ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
27 მარტი, 2019


ჩემი პროფესია

                                                                                      ჩემი პროფესია
    დედაჩემი ყოველთვის მარწმუნებდა, რომ ჩემგან არასოდროს დადგებოდა კარგი ჟურნალისტი. ბავშვობიდან ყოველთვის გარეული ვიყავი უცნაურ ისტორიებში. ყოველთვის  მიყვარდა ძიება ადამიანების პირად ცხოვრებაზე,  ვეძებდი მათთვის მთავარ პრობლემას და ვცდილობდი ამ პრობლემის ამოხსნას. დედა გამუმებით ,,თავის ტკივილს\\\" მეძახდა და ყოველთვის ჩემს ძებნაში იყო, მაშინ როდესაც 9 წლის ვიყავი სახლიდან გავიპარე, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მეზობლად ცხოვობდა ერთი გოგონა რომელსაც, ჰქონდა ჯამრთელობის პრობლება. თამაშის დროს, ის მოულოდნელად გონებას კარგავდა, ამის შესაებ კი მის მშობლებს არაფერს უყვებოდა. ამბობდა რომ მას დაავადება მალე დაღუპავდა და მისი  საბოლოო სურვილი იყო, რაც შეიძლებოდა მაღალ სიმაღლეზე ასულიყო. გოგნას ამ ოცნების ასრულებაში კი, ვეცადე მე დავხმარებოდი და ავედით ჩვენივე საცხოვრებლის სახურავზე, რომლის შენობაც ათ სართულს წარმოადგენდა. იმ ასაკში ეს სიმაღლე ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა და ძალიან შემეშინდა. გოგონამ ტირილი დაიწყო, რადგან მას ოცნება აუსრულდა. რამოდენიმეჯერ  მკითხა: შემეშინდა თუ არა? მე კი, ვცდილობდი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, როგორც ეს ძლიერ  ვაჟკაცებს შეეფერება და ვპასუხობდია. ,,არა რა სისულელეა, არ მეშინია. \\\" რამოდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მშობლებმა გვიპოვეს და ძლიერ განგვკითხეს ჩვენი საქციელის გამო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონას გული მისდიოდა მხოლოდ იმის გამო, რომ არ იკვებებოდა სრულყოფილად. რატო გავიხსენე ეს ამბავი? ამ ისტორიას კიდევ უფრო საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. მის შემდეგ, როდესაც მე მას შეკითხვები დაუსვი. ჩავეძიე, თუ რატომ იქცეოდა ასე? რატო გარბოდა გამუდმებით სახლიდან?  მან კი ამდენ შეკითხვებს მხოლოდ ერთი პასუხი გასცა. ,,გიპასუხებ იმ შემთხვევაში თუ შენ გახდები ჟურნალისტი და აუცილებლად დაწერ ჩემზე.  სამწუხაროდ მის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მისი ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. დავკარგე მისი კვალი, თუმცა მე კარგად მახსოვს, ის პირობა რაც მაშიმ მე იმ გოგონას მივეცი. დედაჩემს არასდროს არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით რომ მინდოდა გამოვსლიყავი კარგი ჯურნალისტი ყოველთვის წინააღმდეგობას მიწევდა. მამა კი პირიქით, პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას და მეუბნებოდა. ,,იყავი ჟურნალისტი იმ შეთხვევაში, თუ  იპოვი საკუთარ თავს...\\\" დედა იურისტია, მამა კი მცირე ბიზნესებით არის დაკავებული.
*  *  *
- გამარჯობათ ჩემი სახელია გაბრიელი....
- დიახ, მობრძანდით უფროსი კაბინეტშია და გელოდებათ...
- ვაა გაბოს გაუმარჯოს როგორ ხარ?
- გმადობთ კარგად, სულ ნახევარის საათი მაქვს დრო და ცოტახნით შემოგირბინეთ. სამქმე მაქვს თქვენთან.
- მიდი გისმენ ხო მშვიდობაა?
- კი კი მშვიდობა, უბრალოდ ახალი საქმე ავიღე. თუ გახსოვს ქალბატონი სოფია? მან მითხრა რო კარგად იცნობთ. მაინტერესებს სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- კი როგორ არა, სოფია მაგარი ქალია. გავიცანი აქ, მაშინ დამხმარეს  ვეძებდი და ვაკანსის თაობაზე იყო მოსული. არა ძალიან ლამაზი ქალი კია, მაგრამ სულელი.
- ესეიგი უარი უთხარით?
- კი უარი უთხარი. მან კი ჩემი მოძებნა, სხვა კუთხით სცადა. დღემდე არ ვიცი, საიდან გაიგო რომელ ბარში დავდიოდი. იქ ვნახე მეორედ.
- შემდეგ?
- რა შემდეგ? სახლში ავიყვანე...
- კარგით გასაგებია აღარ გააგრძელოთ, მაინტერესებს თქვენი ურთიერთობა, რამე კავშირშია ამ ახალ ამბავთან?
- არა გაბო, მე ეგ ქალი დიდი ხანია არ მინახავს. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე მგონი. ბარში ვიღაც კაცთან ერთად იყო ყურადღება არც მიმიქცევია...
- შეხედე, ამ სურათს, ეს პიროვნება იყო?
- არ ვიცი ძმაო არ მახსოვს, ხო გითხარი ყურადღება არ მიმიქცევია.
*  *  *
  სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე იურისტის განხრივ. ეს ყველაზე მეტად, დედაჩემს გაუხარდა, რადგან წლების განმავლობაში მისი რჩევები უშედეგო არ აღმოჩნდა და მეც მის მსგავსად კარგი იურისტი დავდგებოდი. დედა ხშირად მიმეორებს: ,, იყო იურისტი გულისხმობს, ისწავლო საკუთარი თავის რწმენა, ირწმუნე საკუთარი თავი. \\\" კარგი იურისტი გაცილებით მეტ შეკითხვას სვავს ვიდრე ჟურნალისტი, უფრო მეტს წერს ვიდრე მწერალი, ისმენს უფრო მეტს ვიდრე ფსიქიატრი და კითხულობს უფრო მეტს ვიდრე რედაქტორი. ყოველთვის მიყვარდა წერა, როდესაც რამე ძალიან მაწუხებდა. ამ პროფესიამ კი, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მომცა, მესაუბრა ღიად და ვყოფილიყავი უფრო დავდაჯერებული. იურსტი არის პროფესია, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი, თუმცა არის მეორე პროფესიაც, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე მეგობარმა იციან, რომელიც  ჯერჯერობით არის ჩემი საიდუმლო. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ, მიყვარს სიახლეები და არასოდეს უშინდები მათ. მიყვარს აღმოჩენები და ეს საშუალებას მაძლევს უფრო განვითარებული გავხდე. ყოველთვის ვარ მომზადებული, როდესაც ჩემ კლიანტთან მივდივარ შეხვედრაზე, ყოველთვის ვცდილობ დათქმულ დროს მივიდა.
*  *  *
- მაპატიეთ ისევ დამაგვიანდა...
- არაუშავს დაბრძანდით. გავარკვიე იმ ადამიანის საცხოვრებელი ადგილი, ვინც გაიძულებდათ ფული უკანონოთ გადაგეტანათ საზღვარზე.
- მერე რას უცდით, ადექი წავედით!
- როგორ ფიქრობთ მე არ ვიყავი? ქალბატონო მე შევხვდი მას, ის ამტკიცებს რო მასაც ისევე ემუქრებიან, როგორც თქვენ.
- როგორ დაიჯერეთ, იტყუება!
- ქარბატონო როგორ ფიქრობთ, დამნაშავე ასე მშვიდად იჯდებოდა სახლში და გაგცევას არც ერთი წუთით არ ეცდებოდა? არცერთი ხელმოსაკიდი მაგალითი არ მაძლევს საშვალებას, რომ ის დამნაშავედ ვცნო.
- რას ამბობთ, რომ მე ასე მშიდად ვიჯდე, სანამ სახლში არ მომივარდებიან და ისევ ჩემს მოკვლას არ ეცდებიან?
- ნუ ნერვიულობთ თქვენს სახლს, 24 საათი წარმატებული ოფიცრები იცავენ. სანამ ჩვენს ხელში ხართ, საფრთზე არ გემუქრებათ.
- არ ვიცი, რაც შეიძლება მალე დაასრულეთ ეს საქმე უკვე დავიღალე, როდემდე უნდა მიყურონ თქვენ ძაღლებმა, როგორი გამოვდივარ აბაზანიდან შიშველი.
- არა როგორ გეკადრებათ ჩვენი ბიჭები, ასეთები არ არიან.
- არ ვიცი, მაგრამ რაც შეიძლება მალე დაასრულეთ ეს საქმე. ამდენ ფულს რაში ვიხდი...
*  *  *
  ყველაზე რთული საქმეა რაც უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ამიღია. ყველაზე უტაქტო ქალბატონია, ყველანაირად ვეცადე მას სწორად მივდგომოდი, მაგრამ არ გამომივიდა. უკვე ყველანაირად ვცდილობ თავის შეკავებას რო რაიმე ზედმეტი არ წამომცდეს. ყოველ უქმე დღეს ლანჩზე, რამოდენიმე მეგობარი ამოდის ჩემთან და ერთად განვიხილავთ ჩვენს ყოველდღიურობას. სულ სამი საუკეთესო მეგობარი მყავს გუგა მელანო და რატი. გუგა საბავშო ბაღის დირექტორია ამბობს რო თავად ისევ ბავშვია და ადვილად პოულობს საერთო ენას ბავშვებთან. მელანო დიზაინერია და ძალიან უყვარს თავისი საქმე. აი რატი კი ჯურნაილისტია. ჩემგან განსხვავებით მან ჩააბარე იმაზე რაც უნდოდა და არა იმაზე რაც მშობლებს უნდოდათ მისთვის.
*  *  *
- როგორც ყოველთვის მადისაღმძვრელია, გაბო ბადლობა.
- გემრიელად მიირთვით. რატის კიდევ არ დაურეკავს?
- მე ველაპარაკე გუშინ.
- არც გამიკვირდები. მელანოს გარდა მგონი ყველა დაავიწყდა.
- არამგონია მეკითხებოდა ბიჭებს, რომელი სუნამო წამოვუღოვო?
- და შენ რა უპასუხე?
- გუგა რა შეკითხვაა? უთხარი ჩემი ოცნების სუნამო.
- ზუსტად ვიცოდი, რომ მაგას იზამდი. ანუ ჩამოდის?
- არ ვიცი, მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
- გაბო მიდი შენ მოყევი, რა ხდება იმ ქალზე? ისევ ისეთი პრეტენზიულია?
- არა რა, მაგას მაინც ნუ გამახსენებთ. დღესაც შევხვდი და მიკვირს თავი, როგორ შევიკავე.
- მე ხო გეუბნებოდი გაეპრანჭე და აი, ნახავ სხვანაირად მოგიდგება.
- კარგი რა მელონო... რა უნდა გავეპრანჭო? ეგ ქალი გიჟია.
- მერე რა, მჯერა, რომ შენ ამას გაუმკლავდები.
- მოიცადეთ, დაავასრულოთ ამ თემაზე საუბარი.  კიდევ, რაღაც უნდა გითხრათ.
- მიდი აბა გისმენთ.
- ჩვენი სპორტის მასწავლებელი, გახსოვთ? ბატონი არჩილი. სპორტის ფედერაციის უფროსი გახდა. დღეს ვიყავი მის ოფისში მისული.
- ვაა რა მაგარია, ხო მოგვიკითხე? რა დამავიწყებს მისი თამაშს, არცერთ ბურთს არ მაზავდა ფარში...
- მელანო მომისმინე, მარტო ეგ არ არის. გავარკვიე, რომ ადრე რაღაც ურთიერთობა აკავშირებდათ.
- მერე რა, მაგას ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სულ მსგავსი ურთიერთობები ჰქონა. არ გახსოვთ? ფიზიკის და ლიტერატურის მასწავლებელმა, არჩილის გამო, რომ იჩხუბეს და ბოლოს, როგორს მახსოვს გაირკვა ორივეს  ერთდროულად ხვდებოდა.
- კი, როგორ არა მახსოვს.
- მის შემდეგ შევხვდი ეჭვმიტანილს და მან მითხრა, რომ რამოდენიმე დღის წინ, ისინი ერთად ნახა.
- რა გამოდის ანუ, თავად არჩილი ემუქრება?
- დაზუსტებით ვერაფერს ვიტყი. კიდევ მეტი ფაქტები მჭირდება.
*  *  *
    ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ვარჯიშისღვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, თუმცა მაინც ვცდილობ, დღეში ერთი საათი, მაინც დაუთმო ვარჯშს დრო. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ სწორი კვებასთან ძალიან ახლოს ვარ. დედაჩემი კვირაში ორჯერ, თავის დამხმარეს უშვებს ჩემთან, რადგან მაცივარი საკვებით ამოავსოს. დედაჩემისთვის არ არსებობს დრო, ადგილი ის ნებისმიერ დროს დარეკავს და მკითხავს ,,რა შეჭამე დღეს? ცალკე სწორედ ამ მიზეზის გამო გადმოვედი საცხოვრებლად. უკვე 27 წლის ვარ, თუმცა დედაჩემი მაინც ცდილობს, მუდმივად აკონტროლებს ჩემი ცხოვრება. თვლის, რომ ისევ ბავშვი ვარ და არასოდეს გავიზრდები. ეხლაც როცა იურისტი ვარ და მითუმეტეს, როდესაც მაქვს ჩემი საქმე. ყოველთვის ცდილობს ჩაერიოს ამბობს, რომ ჩემზე გამოცდილია და დამეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში. ყველაზე მეტად, ოჯახის წევრებთან მიჭირს ემორციების კონტროლი, მითუმეტეს თუ საქმე დედას ეხება.
*  *  *
- მამა შენ აქ  რას  აკეთებ?
- სახლში არ შემომიპატიჯებ?
- კი, როგორ არა შემოდი. უბრალოდ გვიანია და ვიფიქრე რამე ჰო არ მოხდა.
- არა შვილო მშვიდობაა, დედაშენი დაქალებთან ერთად წავიდა. მეც სახლში მარტო ყოფნა მომბეზრდა და შენთან წამოვედი.
- დალევ რამეს?
- კი ლუდს დავლევ. მომიყევი რა ხდება შენსკენ?
- ახალი საქმე ავიღე, ეხლაც სწორედ მაგაზე ვმუშაობდი.
- ძალიან დაღლილი სახე გაქვს. მოდი, როდესაც მაგ საქმეს დაასრულებ სადმე წავიდეთ. თუნდაც სათევზაოთ.
- მამა დიდი სიამოვნებით, მთავარია ეს საქმე დავასრულო რაც დავიწყე.
- დაასრულებ შვილო, შენ ძალიან ყოჩაღი ხარ!
- ბიზნესში რა ხდება?
- მეც ალბათ მალე პენსიაზე გავალ ვგრძნობ, რომ გული მაქვს ცუდად. დედაშენს კი არ ესმის, რომ უკვე ვბერდები.
- კარგი რა მამა, რა დროს სიბერეზე ფიქრია.
*  *  *
    ხანგძლივი საუბრის შემდეგ, მამას დივანზე ჩაეძინა. მე კი, ისევ მუშაობა გავაგრძელე. თავისუფალ დროს სათევზაოთ მიდივართ მე და მამა. იქ ვსაუბრობ ყველაფერზე, მამა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც არაფერს ვუმალავ. პირველად თევზს ხელით ვიჭერდი, და ძალიან მიხაროდა, თუმცა მალევე ვუშვებდი. ბავშვობიდან კატაგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რამის ან ვინმეს მოკვლის, არ ჰქონდა აზრი ეს ცხოველი იქნებოდა თუ თევზი. ალბათ იქიდანვე მეტყობოდა, ჩემგან რაც გამოვიდოდი. უკვე ღამის 02:00 საათია და ტელეფონზე თომა რეკავს, ის ჩემი დამხმარეა.
*  *  *
- ბიჭო სოფია გაიქცა...
- რას ქვია გაიქცა? კარგად მოძებნეთ მანდ იქნება...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები