექიმები ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობდნენ, ისე ჩუმად, სიტყვები ვერ გავარჩიე.
- მამა დედას რა დაემართა?
- შილო დედა მუცლით შენს ძმას ატარებდა...
- რას ქვია ატარებდა? დედა ეხლა...
- ჰო შვილო სწორედ მიხვდი.
- რატო არაფერი მითხარით?
- ძალიან ბევრჯერ ვცადეთ ეგ, მაგრამ შენ გარბოდი.
- დედა ხო კარგად იქნება?
- გაუვლის...ყველაფერი კარგად იქნება!
    სწორედ იმ მომენტში პირველად, ვიგრძენი თავი დამნაშავედ. მე რომ მცოდნოდა, მე მათ მივხედავდი დავიცავდი ჩემს ძმას, დედაზე ვიზრუნებდი...თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ეხლა კი უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც დედას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ტკივილს. მეგობრების დახმარებით და დიდი ძალისხმევით, გავაკეთე პატარა ვიდეო რგოლი, რითაც მიულოცე დედის დღე.
- დედა ძალიან გთხოვ შეხედე ეკრანს, ეს შენთვის არის.
- ძალიან გთხოვ ნიტა, მარტო მინდა ყოფნა.
- დედა შეხედე ეს მე ვარ, ერთი წლის რო გავხდი მამა მაშინ დაბრუნდა მივლინებიდან.
- ღმერთო აქ რა პატარა ხარ...
- დედა შეხედე აქ პირველად ავიდგი ფეხი, ბებიას  როგორ უხარია.
- აქ ყველას ძალიან გაგვიხარდა.
- შეხედე აქ მამამ პირველად დამსვა ველოსიპედზე.
- აქ კიდე კარგად არ ჩანს, წაიქეცი და იმენი იტირე.
- დედის დღეს გილოცავ!
- შვილო...
- დედა მაპატიე უშენობა, მაპატიე სულ გავრბოდი შენგან.
- მოდი ჩემთან!
- მოდი წავიდეთ აქედან...
- არა შეუძლებელია, ექიმები ჯერ არ მოგვცემენ ამის უფლებას.
- მოდი გავიპაროთ! ის დღეები რაც ჩემს გარეშე გაატარე საკმარისია.
- და ლექციები?
- მარიტა ნიტა გაცერდით, რას აკეთებთ? შვილო დედაშენი სად მიგყავს?
- მამა იჩქარე... გავრბივართ გავრბივართ!
  სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სულ არ არის აუცილებელი, დედა გაახარო ძვირადღირებული სუნამოთი და იყიდო დიდი თაიგული. დედისთვის საკმარისია, თბილი ჩახუტება და გაატარო დრო მასთან ერთად. პატარა ბავშვივით უხაროდა და მომყვებოდა საავადმყოფოდან. მამა გაკვირვებული უკან მოგვსდევდა და ყვიროდა... ,, ფთხილად ნუ მირბიხართ!"
                                    ახლანდელი დრო
- გიორგი წადი ძალიან გთხოვ, უკვე გვიანია.
- არ წავალ სანამ არ მეტყვი ეს პერანგი რას ნიშნავს
-  არ შემიძლია.
- შენი წამოსვლის მიზეზიც, სწორედ ამ დღეს უკავშირდება?
- დაძინებას ვაპირებ.
- მარტო ამ შეკითხვაზე მიპასუხე და წავალ.
- კი.
- მოიცადე!
- რა გინდა?
- მშია...
- ნახევარი საათის წინ არ ჭამე?
- მაინც.
- კარგი წამოდი და მოვიფიქრებ რამეს..
                                      მოგონებები
- გაიცანი გვანცა, ერთად ვსწავლობდით უნივესტიტეთში
- აჰააა....
- მოიცადე სად გარბიხარ, შენთვის ღვეზელი სეუკვეთე აი მოაქვთ.
- გიორგი ძვირფასო, არ ვიცოდი თუ შეყვარებული გყავდა.
- არა ეს... ჩემი მეგობარია ძალიან კარგი მეგობარი.
- არა აშკარად ეტყობა რო ეჭვიანობს.
- რა სასაცილოა, მე და ნიტა....
- მგონი რაღაც გატყდა.
- აქ დამელოდე, ვნახავ და მოვალ.
- რატო ადექი უხერხულია.
- ქალბატონო რას აკეტებთ? იცით რა ძვირი ღირს.
- უკაცრავად გადავიხდით, ნიტა შენ მე გამომყევი.....
                      ახლაელი დრო
- უი მართლა ის გოგო გამახსენე
- ვინ გვანცა?
- ჰო გვანცა, ეგ ხო საფრანგეთშია ეხლა?
- კი იქ არის, რატო მეკითხები?
- კარგია თავს მარტო არ იგრძნობ.
- მოიცადე გავიხსენო შენი სახე...
- არ გინდა.
- არა მართლა სასაცილო იყო.
- მე იმ ბარმენის სახე არ დამავიწყდება, რო გაჰყვიროდა. ჩემი ჭიქა! ჩემი ჭიქა გატყდა!
- ძალიან სასაცილო იყო.
- ნიტა საკმარისია, უკვე ბევრი დალიე.
- მომსდევენ.... მომსდევენ!
- ნიტა რას ამბობ, უკვე ძალიან მთვრალი ხარ, წამოდი დაგაწვენ
- არ წახვიდე...
                              უკანასკელი ღამე საფრანგეთში
    დილა ისეთი ლამაზი, მზიანი იყო. როგორც მსგავსად ხდებოდაა, მამა ოფისში წავიდა, მე კი უნივერსიტეტში გავიქეცი. დედა სახლში დარჩა ნაშუადღევს ბებიასთან აპირება წასვლას. მეგობარმა ჩემს უკან მომავალი მანქანა შენიშნა, მითხრა: ,,ფთხიდად იყავი მგონი შენ მოგსდევს.'' მე ყურადღება არ მიმიქცეია და გზა გავაგრძელე. იმ დღეს მთელი დღეს, ლექციები მქონდა და ძალიან გვიან მომიწია სახლში დაბრუნება.  სახლის კარი შევაღე თუ არა შესასვლელში წითელი ლაქები შევნიშნე. ვიყვირე ,,კარგი რა დედა ისევ პომიდვრის სოუსს აკეთებ? არ დაიღალე?'' სამზარეულეში მაგიდაზე, წერილი დამხვდა წარწერით... ,,შემდეგი შენ იქნები." ბოლო წუთამდე, ეს ყველაფერი  უბრალოდ, ცუდი ხუმრობა მეგონა. ოთახების დათვარიელება დავიწყე. დედა საძინებელში იყო, ეძინა გული დამიმშვიდდა და უთხარი : ,,დედა ეს ცუდი ხუმრობაა" ესე მეგონა ანამდე, სანამ საბანს გადავხედავდი... წინ საშინელი სურათი დამხვდა... დედა მთლიანად, სისხით იყო დაფარული. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და დედა წამოდგებოდა... სასოწარკვეთილი ვეძებდი ,,მამას ვყვიროდიი ,,მამაა დედას რა სჭირს?'' საწოლიდან კი მისი საათი გადმოვარდა, რომელიც მე და დედამ ვაჩუქეთ, გასულ წელს დაბადების დღეზე... მამა შორს არ მიძებნია ისიც დედასთან იყო მის გვერდით...
- შვიდი წლის წინ...
- ჰო ნიტა გისმენ, რა მოხდა შვიდი წლის წინ?
- შვიდი წლის წინ, ჩემი ოჯახი დავკარგე, ისინი საზარელი მკვლელობით საკუთარ სახლსი მოკლეს, შემდეგ კი...
- კარგიი არ გინდა, არ გააგრძელო უკეთ რო გახდები მერე ვისაუბროთ.
- ჩემი მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ გამოვიქეცი.
- ვინ ჩაიდინა? ეს ვინ გააკეთა?
- მამაჩემმა კომპანიისთვის ძალიან დიდი ვალი აიღო.  თანხის დაბრუნება დროულად ვერ შეძლო... ამის გამო კი, დედას და მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- ფუ ნაბიწვრები!
- გიორგი ისინი სისხლში ცურავდნენ, გესმის!!! სიკვდილადე აწამეს და შემდეგ საკუთარ საძინებელში, საბანი გადააფარეს!!
- ჯანდაბა! ძალიან გთხოვ აღარ გააგძელო.
- არ წახვიდე...
- არ მივდივარ აქ ვარ...
                              მეორე დღე
- ჯანდაბა! აქ რას ვაკეთებ? ღმერთო არაფერიი მაცვია...
- დილამშვიდობის!
- აქ რატო დავრჩი? მოიცადე ჩვენს შორის...
- დამშვიდდი არაფერი მომხდარა, ძალიან დათვერი აქ დარჩენა ისურვე, ტანსაცმელიც შენით გაიხადე.
- თავი მისკდება!
- ადექი დაგალევინებ რამეს.
- არა დალევა აღარ მინდა.
- სულელო ჩაის დაგალევინებ...
- გუშინ რა მოხდა? არაფერი მახსოვს.
- არა აქამდეც დაგილევია, მაგრამ ესეთი გახსნილი არასდროს ყოფილხარ.
- რამე არასწორედ გავაკეთე?
- არაფერი მომხდარა მიდი დალიე ჩაი.  მე მეჩრება უნდა წავიდე, დღეს ვხვდები ახალ წამომადგენელებს.
- საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტე?
- კი გუშინ მივიღე გადაწყეტილება.
                                                  *  *  *
    ნაშუადღევს შევნიშნე, გიორგის კარი ღია იყო. მე ისევ ვაგრძელებდი იმის გარკვევას შეიძლება თუ არა ჩემი მშობლების მკვლელი აქ იყოს და მითვართვალებდეს, რადგან ამის განცდა მე ყოველთვის თან მსდევდა. აქამდე თავს გაცილებით კარგად ვგრძნოდი რადგან გიორგი იყო ჩემს გვერდით, მაგრამ ეხლა რა ვქნა? როდესაც ის, აქ აღარ იქნება?  უნდა შევაჩერო! უთხრა, რომ არ წავიდეს... ათას კითხვას უსმევ საკუთარ თავს, თუმცა მე არ აქვს უფლება, მის მომავალს ხელი შეუშალო. გიორგი ამაზე ჰო, დიდი ხანია ოცნებობს. მინდა მიუახლოვდე მის კარს და თითქოს, რაღაც მამძიმებს არ შემიძლია, არ მყოფნის ძალა ერთი ნაბიჯი მაინ გადავდგა. გიორგის ცხოვრებაში ალბათ ერთადერთი, ეგოისტი ადამიან ვარ ვისაც არ უნდა მისი აქედან წასვლა.

- ნიტა მანდ რატო დგეხარ? მოდი შემოდი.
- რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს, ვერ ხედავ ვემზადები.
- კი ვხედავ.
- დილით მივფრინავ, ამ საღამოს რამე მოვამზადოთ. მინდა ყველას ერთად დაგემშვიდობოთ... შენ ყველას დაურეკავ ჰო?
- კი დაურეკავ, კიდე რამეში შემიძლიია დახმარება?
- მოიცადე! შენ რა ტირი?
- არა არ ვტირი, თვალში რაღაც ჩაივარდა.
- მოიცად შემომხედე აბა, ორივე თვალში?
- კარგი გაიწიე რას აკეთებ?
- შენს დამშვიდებას ვცდილობ, არ გინდა აღიარო რო ჩემს წასვლას განიცდი...
- აქ რა ხდება, გადადიხართ?
- გეგა გამარჯობა, კი მეგობარო მე გადავდივარ.
- საით მეც წამიყანე.
- საფრენგეთში მივფრინავ დილით ხუთზე.
-  მეგობარო არ ვიცოდი გვანცამ თუ ამხელა გავლენა მოახდია შენზე.
-  თავქარიანი აფთარი...
- ნიტა რამე თქვი?
- არა არაფერი გისმენდით.
- ამ საღამოს ვიკრიბებით, ჰო მოხვალ? ის გოგოც წამოიყვანე.
- ვინ გოგო?
- შეყვარებული ბარში ყველა ამაზე ლაპარაკობს.
- არა ძმა არანაირი გოგო არ მყავს.
    შვიდი წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა, დედის სახე ბოლოს საავადმყოფოში მახსოვს, როდესაც მის სახეს გადააფარეს. დიდ ხანს ვერ გამერკვია თუ რატო აკეთებდნენ ამას.  მაშინ ვთვლიდი, რომ სინათლე აწუხებდა და ასე უფრო მშვიდად დაიძინებდა. ესე დიდ ხანს მეგონა, რომ დედა კარგად იყო  სანამ არ გავაცნობიეე, რომ ის დავკარგე. ბებია იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩამინერგა სითბო და რწმენა სიყვარული. მისი ტკბილი კალთა კი  იყო ადგილი, სადაც პირველად გულიანად ვიტირე. სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც გაუმხილე რომ მე შეყვარებული ვარ, მან ეს ძალიან დიდი სიხარულით მიიღო და ბევრი რჩევები მომცა, მიყვებოდა ბევრს, მის ახალგაზრდობაზე მიზიარებდა მის ბევრ გამოცდილებებს. ყველაფერი კარგად იყო სანამ მამა სახლში არ დაბრუნებოდა. მამაჩემთან არასოდეს არ მქონა კარგი ურიერთობა, რადგან ჩვენ ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. მამა შეიძლებოდა წელიწადში რამოდენიმეჯერ გამოჩენილიყო ისიც ყოველთვის კომფლიქტი მთავრდებოდა დღე. უკანა ჯიბით სულ იარაღს ატარება და ამაზეც ბებია სულ ეჩხუბებოდა. ,,ბავშვთან მაინც მოერდე. '' მამა არასდროს დასწრებია ჩემს პირველ ზეიმს, არც ჩემი წარმატებული თამაშებზე არ იკავებდა მშობლების ადგილს, არც ჩემ დამამთავრებელ გამოცდებზე არ ყოფილა ჩემს გვერდით. უკვე როდესაც გავხდი 18 წლის, იმ დილით დავინახე მამა დივანზე ეძინა, გამიხარდა გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ ის ჩემთვის დაბრუნდა.
- მიდი სამზარეულოდან მინერალული წყალი მომიტანე.
- რატო დაბრუნდი?
- შენს წასაყვანად მოვედი.
- გიორგი არსად არ წაიყვან, სახლში როგორ შემოხვედი?
- ბებია რა ხდება?
- შენ არ ჩაერიო მიდი გაისერნე ჩვენ ამასობაში ვისაუბრებთ.
- დარწმუნებული ხარ, რო არაფერს დაგიშავებს?
- არა შვილო არაფერს დამიშავებს.
- შენი ბრალიაა ეგ ბავშვი რო კაცად არ გაზარდა.
- და შენ საერთოდ თვლი, რომ კაცი ხარ? ეხლა გაგახსენდა რო შვილი გყავს?
- მე ეხლა მჭირდება, მე რა უნდა მესწავლებინა მისთვის, დედამისივით დამფხალი ჩიტივით ეშინოდა, იარაღის გავარდნის.
- მამა გვერდით სწორედ მაშინ სჭირდებოდა, როცა დედა დაკარგა. ეხლა უკვე თავს თვითონაც კარად დაიცავს, აქედან გაეთრიე!
- გიორგის გარეშე აქედან არ წავალ! გუნდში ერთი ბიჭი დაიღუპა მას შეცვლის, მანამდე კი ვასწავლი ყველაფერს.
- მე ჩემი შვილი ამისთვის არ გამიზრდია, რომ შენნაირ ვიგინდარს დაუთმო, მოვკვდები და გიორგის არ გაგატან.
- რამე მაჭამეთ, როგორ სულ ცარიელია ეს მაცივარი, ფულს ამისთვის ვრიცხავ? მოვდივარ და არაფერი მხვდება.
- შენი ფული ჩვენ არაფერში გვჭირდება. გიორგი მალე დაბრუნდება. ძალიან გთხოვ აქედან წადი.
- ძალიან კარგი, მეც დაველოდები. ისე ელისო ბებო, შენ რამდენ წლის ხარ?
- რატო გაინტერესებს, მეც მომკლავ ისე როგორც შენი ცოლი მოკალი?
- გაჩუმდიი ჩუმად... არააა მე მაიაა არ მომიკლავს! ტყუილია! მე არ მინდოდაა... მან დაიჯინა, სახლიდან გაქცევა უნდოდა, გიორგიც მიყავდა. მე ის მიყვარდა... მე მას ვერ გაუშვებდი... მე ამას არ დაუშვებდი!!!
- საკმარისია! შვილი დაგითმე, გიორგის მე აღარ დაგითმობ!
- ბებიაააა! ბებო რა დაგემართ? ბებიააა ხმა გამეცი!!!
                                                *  *  *
      სწორედ 18 წლის ასაკში დავკარგე ბებო. ვინც ჩემს არსებობას აზრი შესძინა, ის ადაიანი აღარ იყო ჩემს გვერდით. მეც დავტოვე ქალაქი და აქ ჩამოვედი. ახლა კი ისევ დადგა დღე, როცა მე ისევ ვბრუნდები სახლში, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. მამაჩემი? არ ვიცი ალბათ კარგადაა, დღემდე არ ვპატიობ. მისი ბრალია ბებოს გარდაცვალება.
- აიღე ეს გამომართვი...
- ნიტა ეს რა არის?
- დაგავიწყდა? ეს შენ მომეცი მითხარი: ,,იქამდე ატარე სანამ წარმატებას არ მოგიტანს.''
- კი როგორ არა, უბრალო გამიკვირდა ამ ყელსაბამს კიდევ რომ ინახავ.
- რაც შენ გიკავშირდება, მე ყველაფერი შენახული მაქვს...
- კიდევ რამის თქმა ჰო არ გინდა?
- დაღამდა... მალე ყველა მოვაა...
- ნიტა... ნიტაა!
- ჰო რა იყო?
- შენს თავს ელაპარაკები?
- უკვე ყველაერი გავამზადე, ის სალათაც შეენ რომ ძალიან გიყვარს...
- მოიცადე რამდენს ლაპარაკობ, მოდი აქ ჩამოჯექი. მისმინე მე მართალია მივდივარ, მაგრამ ხშირად ვისაუბრებთ ისე იქნება ყველაფერი როგორც აქამდე.
- არ იქნება!
- რატო?
- შენ აღარ იქნები...
    იმ საღამომ განსაკუთრებულად ჩაიარა, მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად გათებაც და აეროპორთში გაცილებაც... ყველაზე მეტად ნიტას ეტყობოდა სევდა თვალებზე. ძალინ ბევრს ვფიქრობ, ჩემი წასვლის შემდეგ ის რას იზავს? იქნება თუ არა ბედნიერი? იქნებ მე ვარ მიზეზი რომ მას არ ჰყავს გვერდით საყვარელი მამაკაცი? არა მე არასდროს ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, უბრალოდ იცის, რომ მისთვის მხოლო საუკეთესო მინდა.
- ყველამ დაძინა, შენ რატო არ იძინებ? წინ კიდევ ოთხი საათია.
- არ მეძინება... უფროსწორედ არ მინდა რო ჩამეძინოს...
- ეგრე რატო მიყურებ?
- გიმახსოვრებ... აი ამ სურათს ვიმასოვრე და არ მინდა ოდესმე დამავიწყდეს...
- ადექი მივდივართ!
- მოიცადე და ესენი?
- სანამ დავბრუნდებით გამოიძინებენ.
- და რას გავაკეთებთ?
- იმას რასაც აქამდე ვაკეთებდით, როდესაც მოწყენილები ვიყავით...
- ჯანდაბა! ლარნაკი გატყდა...
- ჩუმად ნუ იცინი, გავაღვიძებთ...
- ხუმრობ ალბათ ჰო? ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო... მაშინაც კი ვინანე აქ შეპავა...
- ეხლა შეპარვა აღარ მოგვიწევს.
- ეგ როგორ?
- უფროში ჩემი მეგობარია.
- აბა საიდან ვიწყებთ?
- ჯერ ძალიან მსუბუქით დავიწყოთ, წამოდი აი იმ კაროსელზე დაგსვავ.
- კარგი რა, ბავშვი ჰო არ ვარ?
- არც მაშინ არ იყავი ბავშვი.
- რატო აკეთებ ამ ყველაფერს?
- მინდა კარგად დაგამახსოვრდე.
- ისედაც...
- კარგი გაჩუმდი წამოდი ჯიხურში?
- ესაც შენი მეგობრის არის?
- დიახ აქ ყველაფერი, ჩემი მეგობრის არის. მიდი გაიღიმე!
- ეხლა რა ვქნათ? მოდი შემომხედე... არაა აი იქაა კამერა მაღლა...
- მზადაა აბა მანახე რა გამოვიდა?
- ეს რა არის? სულ ერთნაირები რატო გამოვდა?
- იმიტომ რომ, დიდ ხანს მიყურებდი ასე...
- ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ძალიან დიდი მადლობა?
- ნაყინი გინდა? წამოდი გაჭმევ...
- გიო რატო ვართ ასეთები?
- რა კითხვაა, იმიტომ რომ ერთმნეთი ძალიან გვიყვარს.
- ორი წლის წინ ზუსტად ამ ადგილას ერთმანეთს ვაკოცეთ, მაგრამ შენ ამაზე არაფერი არ გითქვამს... შენ არასდროს არ მტოვებდი. ახა კი, მოულოდნლად მიდიხარ...
- ჰო იცი, რატომაც მივდივარ?
- მარტო ეგ არ არის პასუხი ჩემი შეკითხვის.
- მამაა ავად...
- რატო რა მოხდა?
- არ ვიცი, არც მე ვიცი არაფერი კარგად.
- ანუ ის წინადადება, ყველაფერი...
- კი ყველაფერი ტყუილი იყო... წამოდი ტაქს გავაჩერებ.
- რატო ერთად არ მივდივართ?
- ყველლაფერი  მანქანაში მაქვს, მირჩევნია მარტო წავიდე. ესე უფრო უკეთესი იქნება დამიჯერე.
- არა მეც მოვდივარ!
- არ მოდიხარ!
- არ წახვიდე...
- უნდა წავიდე, ნიტა ძალიან გთხოვ ნუ მეწინააღმდეგები ტაქსი გელოდება.
- უკაცრავად წადით, მე არ მოვდივარ.
- არა არ წახვიდეთ, ეს გოგონა სახლამდე მშვიდად უნდა მიიყვანოთ...
- ვერაფერი გავიგე, უნდა წავიდე თუ დავრჩე?
        დილის ხუთის ნახევარია ჩემი რეისიც უკვე რამოდენიმეჯერ გამოაცხადეს. არ ვიცი უნდა მიხაროდეს რო ამდენი წლის შემდეგ ისევ ვნახავ მამას ისევ შევეცდები მასთან საერთო ენის გამონახვას. ალბათ ბებიას სასაფლაოზეც შევძლებ ყვავილების მიტანას ეს ჰო უკვე წლებია რაც არ გამიკეთებია...მივდივარ იქიდან, სადაც ყველაფერი თავიდან მქონდა დაწყებული ვტოვებ მეგობრებს და ნიტას, რომელიც ძლივს დავტოვე. ბოლოს ის ტაქსიც გაუშვა და მითხრა ცოტახანს ისევ აქ დავრჩებიო. გვერდით ხანში შესული მამაკაცი მიახლოვდება, ერთი შეხედვით ეტყობოდა რომ მძიმე ცხოვრება ჰქონდა განვლილი, განა რა ცხოვრება უნდა ჰქონდეს ადამიანს რომელიც მარტოსულია და  ეს ერთი შეხევით ჩანდა მიახლოვდება და მეკითხება:
- შვილო შენ გიორგი ლეჟავა კობრას შვილი ხარ ხო?
- დიხ პატივცემულო, საიდან იცით ჩემი სახელი?
- ჩვენთან ვინ არ იცოდა ეგ, არაჩვეულებრივი ქალბატონის ელისაბედის შვილიშვილი... მის კარგად აღზრდილ შვილიშვილზე მეზობლები ხშირად საუბრობდნენ.
- ჩემთან ახლოს ცხოვრობდით? ეხლა აქ რას აკეთებთ?
- შენთან მოვედი შვილო, უნდა ვისაუბროთ.
- მაპატიეთ, დრო თითქმის აღარ მაქვს 15 წუთში ჩემი რეისია.
- შვილო მე შვილი მყავდა დაჩი, ის 18 წლამდე კარგად გავზარდეთ, ძალიან ძრდილობიან მოწესრიგებული ბიჭი იყო. მოულოდნელად ძალიან შეიცვალა გვითხრა რომ ახალი მეგობრები გაიჩინა, სახლში თითქმის აღარ მოდიოდა...
- ეხლა სად არის?
- მომიკლეს ის ვაჯკაცი მომიკლლეს შვილო...
- ძალიან ვწუხვარ, მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?
- მე ვერა მაგრამ, საკუთარ თავს უნდა დაეხმარო... მამაშენზე ჯერ კიდევ ბევრი რამ, არ იცი, ის შავ საქმეებშია გარეული. ბიჭებს ეძებს ვინც უკვე 18 წლის არის და თავისთან მიყავს, ასწავლის იარაღის მყარად დაწერას და მერე ღმერთმა იცის რას აკეთებენ... სწორედ მაგან დაღუპა ჩემი შვილიც...ბევრი ვიბრძოლე მისი  მკვლელი მომეძებნა, ყველამ უარით გამომიშვა, მეუბნებოდნენ რომ საკმარისი სამხილები არ ჰქონდათ... შვილო არ წახვიდე, თავს დაიღუპა.ვ არაა მამაშენი ავად, მას ხალხი აკლია სათავისოდ... დღეს კიდევ საუბრობენ,  შვიდი წლის წინ ფულის გამო, როგორ დაუხოცა ერთ საბრალო გოგოს მშობლობლები...
- როდის? რა თქვით რამდენი წლის წინ?
- შვიდი წლის წინ შვილო. არაჩვეულებრივი ოჯახი იყო, სიყვარულით შექმნილი. მეორესაც ელოდებოდნენ, ბიჭი უნდოდათ ძალიან და სამწუხაროდ ეგ ბედი ეწერათ...
- ბაბუ სად ცხოვრობდნენ, არ იცით?
- იმავე ქალაქში შვილო, სადაც ჩვენ...
                                                      *  *  *
- გიორგი!
- ნიტა? აქ რას აკეთებ?
- ექვსი ნახევარია, არ წახვედი?
- ვერც მივხვდი დრო, როგორ გავიდა... ბაბუ სად წავიდა?
- ვინ ბაბუა, გიორგი კარგად ხარ?
- აქ იყო აი აქ იჯდა, მე მესაუბრებოდა.
- კარგი დამშვიდდი კარგად ხარ?
- არა გამიშვიიი! არ  მომეკარო...
- რა გაყვირებს? ყველა ჩვენ გვიყურებ... წამოდი სახლში წავიდეთ.
- არსად არ წამოვალ! ნიტა ვერ გაიგე რო არ გამომყვე... აქ რატო მოხვედი? სახლში რატო არ წახვედი?
- უნდა დავრწმუნებულიყავი რო კარგად ხარ?
- კარგად ვარ გესმის! შენი დახმრება არ მჭირდებ. წადი ცოტახანს მარტო მინდა ყოფნა.
- კარგი მაგრამ აქვე ახლო ვიქნები.
- არა სახლში წადი.
- და შენც მოხვალ ჰო?
- არა არ მოვალ! რა გინდა თავს რატო არ მანებებ?
- იმიტომ რომ მიყვარხარ! ახლა გაიგე?
- არა არ შეიძლება! არ შეიძლება, რომ გიყვარდე.
- რატო ჩვენ ჰო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს?
- ეგ არ არის საკმარისი.
- აბა რა არის საკმარისი?
- წამოდი სახში წაგიყვან...
      ყველაფერი როგორ უნდა ყოფილიყო კარგად, როდესაც გავიგე, რომ მამაჩემი მკვლელია თანაც იმ ადამიანის მშობლების, ვისაც ვამშვიდებ და ვეუბნებოდი, რომ მისი მშობლების მკლელს, აუცლებლად ვიპოვიდი და პასუხს მოვთხოვდი. გათენდა თუ არა დღე, ისევ იმ კაცის მოძებნა დავიწყე, რადგან ვიცოდი, რომ გაცილები მეტი იცოდა ამ ამბის შესახებ, ვიდრე მიამბო. ბევრი ძებნის შემდეგ, მე ის ადამიანს ვერ მივაგენი, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდენ მივიღე წერილი ბებიასგან. მას წერილი გარდაცვალებამდე ჰქონა დაწერილი, კიდევ რამოდენიმე დღე დამჭირა, იმისთვის რომ გამეხსნა.
  ,, გამარჯობა ჩემო ცქრიალა ბიჭო როგორ ხარ? დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად ხარ. ეს წერილი დაგიწრე იმისთვის, რომ როდესაც მე აღარ ვიქნები გადაშალო და წაიკითხო. ძალიან გამიმართლა რომ ესეთი ბიჭი მყავს. ბებო თავს გაუფთხილდი კარგი? თავი არავის დააჩაგვრინო. რაც არ უნდა მოხდეს, შენ ყოველთვის იდექი შენს სიმაღლეზე. თუ ქალი შეგიყვარდება, არ დათბო არავის და არაფრის გამო. მოეფერე, დაიცავი ბევრი სულპრიზი გაუკეთე, ქალი ბევრად ლამაზია, როცა გერდით საუკეთესო მამაკაცი ჰყავს. მამაშენისგან თავი ყოველთვის შორს დაიჭირე, ის გაგაბრიყვებს, შენს ნდობას დაიმსახურებს და მერე მოგატყუებ ასეთია მამაშენი. დედაენი შენს დაცვას შეეწირა. მას შენი დაცვა უნდოდა და ამიტომ ცდილობდა სახლიდან გაქცევას, მაგრამ მამაშენმა გამოიჭირა მოაბრუნა და სწორედ მაშინ მოხდა ის უბედურება. დედაშენი გმირი იყო, შვილისთვის თავი გაწირა და შემდეგ შენი თავი, მე ჩამაბარა და კიდევ კარგი შენ მამაშენის არცერთი თვისება არ გამოგყვა. შენ საუკეთესო შვილი ხარ და მე მიხარი ისეე მოვკვდები, რომ შენზე დარდი არ გამყვება. ჩემო ბიჭო თავს გაუფთხილდი!  დიდი სიყვარულის შენი საყვარელი ბებო ელისაბედი''
- კარგად ხარ?
- არა ნიტა. არ ვარ კარგად...
- გინდა რამე გავაკეთოთ?
- კი ჩემეხუტე...
- გინდა ჩაი გაგიკეთო?
- არა არაფერი არ მინდა,  ასე ვიყოთ ცოტა ხანს.
- აქ რა ხდება?
- არაფერიც არ ხდება, გიორგია ცოტა ცუდად.
- მეგობარო რა ხდება?
- არაფერია გამივლის.
- ნინოაა აქ, ბარი დიდი ხანია რ გაგიხსნიათ და ხალხი პანიკასია უკვე. რომელიმემ მაინც, ჰო უნდა მიაქციოთ ყურადღება?
- ჯერ ნიტას და გეგას სასიყვარულო ურთიერთობები, ეხლა კიდე, გიორგის დეპრესია. ვინმე აგვიხსნის ბარი როდის გაიხსნება?
- ნინო გაჩუმდი!
- მოიცადე ერთი წამით. თქვენ რა ერთმანეთს ხვდებით? და ის გოგო... ბრავო შესანიშნავია და ყველაფერს, ბოლოს მე უნდა ვიგებდე.
- ყველაფერს აგიხსნი?
-რა უნდა ამიხსნა? რამოდენიმე დღის წინ მე მეუბნებოდი არ წახვიდე, სიყვარულიც კი ამიხსენი...
- რა ჯანდაბა ხდება?
- გეგა ეგ, შენს შეყვარებულს ჰკითხე... მე კიდე გამეტარეთ სუფრთა ჰაერი უნდა ჩავყლაპო...
- და ბარი?
- ნინი რა დროს ბარია? ნიტა ამიხსნი რა ხდება?
- გამატარე!
- ,,მე ისევ სასიყვარულო სამკუთხედსი მოვხვი, ვინმე ამიხსნით სად გდიაა ჩემთვის კაცი?'' ))
                                                      *  *  *
      ნიტა რამოდენიმე დღეა არ მინახავს, სახლიდან გარეთ არ გამოდის ბარიდან კი ყოველდრე მოდიან თანამშრომლები საყვედურებით როდის გაიხსნება? მამაჩემის მეგობარმა დამირეკა. გავიგე რო მამაჩემი, საგიჟეთში გამუდმებით დედაჩემი ელანდებოდა და თავი ჩამოიხჩო. რა უნდა განმეცადა არც ვიცი უნდა მეტირა? რატო ან ვისთვის, უნდა დამეღვარა ცრემლი? ადამიანმა ვინც მომიკლა დედა და ბებია, დაუნგრია ბევრ ადამიანს ცხოვრება. საშიელი ხმაურს შემდეგ ნიტას სახლში ავირბინე. კარის შემტვრევა მომიწია, რადგან შიგნიდან ჩაკეტილი ჰქონდა.
- გიორგი რას აკეთებ? კარი რატო გატეხე?
- ხმაური გავიგე და შემეშინდა, ვიფიქრე რამო ჰო არ მოხდათქო, მაგრამ როგორც ჩანს კარგად ხარ.
- კი იატაკს ვხეხავს, წავიკითხე რო დეპრესიას დალაგებ შველის.
- ეგ თუ გიშველიდა თორე, ეს სახლი მე დიდი ხანია ასეთი დალაგებული არ მინახავს.
- რა გაცინებს?
- სადაა შენი შეყვარებული, რატო არ გეხმარება?
- დავშორდით... და არც არადროს იყო ჩემი შეყვარებული. უბრალოდ ვხვდებოდით
- აბა მაშინ დეპრესია რატო გაქვს?
- შენს გამო, ჰო სწორედაც რომ შენს გამო. ადექი და წახვედი ერთხელაც არ მოგიკითივარ როგორ ვარ რას ვშრები, რამე ჰო არ მჭრდება?
- ნიტა ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით.
- რატო იმიტომ რომ მამაშენი მკვლელი იყო?
- შენ საიდან იცი?
- გიორგი მე ყველაფერი ვიცი, ადვოკატი მყავდა ვინც ყველაფერი გამოიძია ისიც, ვიცი რო ჩემი მშობლები მამაშენმა მოკლა... მე ეს დიდი ხანია ვიცი.
- და მე რატო არაფერი არ მითხარი ამის შესახებ? ან ის რო ეძებდი?
-  მე რო ყველაფერი მეთქვა შენ წახვიდოდი, მე კი შენი დაკარგვა არ მინდოდა. გიორგი ჩემთვის აზრი არ აქვს, ვისი შვილი ხარ მე გაგიცანი ესეთი. მე აქ ჩამოსულმა, როცა ვიცოდი რომ არავინ და არაფერი ვიყავი. დამასწმუნე რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არ მომკვდარვარ. გიორგი შენ შემაყვარა ყველაფერი, რაც კი არსებობს. მხოლოდ შენს მხარზე მინდა ტირილი ყველაფერზე. მხოლოდ შენ შემიძლია გკითხო, მიხდება თუ არა ახალი პენუარი. შენი დამსახურებაა ეს ყველაფერი გესმის!!! მე დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს შენი დამსახურებაა! არ მინდა შენი დაკარგვა...
- იცოდი რო შენზე ვგიჯდები?!
- კი განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საცოდავ სახეს ვიღებ. :))
- რა გეგმა გაქვს?
- ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!


დასასრული!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები