ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2019


29.12.2017 - 26.03.2019

* * *
ქვეყნის ვეღარ ვარ მეცანი,
მოვვლე მიწა და მე ცანი,
უწყიათ მანჭვა-ღრეცანი,
კაცნი გამხდარან ბეცანი.

29.12.2017

* * *
Лай щенка.
Меняю в мобильнике звонок
- скачал из Гугла ...

17.01.2018

* * *
დიუნებიდან
ქარხორშაკის შორიდან ყეფა ...
წლების საპალნე
თითქოს იყოს ათასი ეფა.

27.03.2018

* * *
ცხოვრებამ იწამა,
"მომიხმო მიწამა",
მოყვასმა - რომ მოვკვდი
მაშინღა მიწამა.

11.12.2018

* * *
კითხვა რომ დაგესვათ,
რას ვშვები, დავძენდი:
დრო გადის,
დრო გადის
და მგონი გავძენდი.

12.12.2018

* * *
შემოდგომის დეჟავიუ -
ძველი წიგნიდან
ხმელი ფოთლები ...

11.02.2019

* * *
У букиниста.
Уголки страниц почти протерлись
- Камо-но Темэй.

14.02.2019

* * *
ცამ იფერმკრთალა,
დაღალულ ქალაქს
ძველ ლამფის შუქზე ხატავს ნიკალა.

20.03.2019

* * *
ეხ, იულიუს,
ჭკუა არ გეყო,
ვერ შეიშნოვე წლები დიდების,
არა და გითხრეს,
თავს გაუფრთხილდი,
გეშინოდესო მარტის იდების.

15.03.2019

* * *
წაუკითხავი დღეებით სავსე,
უკვე დასრულდა, მორჩა ზამთარი,
ხეებს დაფერავს მარტი მზეებით,
გამოიღვიძებს ვაზის ნამხარი.

21.03.2019

* * *
ისევ აცივდა. მარტის მთვარე
ღრუბლებში გაქრა -
მომღიმარე ჩეშირის კატა.

26.03.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს