ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2019


ჩემი პროფესია

                                  ნაწილი მეორე
- დაუყოვნებლივ აქ მოდი, არეულობაა.
- კარგი მოვდივარ! ნახევარ საათში მანდ ვიქნები.
- შვილო, რა ხდება? ასეთ დროს სად მიდიხარ?
- მამა დაიძინე. მე მალე დავბრუნდები.
- კარგი შვილო, თავს გაუფთხილდი!
*  *  *
    თომა არასოდროს მირეკავს, თუ საქმე, სერიოზულ პრობლემას არ ეხება. უკვე ორი წელია, რაც თომა ჩემი მეწყვილეა. ჩვენი მეგობრობა სასწავლებლიდან დაიწყო, როდესაც ჩვენ ერთ, ჯგუფში ვსწავლობდით. თომამ, რაც ცოლი მოიყვანა, მის შემდეგ სამსახურის გარეთ, ვეღარ ვახერხებ  შეხვედრას. ეხლა მითუმეტეს, მამა გახდა და იძახის, რომ დრო საერთოდ აღარ რჩება. ძალიან უყვარს მეუღლე. თათბირზეც, როცა ყველა მნიშვნელოვან საქმეს განვიხილავს, ის მისი ცოლისთვის, ეძებს ჩანთას ახალი კოლექციიდან.
- რა ხდება? სოფო სადაა?
- ახალი არაფერია.
- ეს როგორ მოხდა?
- უკვე გვაინი იყო. ბიჭები ბაღში გავიდნენ, მეც მარიმ დამირეკა. გაბის ვერ აძინებდა და ცოტახნით მასთან სასაუბროდ გავედი. ბიჭებმა ოთახში სინათლე შენიშნეს. რო ავდით, სოფო უკვე ოთახში აღარ იყო. საწოლზე კი, ეს წერილი დაგვხვდა.
- მანახეთ აბა, რა წერია? ,, ბიჭებო ცოტახნით გავისეირნე, ჩემზე არ იდარდოთ. მალე დავბრუნდები.\" არა რა, ჰო ვამბობდი?! გიჟია ეს ქალი.
- არ ვიცი ძმაო, ჩვენ მართლა ყველანაირად ვეცადეთ...
- წადით დაიშალეთ! ამაღამ მე დავრჩები. თომა შენ კიდე, წადი ცოლ-შვილს მიხედე.
- არა ძმაო. ეს შენს მოვალეობაში არ შედის.
- გეუბნებით წადით! დაიშალეთ, დანარჩენს მე მივხედავ.
*  *  *
    სოფია, სხვა კლიანტებისგან განსხვავებით არასდროს საუბრობს ბევრს. არ უყვარს, როდესაც მასზე მეტს ვიგებებ, ცდილობს რაც შეიძლება მეტი დამალოს საკუთარ თავზე. ამბობს, რომ საინტერესო ქალია და მას გარშემო ბევრი ახვევია თავს, თუმცა მარტო ცხოვრობს. მამა ადრე გარდაეცვალა, დედას კი, წლების განმავლობაში საავადყოფოში მკურნალობს. ყავს ძმა, თუმცა არც მასთან ჰქონია დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა. მისი სახლი, ერთი შეხედვით დიდ სჩანს, თუმცა ძალიან მყუდროა. ძალიან უყვარს ცხოველები. მის ოთხფეხა მეგობარს, ოჯახის წევრად მიიჩნევს.
*  *  *
- ოჰჰ, რა პატივია თქვენი აქ მობრძანება! დაბძანდით! ყავას მოგართმევთ თუ ჩაი? სად წავიდნენ შენი ბიჭები? მიხვდით არა?  ჩემი დაცვა შეუძლებელია სახლში გაუშვი.
- ქალბატონო, არასწორედ მოიქეცით. ჩვენ თქვენს დაცვას ვცდილობთ.
- შემომხედეთ... მეტყობა მე, რომ დაცვა მჭირდება? იმ ძარლებმა... იუჰ! მაპატიეთ. თქვენს ოპიცრებმა, ისიც კი ვერ გაარკვიეს სახლიდან როგორ გავედი.
*  *  *
- ნასვამი ხარ?
- წადით! თავი დამანებეთ. თქვენი დაცვა არ მჭირდება.
- იქნებ ჯობია. კიბეზე ასვლაში დაგეხმაროთ.
- შენი დახმარება არ მჭირდება! მარტოც კარგად გავართმევ თავს...
- ქალბატონო! კარგად ხარ?
- არ მომიახლოვდეთ! ჩემით ავდგები.
- დარწმუნებული ხარ?
- ისე, რამდენი ხანია რაც გიცნობ?
- არ ვიცი ალბათ რამოდენიმე კვირა... ფთხილად! ისევ ეცემით.
- ოფიცერო! ჩემზე ნუ ღელავთ.
- მე არ ვარ ოფიცერი.
- ოოჰ, აბა ადვოკატი?
- ქალბატონო უკვე გვიანია, თქვენ დაიძინეთ მე გათენებას დაველოდები და წავალ.
- არა რა, ის ბიჭი ხელიდან გასაშვები არ იყო...
- რა თქვი? არა რა, ყველაზე საინტერესო მომენტში გაითიშა.

*  *  *
    ვერც კი ვხვდები აქ, რას ვაკეთებ? ასე ადრე არასდროს მოვქცეულვარ. თომას ზარმა ძალიან ამაღელვა. საკუთარ თავზე ავიღე, მისი დაცვა და რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერ დაუშვებდი მას, რამე მოსვლოდა. ერთი ასეთი საფრთხე, უკვე გადავიტანე და მეორედ ნამდვილად აღარ მინდა განმეორდეს. როცა საქმე ყველაზე არაპუნქტუალურ ქალს ეხება, იქ პრობლემები ყოველთვის იქნება. მთვრალი პირველად ვნახე და მაინც ისეთია თავდაჯერებული იყო. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. არა მაინტერესებს, არასდროს უფიქრდება თავის ნათქვამს? თუ ამ ყველაფერს შეგნებულად ამბობს და ასეთია. გათენება მიწევს. არ ვიცი, იქნებ მთვარეულია და ძილში დადის მაგისგან ეგაც მოსალოდნელია. გამთენისას, მაინც ჩამეძინა და სამზარეულოდან მესმის, ძალიან ძლიერი დაცემის ხმა. შეშინებული სწრაფად წამოვდექი და რას ვხედავ. მართლაც, რომ ნახევრად მძინარე სოფია, საუზმედ ბუტერბროდებს ამზადებს.
*  *  *
- ეგრე რატო მიყურებ? დილით, პენუარში გამოწყობილი ქალი არ გინახავს?
- თქვენ ძალიან....
- ძალიან თამამი ვარ?
- დიახ... უფროსწორედ არა. მინდოდა მეკითხა კარგად ხართ?
- ეე, ბიჭო შეეშვი რა! ძრდილობიანად საუბარს, ისედაც მისკდება თავი.
- ცოტახანში ბიჭები მოვლენ.
- არ შეიძლება, ცოტახნით მარტო დავრჩეთ?
- არა! ისედაც თქვენი საქციელის გამო, გუშინ საქმეებს მოვცდი.
- კარგი ხო, ზარალს აგინაზღაურებ. ჩემს მენეჯერს ვეტყვი და ფულს ანგარიშზე დაგისვამს.
- საქმე ფულში არაა. ძალიან გთხოვთ, შეურაწყოფას ნუ მაყენებთ. მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა.
- კარგით ხო, ნუ გადამოყოლეთ, რამოდენიმე ჭიქა დავლიე, ცოტაც ვიცეკვე და მოვედი რაა. აბა როდემდე უნდა ვყოფილიავი თქვენი დაცვით სახლში.
- ძალინ გთხოვთ, მეორედ ასე აღარ მოიქცეთ. თუ სადმე წასვლას გადაწყვეტთ,  პირველ რიგში, ჩვენ შეგვატყობინეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე ეხლა ჩვენს ხელშია.
- გასაგებია ოფიცერო! შეჭამ?
- არ ვარ ოფიცერი!
- კარგი ხო.
*  *  *
      მძიმე ღამის შემდეგ, როგორც იქნა სახლში დავბრნდი. გუგამ დამირეკა მამაჩემი სახლში წაიყვანა. ეხლა კი, მზად ვარ დარჩენილი საქმე, ბოლომდე მივიყვანო. სანამ სახლიდან გავალ, კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით ჩემს მეგობარზე. რატი 12 წლის იყო, როდესაც მისი მშობლებს, სამუშაოდ სხვა ქალაქში მოუწიათ წასვლა. რატი კი ბებიასთან დატოვეს, თუმცა ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ და სახლიდან ხშირად გარბოდა. სკოლის შემდეგ, რატი ჩემთან რჩებოდა. გამუდმებით თავს მარტოსულად გრძნობდა. ადანაშაულებდა მშობლებს და თვლიდა, რომ მათ მიატოვეს. რატის და ჰყავს სალომე. სალომე, რადგან პატარა იყო, მშობლებმა მისი წაყვანა გადაწყვიტეს. რატიმ მშობლების გარეშე, 8 წელი გაატარა, როცა უკვე გაიზარდა, მშობლების განკითხვა დაიწყო. ერთხელ როდესაც ვიკამათეთ, მან მითხრა:  ,,შენ ყველაფერი გაქვს. მე კი, არაფერი.\" მამაჩემი თვლიდა, რომ ორი შვილი ჰყავდა და არასოდეს არჩევდა ჩემგან, თუმცა რატი ყოველთვის უკმაყოფილიყო იყო. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. ყოველთვის ვცილობდი მძიმე პერიოდში, მის გვერდით ვყოფილიყავი. ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით, თუმცა ძალიან მალევე ვპოულობდით საერთო ენას. ეს ჩემს საუკეთესო მეგობარზე. ეხლა კი, ცოტას ჩემს თავზე გეტყვით. ძალიან ამბიციური ვარ, ყოველთვის საუკეთესოს ძიებაში ვარ. არ მიყვარს, უპასუხისმგებლო ხალხი, თუმცა ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს. შემიძლია დათმობა იქამდე, სანამ ჩემს პრინციპებს არ გადააბიჯებენ.
*  *  *
- მადლობა რო მოხვედით. დაბრძანდით! ფეხზე რატომ დგეხართ?
- აქ, რატომ დამიბარეთ? ბრალი რამეში მიმიძღვის? მე არ ვარ ის ადამინი, ვისაც თქვენ ეძებთ. მე გლეხი კაცი ვარ...
- ბატონო დაბრძანით! თქვენ არაფერში გადანაშაუებთ. უბრალოდ, რამოდენიმე შეკითხვაზე მიპასუხეთ და გაგანთავისუფლებთ.
- მე რაც ვიცოდი, უკვე ყველაფერი გითხარით.
- არამგონაი, მოდი აბა ამ სურათს შეხედე. დარწმუნებული ხარ, რომ ეს პიროვნება იყო?
- კი ეგ იყო, არჩილი ქვია თუ არ ვცდები.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ზუსტად, რომელი დღე იყო და  საათი?
- აბა რა ვიცი შვილო, მე ჩემი ასაკიც კი აღარ მახსოვს კარგად. გუშინ ვაპირებდი, თქვენთან დარეკვას. სახლი რომელიც ჩემთან ახლოს ქირავდება, იქ კიდევ იყო სინათლე ანთებული. ზუსტად არ ვიცი, შემოსული და გასული არავინ დამინახავს, ახლომახლოს არც მანქანა იდგა.
- დაახლოებით რომელი საათი იყო? არც ეგ გახსოვთ?
- დაახლოებით ღამის 01:00 საათი იქნებოდა.
- კარგით მადლობა. თავისუფალი ხართ. თომა, ბატონი გააცილეთ ძალიან გთხოვ.
- შვილო, არ არის საჭირო გზას მე თვითონაც გავაგნებ.
- კარგად ბრძანდებოდეთ.
- რაღაც არ ვენდობი ამ კაცს.
- თომა თქვენ ჯობია, სოფიას ყურადღება მიაქციოთ. თქვენ უყურადღებლობის გამო, გუშინ მომიწია მისი სიმთვრალის ყურება.
- მოიცა სოფია? მთვრალი მოვიდა გუშინ?
- რა გაცინებს?
- აუ ძმურად მოყევი, მაგარ ვიდზე იყო?
- სხვა საქმე არ გაქვს? გაემზადე, უბანში მივდივართ.
- კარგი რა ძმაო. გუშინაც იქ არ ვიყავით?
- ტყუილად ვაგზავნი ხალხს? მაინც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ბოლოს.
- რამე მოხდა?
- წამოდი  და გზაში მოგიყვები!
- გაბო ძმაო, კიდევ ერთი პრობლემაა.
- მიდი გისმენ. რა ხდება?
- ბიჭებმა დარეკეს, სოფია სახლიდან გასვლას დაცვის გარეშე ითხოვს. რა ვქნათ?
- არავითარ შემთხვევაში!
*  *  *
        დღემ, უფრო კარგად ჩაირა ვიდრე  მე მეგონა. გავარკვიე, რომ სახლი, რომელიც ქირავდებდებოდა, სოფოს გუშინდელ გაუჩინარებასთან არაფერ კავშირშია. მეპატრონემ, სახლი რამოდენიმე დღეა უკვე სხვა ოჯახზე მიაქირავა. ,,ჟურნალისტიკა უფრო მეტია ვიდრე ხელოვნება და არც მთლად იდენტურია, ეს არის რაღაც შუალედურია\" ყოველთვის მჯეოდა, რომ ჟურნალ-გაზეთებში, ადამიანებზე იწერებოდა, მხოლოდ სიმართლე და სწორედ ეს იწვევდა, ხალხში აგრესიას. ხალხის  უმეტეს ნაწილს, არ უყვარს სიმართლის მოყვარული საზოგადოება. ისინი ყოველთვის ცდილობენ გამიჯნონ ის რეალობისგან. კარგი ჟურნალისტი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წევრია. ჟურნალისტი ყოველთვის,  სწორი ინფორმაციების დაყდნობით უნდა წერდეს, არ უნდა ეზარებოდეს ქუჩებში ბევრი სიარული. მ.მაკგრორი ამბობს: ,, უნდა ვხედავდე უნდა მესმოდეს ეს. არ მინდა ჩემს ნაცვლად უყურებდეს ან უსმენდეს რამეს\" ჟურნალისტმა უნდა მოიგოს საზოგადოების გული, უნდა შეიყვარონ. კარგმა ჟურნალისტმა, ყოველთვის უნდა ეძებოს ახალი. ის მსმენელისთვის უნდა იყოს საინტერესო. \" ეს ჩანაწერი ჩემი ალბომიდან, ახლახანს ამოვიკითხე და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესია არის ის ადგილი, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი. დღეს ჩემი საყვარელი გუნდის, იუვენტუსის თამაშია. აი უკვე მზად ვარ, მშვიდად დავიწყო ფეხბურთის ყურება და ტელეფონზე ზარია.
*  *  *
- უნდა ვისაუბროთ.
- ეხლა? უკვე გვიანია.
- გაბრიელ, ეხლა ან აქ მოხვალ. ან მე წავალ აქედან. ისევ ისე, როგორც გუშინ.
- მემუქრები? არამგონია ეგ ისევ შეძლო.
- არ მესმის, თქვენ ხართ ჩემი მონები თუ მე? თავი უკვე პატიმარი მგონია.
- არავინ, არავის მონა არ არის და არც თქვენ ხართ პატიმარი.
- რა ხმაა? ფეხბურთს უყურებ? დღეს იუვენსტუსი თამაშობს.
- ფეხბურთს შენც უყურებ?
- კი მაგის ყველა თამაში ვიცი. ლუდს წამოვიღებ და შენთან ამოვალ.
- არა! არ შეიძლება...
- უთხარი ამათ გამიშვან, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- რა ვქნათ ძმაო?
- კარგი, ოღონდ შენ წამოიყვანე.
*  *  *
    ყველაფერს ვიფიქრებდი, რომ მელანომ უარი თქვა მისი ესკიზების დასრულებაზე, გუგამ ბაღი მიატოვა, რატიმ კი ჩამოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა, მაგრამ სოფიას სიყვარულს, ფეხბურთისადმი მართლა ვერ წარმოვიდგენდი. არაეული სახლის სწრაფად დალაგება დავიწყე და აი, ფეხბურთის დაწყება და სოფიას მოსვლაც ერთი იყო. მან ზედაც კი არ შეომხედა, ეგრევე დივანზე ჩამოჯდა და ჯიფსების ჭამა დაიწყო. აცვია არანორმარულად თბილად. არ ვიცი ალბათ იფიქრა ჩემთან სიცივე იქნებოდა.
- ასე იმიტომ მაცვია, რომ გავცივდი.
*  *  *
- მე არაფერი მიკითხავს.
- შენი გამომეტყველებიდან ვიმსჯელე.
- დიდი ხანია, რაც ამ გუნდს გულშემატკივრობ?
- კი ბავშობიდან. მამას უყვარდა ეს გუნდი ძალიან.
- მეც ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.
- მეგობრები არ გყავს? მარტო რატო უყურებ ფეხბურთს?
- ჩემს არცერთ მეგობარს, არ უყვარს ფეხბურთი.
- ისე ასეთ სერიოზულ კაცს, ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი პატარა სახლი გექმებოდა.
- არ მიყვარს დიდი სახლები.
- გოოოოლ! ჩემი ბიჭია ეს!
- ვაუ, ასეთ მოკლე დროში, გოლი უკვე კარგია.
- ლუდი მომაწოდე რა.
    ვზივარ და გაკვირვებული შევყურებ ქალს, რომელიც დიდი შემართებით უყურებს ფეხბურთს და არ მალავს ემორციებს. მგონი ვიპოვე ის ადგილი, სადაც სოფია მშვიდად გრძნობს თავს. გადავწყვითე ჩავძიებოდი და გუშინდელზე ვკითხე:
- გუშინ სად გახვედი?
- არსად არ გავსულვარ. სახლში ვიყავი.
- მეხუმრები ხო?
- არ არ ვხუმრობ. სახლის სახურავზე ვიყავი ასული.
- რააა? ეხლა რა თქვი?
- ვერ გაიგე, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, არკოჰოლთან  ერთად სახლის სახურავზე ავდივარ.
- ვინ ხარ?
- ვერ გავიგე?


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები