ნაწარმოებები



ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 მარტი, 2019


  ჩამოტვირთვა

კოუკეი კოძიმა - თანამედროვე იაპონელი მხატვარი, სან-სუის დიდოსტატი

კოუკეი კოძიმა (დაბ. 1931 წელს) - თანამედროვე იაპონელი მხატვარი. მის ყველა სურათზე ნახავთ მთებსა და წყალს - მდინარეს, ტბას, ზღვას ან წვიმას. მთები, მამაკაცური საწყისის მქონე იანს გამოხატავენ. კოძიმას ნამუშევრებში სტაბილურობა, სიმძლავრე, მდგრადობა, რომელიც მამაკაცურ იანს ახასიათებს და მთის პეიზაჟებით არის მოცემული, ჰარმონიულად ერწყმის ქალურ ინს - მოძრაობის, ჰაეროვნებისა და ცვალებადობის საწყისს - მდინარე წყალს, ჩანჩქერს თუ მთის მდუმარე ტბას. ინის და იანის ჰარმონიული წონასწორობა და ამავე დროს მათი მუდმივი მოძრაობა, კოძიმას ნახატებს მისტიურობის ელფერს სძენენ. კოძიმას ყველა ნახატზე ჰყავს გამოხატული ადამიანიც. სოფლის ადამიანი, რომელიც ბუნების ჰარმონიულ გარემოში ცხოვრობს, შრომობს და უბრალოდ, ჩანს. კოძიმას ნახატები გვახსენებენ რომ ღმერთმა ადამიანი ამ გარემოში საცხოვრებლად შექმნა. კოძიმას ნახატებში ვერსად ნახავთ ქალაქს ან ქალაქურ პეიზაჟს - ქალაქებში ჰარმონია არ არსებობს. ქალაქი არ არის ადამიანის საცხოვრებელი ადგილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები