მარტის ბოლოა და ცივი ქარი ღრენს დიღმის ველზე, ვერ ვიტყვი დრესაც, რომ გულზე სევდას ვერ მივიკარებ , დილიდან ვზივარ და სიტვებს ვლესავ, რომ უფრო მეტად მატკინოს სული, მიმძიმდეს მხრები და გავიხსენო: დღეები ,დედა,ჩემი წარსული, და ვიყო მარტო,მარტო ,ისე რომ არ უყურებდნენ ამ ცრემლის მძივებს, არ უთანაგძნოს სიტყვით არავინ – ბავშვობას, სველი თოვლივით მძიმეს და ზურგში სხივებს დედის ფარანის. ახლა ვიყიდდი ,იმ ოქროს ბეჭედს შენ რომ გაყიდე,ქურთუკის გამო, მთელი ზამტარი მითბობდა ბეჭებს, ჩაფიქრებული ვზივარ და ვნანობ– ვის ხელს ამშვენებს ის ლალის თვალი? (შენი ხელები მიბერდებიან) რა ფასი ქონდა მას ამისთანა? მისი ფასი რა მიკითებია?.. ალბათ, შენ გგავარ გიჟი მამობით, რომ ერთი შარვლით დავდივარ,ხან კი– თავს გამოვიჭერ,რომ ღამღამობით, შვილების სუნთქვას ვამოწმებ ბაგით. ლაბირინთებში დავდივარ,რა ვქნა? ალბათ,ჩემი გზა თავად მომნახავს. უღარიბესი კაცი ვარ ,მაგრამ ულამაზესი დედიკონა მყავს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია. დიდხანს, დიდხანს ყველა დედიკოებმა იცოცხლოს! კარგია. დიდხანს, დიდხანს ყველა დედიკოებმა იცოცხლოს!
2. როგორ გააბედნიერებდი დედას ამ ლექსით.
როგორ გააბედნიერებდი დედას ამ ლექსით.
1. რაც შეიძლება დიდხანს გყავდეს შენი დედიკონა. როცა მშობელი ხდები ალბათ უკვ ძალიან შორს ხარ ადექვატურობისგან :)) მეც რამდენჯერ შემინოწმებია ბავშვი თუ სუნთქავდა ))) ++++* რაც შეიძლება დიდხანს გყავდეს შენი დედიკონა. როცა მშობელი ხდები ალბათ უკვ ძალიან შორს ხარ ადექვატურობისგან :)) მეც რამდენჯერ შემინოწმებია ბავშვი თუ სუნთქავდა ))) ++++*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|